სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

20 დაუვიწყარი მომენტი ოსკარების ისტორიიდან

Cinemania ავტორი Cinemania
15 თებერვალი, 2019
რუბრიკა დაჯილდოებები, ოსკარი
0
20 დაუვიწყარი მომენტი ოსკარების ისტორიიდან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

“ეს შეცდომა იყო.”

ეს სამი სიტყვა, რომელიც 2017 წელს კინოაკადემიის დაჯილდოებისას საუკეთესო ფილმის ნომინაციის დასახელების შემდეგ წარმოთქვეს, ისტორიაში შევიდა. ლა ლა ლენდის გუნდი გამარჯვებას სულ ორიოდ წუთის განმავლობაში ზეიმობდა, მაგრამ ამ დროს პროდიუსერმა ჯორდან ჰოროვიცმა სცენაზე და დარბაზში მყოფებს შეატყობინა, რომ სინამდვილეში სხვა ფილმმა (მთვარის შუქი) გაიმარჯვა.

ეს და სხვა გამორჩეული მომენტები ოსკარის ხანგრძლივი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. დღეს სწორედ ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევებს გავიხსენებთ და წარმოგიდგენთ 20 დაუვიწყარ შემთხვევას ოსკარების ისტორიიდან.

1. ჰეტი მაკდენიელი გახდა პირველი აფროამერიკელი მსახიობი, რომელმაც ოსკარი დაიმსახურა (1940 წელს)

ის იყო საერთოდ პირველი შავკანიანი მსახიობი, რომელიც ოსკარზე წარადგინეს. მან საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა. 1964 წლამდე ოსკარზე მსგავსი წარმატებებისთვის აღარავის მიუღწევია. ამ წელს სიდნი პოიტიემ გაიმარჯვა საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში ფილმისთვის შროშანები მინდორში (Lilies of the Field).

2. 1969 წელს ერთ ნომინაციაში ორი ოსკარი გაიცა – ჯილდო კეტრინ ჰებპერნსა და ბარბარა სტრეიზანდს ერგოთ

ორივე მსახიობმა თანაბარი რაოდენობის – 3,030 – ხმა მოაგროვა (ბარბარამ ფილმისთვის სასაცილო გოგონა, ხოლოდ კეტრინ ჰებპერნმა ფილმისთვის – ლომი ზამთარში). თუმცა სცენაზე ასული სტრეიზანდის ერთმა რეპლიკამ მაყურებლის გული მოიგო – ის დამსახურებულ ჯილდოს თავისი პერსონაჟის ცნობილი ფრაზით “სალამი, მშვენიერო!” შეეგება.

3. ჩარლი ჩაპლინის 12-წუთიანი ოვაციები (1972 წელს)

როცა მუნჯი კინოს ლეგენდას საპატიო ოსკარს გადასცემდნენ, მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და 12 წუთის განმავლობაში მხურვალე ოვაციით გამოხატავდა სიყვარულს მის მიმართ. ეს ოსკარების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ოვაციები იყო.

ესეც პატარა მონაკვეთი:

4. მარლონ ბრანდოს უარი ჯილდოზე (1973)

ბრანდომ ჯილდო დონ ვიტო კორლეონეს დაუვიწყარი სახის შექმნისთვის დაიმსახურა, მაგრამ იგი დაჯილდოებაზე არ გამოცხადებულა და მის ნაცვლად სცენაზე ინდიელი გოგონა – აბორიგენი ამერიკელი ინდიელების აქტივისტი საჩენ ლითლფიზერი ავიდა. მან უარი განაცხადა ჯილდოს აღებაზე, ოსკარების სცენა კი ტრიბუნად გამოიყენა და ჰოლივუდში ამერიკელი ინდიელების შეზღუდული როლი გააპროტესტა.

5. ტატუმ ო’ნილი ოსკარის ყველაზე პატარა გამარჯვებული გახდა (1974)

10 წლის ტატუმ ო’ნილმა ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ნომინაციაში დაიმსახურა ფილმისთვის ქაღალდის მთვარე, რომელშიც მამასთან, რაიან ო’ნილთან ერთად ითამაშა. ოფიციალურ კოსტიუმში გამოწყობილმა პატარა მსახიობმა გამარჯვებულის სიტყვაში განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მამამისს და რეჟისორ პიტერ ბოგდანოვიჩს.

6. შიშველი კაცი სცენაზე (1974)

ცოტა ხნით ადრე, სანამ საუკეთესო სურათის დასასახელებლად ელიზაბეთ ტეილორი გამოვიდოდა, სცენაზე შიშველი კაცი გამოიჭრა. ეს გეი უფლებების აქტივისტი რობერტ ოპელი იყო, რომელმაც ოსკარების წამყვანის, დევიდ ნივენის უკან ჩაიქროლა, სცენა გადაჭრა და კულისებში მიიმალა. ის არ დაუკავებიათ და ინციდენტი “წამიერ გაუგებრობად” მონათლეს”.

7. სალი ფილდის შეძახილი: “თქვენ მე მოგწონვართ!” (1985)

საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში თავისი მეორე ოსკარის მიღებისას სალი ფილდმა აღტაცებული შეძახილით მიმართა დარბაზში მსხდომებს: “ვერ უარვყოფ იმ ფაქტს, რომ თქვენ მე მოგწონვართ, დიახ, ზუსტად ახლა – თქვენ მე მოგწონვართ!” რამდენიმე წლის შემდეგ მადონამ, ჯიმ კერიმ და თავად სალი ფილდმა ამ გამონათქვამის პეროფრაზი მოახდინეს (“თქვენ მე მართლა მოგწონვართ”) და აუდიტორია კიდევ ერთხელ გაახალისეს.

8. შერის სრულიად გამჭვირვალე კაბა (1988)

ოსკარის ისტორიას რამდენჯერმე ახსოვს დაჯილდოებაზე გამოცხადებული შერის თამამი ჩაცმულობა (მათ შორის ბუმბულებიანი ან საორსულო საღამოს კაბები), მაგრამ ბრჭყვიალებით გაწყობილი გამჭვირვალე კაბა, რომელიც მას იმ წელს ეცვა, როცა ფილმ მთვარის გავლენის ქვეშ შესრულებული როლისთვის ოსკარი მოიპოვა, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ლუქია ოსკარების ისტორიაში.

9. გამხსნელი ნომერი, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია (1989)

გამხსნელმა 10-წუთიანმა ნომერმა რობ ლოუის, ფიფქიად გადაცმული ეილინ ბოუმენისა და სხვა მსახიობების (მათ შორის, პოლ ნიუმენისა და ჯული ენდრიუსის) მონაწილეობით, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დისნეის სტუდიამ კი, მისი პერსონაჟის გამოყენებისა და საავტორო უფლებების დარღვევის გამო აკადემია უჩივლა.

10. ჯეკ პალანსის აზიდვები სცენაზე (1992)

73 წლის მსახიობი, რომელმაც ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის ნომინაციაში მიიღო, სამადლობელი სიტყვის წარმოთქმისას მოულოდნელად იატაკზე გაწვა და ცალ ხელზე აზიდვების კეთება დაიწყო. ამით მან ყველას უჩვენა, რომ ფიზიკური მომზადებით ახალგაზრდა მსახიობებს არ ჩამოუვარდებოდა.

11. მარისა ტომეის მოულოდნელი გამარჯვება (1993)

მას შემდეგ, რაც ტომეიმ (როლისთვის ფილმში ჩემი ბიძაშვილი ვინი) ისეთ ვეტერანებს აჯობა, როგორებიც იყვნენ ვანესა რედგრეივი და ჯოან პლოურაითი, ბევრი ალაპარაკდა კონსპირაციულ თეორიებზე, მაგალითად იმაზე, რომ გამომცხადებელმა ჯეკ პალანსმა გამარჯვებული სწორად ვერ ამოიკითხა და ტელესუფლიორის მიერ ნაკარნახევი უკანასკნელი სახელი წარმოთქვა. ეს ჭორი მას შემდეგ გაქარწყლდა, რაც აკადემიამ ცერემონიალის ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც პალანსი სახელს ნამდვილად ბარათიდან კითხულობს.

12. რობერტო ბენინის ყველაზე მხიარული სვლა სცენისკენ (1999)

https://youtu.be/8cTR6fk8frs

ოსკარების ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი და გულისამაჩუყებელი მომენტი: როცა სოფი ლორენმა რობერტო ბენინის ცხოვრება მშვენიერია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში გამარჯვებულად გამოაცხადა, იტალიელი რეჟისორი (იგი ამავე ფილმში მთავარ როლსაც ასრულებს), სიხარულისგან დარბაზის სკამის საზურგეზე ახტა და რამდენიმე ნაბიჯი სწორედ ასე გაიარა, შემდეგ კი სცენამდე ბავშვივით ხტუნვა-ხტუნვით გაემართა. “ეს სიხარულის მომენტია და მე მინდა, ყველას გაკოცოთ, რადგან თქვენ ხართ ამ სიხარულის მიზეზი” – თქვა ბენინიმ სამადლობელ სიტყვაში, რომელიც თავისი საფირმო იტალიურ-ინგლისურით წარმოთქვა.

13. ჰოლი ბერის საეტაპო გამარჯვება (2002)

ჰოლი ბერი, რომელიც 2002 წელს ფილმში მონსტრების მეჯლისი შესრულებული დრამატული როლისთვის დაჯილდოვდა, გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ოსკარი მიიღო. სამადლობელ სიტყვაში მან განაცხადა: “ეს მომენტი ჩემზე დიდია” და პატივისცემა გამოხატა “ყველა უსახელო, უსახო ფერადკანიანი ქალის მიმართ, რომლებსაც ახლა შანსი მიეცათ, რადგან ამ ღამით კარი ფართოდ იყო გაღებული”.

14. ედრიენ ბროუდისა და ჰოლი ბერის კოცნა (2003)

ჰოლი ბერის თავისი გამარჯვების მომდევნო წელს საუკეთესო მსახიობი მამაკაცის გამარჯვებულის დასახელების პატივი ერგო. ნომინაციაში გამარჯვებული ედრიენ ბროუდი (ფილმ პიანისტში შესრულებული როლისთვის) ჰოლის მოულოდნელად ჩაეხუტა და განგრძლივი და ვნებიანი, თუმცა ცოტა უხერხული კოცნით დააჯილდოვა.

15. მარტინ სკორსეზეს დაგვიანებული ოსკარი (2007)

მარტინ სკორსეზემ, რომელიც მანამდე საუკეთესო რეჟისორის 5-გზის ნომინანტი იყო, დამსახურებული ოსკარი მხოლოდ 2007 წელს მოიპოვა (ფილმისთვის განდგომილები). მას მერე სკორსეზეს კიდევ ორი ნომინაცია ერგო: ჰუგოსთვის და უოლ სტრიტის მგელისთვის.

16. ჰიტ ლეჯერის ოსკარი გარდაცვალების შემდეგ (2009)

უნიჭიერესი ჰიტ ლეჯერის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ 28 წლის ასაკში კინოს ყველა თაყვანისმცემელს გული დასწყვიტა. მისი ოჯახი აკადემიას დათანხმდა, ნომინირებული მსახიობისთვის სიკვდილის შემდეგ გადაეცათ ოსკარი ჯოკერის როლის შესანიშნავი შესრულებისთვის ქრისტოფერ ნოლანის ბნელ რაინდში.

17. ჯეიმს ფრანკო და ენ ჰეთევეი – ყველაზე უხერხული დუეტი (2011)

მიუხედავად ენის თავგანწირული მცდელობისა, დამსწრე აუდიტორია და მილიონობით მაყურებელი გაეხალისებინა, მისი და ჯეიმს ფრანკოს წყვილი ოსკარების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უღიმღამო დუეტად არის მიჩნეული. ჯეიმს ფრანკო საშინლად მოსაწყენი იყო და ამას გარდა, მისი ხუმრობები კრიტიკოსებმა საშინლად ჩათვალეს.

18. ჯენიფერ ლოურენსის “ტრიუმფალური სვლა” ოსკარისკენ (2013)

22 წლის ჯენიფერი, რომელმაც ოსკარი ფილმში იმედის სხივთა კრებული შესრულებული როლისთვის აიღო, სცენაზე ასვლისას კაბის ბოლოზე ფეხი დაებიჯა და კიბეზე დავარდა, რამაც თავად ოსკაროსანი მსახიობიც და დანარჩენი მაყურებელიც ძალიან გაამხიარულა.

19. ელენ დეჯენერისის “ყველაზე ვარსკვლავური” სელფი (2014)

ოსკარების დაჯილდოების წამყვანმა 2014 წელს ტვიტერზე წლის ყველაზე ხშირად გადაზიარებული, ყველაზე ვარსკვლავური სელფი გადაიღო, რომელშიც ჩანან მერილ სტრიპი, ბრედ პიტი, ჯენიფერ ლოურენსი, ბრედლი კუპერი, ჯულია რობერტსი, ანჯელინა ჯოლი, ლუპიტა ნიონგო, კევინ სპეისი, ჯუდ ლოუ და სხვები. “ნეტავ ბრედლის უფრო გრძელი ხელი ჰქონოდა” – დაწერა ფოტოს აღწერილობაში დეჯენერისმა, – “საუკეთესო ფოტო #ოსკარების ისტორიაში”.

20. ქალების თანასწორუფლებიანობა პატრიცია არკეტის სამადლობელ სიტყვაში (2015)

#TimesUp მოძრაობის დაწყებამდე სამი წლით ადრე ფილმ მოზარდში  შესრულებული როლისთვის მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ნომინაციაში გამარჯვებულმა პატრიცია არკეტმა თავის სამადლობელ სიტყვაში განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ქალებისა და მამაკაცების უფლებებს შორის არსებულ სერიოზულ განსხვავებას. “ჩვენი დროა, რომ ბოლოს და ბოლოს მივაღწიოთ თანასწორობას და თანაბარ უფლებებს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ქალებისთვის” – თქვა არკეტმა და გამორჩეულად გამამახნევებელი აპლოდისმენტებიც მიიღო მერილ სტრიპისა და ჯენიფერ ლოპესისგან.

ბარბარა სტრეიზანდიდასამახსოვრებელი მომენტებიედრიენ ბროუდიელენ დეჯენერესივარსკვლავებიმარლონ ბრანდომარტინ სკორსეზეოსკარებიპატრიცია არკეტირობერტო ბენინისალი ფილდისაუკეთესო მომენტებიტატუმ ო'ნილიშერიჩარლი ჩაპლინიწამყვანებიჯეიმს ფრანკო და ენ ჰეთევეიჯენიფერ ლოურენსიჰიტ ლეჯერიჰოლი ბერი
Previous Post

რატომ გვიყვარს ადამ დრაივერი?

Next Post

კრის ევანსს “The Devil All the Time”-ში სებასტიან სტენი ჩაანაცვლებს

Next Post
კრის ევანსს “The Devil All the Time”-ში სებასტიან სტენი ჩაანაცვლებს

კრის ევანსს “The Devil All the Time”-ში სებასტიან სტენი ჩაანაცვლებს

ახალი ამბები

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
19 აპრილი, 2021
0

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ავტორი Cinemania
18 აპრილი, 2021
0

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ავტორი Cinemania
17 აპრილი, 2021
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5610

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3009

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5647

ბოლოს დამატებული

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
19 აპრილი, 2021
0

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ავტორი Cinemania
18 აპრილი, 2021
0

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ავტორი Cinemania
17 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020