რამდენიმე დღის წინ დასრულდა HBO-ს 5-ეპიზოდიანი სატელევიზიო შოუ – ჩერნობილი, რომელიც გამოსვლისთანავე მოექცა რეიტინგის სათავეში და უზარმაზარი გამოხმაურება გამოიწვია. სერიალმა, სადაც მთავარ როლებს ემილი უოტსონი და სტელან სკარშგორდი ასრულებენ, ნამდვილი გმირები და ისტორიები გააცოცხლა და შთამბეჭდავად გადმოსცა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა – ჩერნობილის კატასტროფა.
თუ თქვენც ამ სერიალის ერთ-ერთი გულშემატკივარი ხართ, მაშინ შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ფილმები თუ სერიალები, რომლებიც ასევე ჩერნობილის თემაზეა:
ჩერნობილი: დახურული ზონა (2014)
ხუთი მოზარდი ეძებს ქურდს, რომელმაც მათ 8 მილიონი რუბლი მოპარა. ქურდი კი თავის ბლოგზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ამბობს, რომ ჩერნობილში მიდის. ყოველი კილომეტრი, რომელსაც მოზარდები გადიან, მათ დევნას უფრო და უფრო სახიფათოსა და საშიშს ხდის.
უწყინარი შაბათი (2011)
უწყინარი შაბათი ალექსანდრე მინდაძის ფილმია, რომელიც ჩერნობილის კატასტროფაზე მოგვითხრობს. მეგობრების ჯგუფი თვითგადარჩენისთვის იბრძვის და ცდილობს, უხილავ მტერს გაექცეს. ეს საოცრად ემოციური სურათი თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.
ჩერნობილის დღიურები (2012)
შეყვარებული წყვილი და მათი მეგობარი ევროპაში მოგზაურობენ. ისინი კიევში მთავარი გმირის ძმასთან გაჩერდებიან და ძმის დაჟინებით, ჩერნობილში მიდიან, რაც ნამდვილი ჯოჯოხეთის დასაწყისი აღმოჩნდება…
Seconds From Disaster (2004-2012)
6-სეზონიანი ბრიტანული სატელევიზიო შოუ გვიყვება ცნობილ კატასტროფებზე და მათ დამანგრეველ შედეგებზე, ტიტანიკიდან დაწყებული, 11 სექტემბრის ტერაქტით დამთავრებული. ერთ-ერთი სერია კი სწორედ ჩერნობილის კატასტროფას ეძღვნება.