სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ სერიალს “სექსუალური განათლება”

Cinemania ავტორი Cinemania
29 ივლისი, 2019
რუბრიკა რეკომენდაცია
0
8 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ სერიალს “სექსუალური განათლება”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სექსუალური განათლება Netflix-ზე ამ წლის იანვარში გამოვიდა და უკვე მოახერხა მილიონობით მაყურებლის გულის მოგება. სერიალი გვაცნობს სოციალიზაციის პრობლემების მქონე და სექსუალურ ურთიერთობებში გამოუცდელ 16 წლის ყმაწვილს, ოტისს, რომლის დედაც, ჯინი, სექსისა და ურთიერთობების თერაპევტია.

სერიალმა, მასში გაშუქებული აქტუალური პრობლემებით, მალევე დაიმსახურა მაყურებლისა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები, მასზე ალაპარაკდნენ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, რამაც აუდიტორიის ინტერესი კიდევ გაზარდა.

ჩვენს რეკომენდაციაში შევეხებით 8 ძირითად მიზეზს, რომლებმაც, ჩვენი აზრით, განაპირობა სექსუალური განათლების ასეთი პოპულარობა. რატომ მოსწონს ის ასე მაყურებელს და რატომ შეიძლება მოგვეწონოს ჩვენ?

1. ესთეტიკური მხარე

პირველი ღირსება, რაც ამ სერიალის ნახვისთანავე თვალში მოგხვდებათ, ეს მისი ვიზუალური მხარეა. ესთეტიკურად ის მთლიანად 80-იანი წლების გამოძახილს მოგაგონებთ (მიუხედავად იმისა, რომ მალევე მიხვდებით: სიუჟეტი სულაც არ ვითარდება 80-იანებში), რადგან ჩვენი თანამედროვე თითქოს არც მოდაა და არც ტექნოლოგიები. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ, სხვა თანამედროვე შოუებისგან განსხვავებით, რომელთა მთავარი გმირებიც ახალგაზრდები არიან, აქცენტი არაა აწმყოზე – ეპოქის კონკრეტულ მონაკვეთზე, რომელიც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მოძველებულად მოგვეჩვენება. პერსონაჟების სახელებიც კი – ოტისი, ერიკი, მეივი, რუბი – არ მიგვანიშნებენ რომელიმე კონკრეტულ პერიოდზე.

მოქმედების დიდი ნაწილი მთავარი გმირის, ოტისის სახლში ან სკოლაში ვითარდება და მიუხედავად იმისა, რომ სერიალი დიდ ბრიტანეთშია გადაღებული, ცალსახად ამერიკული გარემოა თავისი პასტელურ ტონებში გადაწყვეტილი კარადებით, საუზმის კლუბისეული დერეფნებით და მოსწავლეებით უნიფორმის გარეშე. და მართალია, დრო და ადგილი დაკონკრეტებული არაა, მაყურებელს ამბავში ჩართულობის განცდა მაინც მძაფრად აქვს.

“ეს ძალიან მკვეთრი სტილისტური არჩევანია” – განაცხადა მსახიობმა ალასტერ პეტრიმ, – “მათ შექმნეს მთლიანი სამყარო, რომელში საცხოვრებლადაც ნებისმიერს იწვევენ”.

2. შთამბეჭდავი ახალგაზრდული სამსახიობო გუნდი

კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც სექსუალური განათლება ჩვენს ყურადღებას იპყრობს, ნაკლებად ცნობილი, ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობებისგან შემდგარი გუნდია. შეიძლება ბევრმა იცის ასა ბატერფილდი, რომელიც მანამდე რამდენიმე ცნობილ პროექტში (ჰუგო, ბიჭი ზოლიან პიჟამაში) გვინახავს, მაგრამ იმ მსახიობების უმეტესობისთვის, რომლებიც ახალგაზრდა პერსონაჟებს განასახიერებენ, ეს ეკრანზე პირველი გამოჩენაა.

3. პერსონაჟების მრავალფეროვნება

სექსუალური განათლების მზარდი პოპულარობის კიდევ ერთი საიდუმლო მისი მრავალფეროვნებაა. შოუში მრავლად არიან სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის მსახიობები, რომელთა მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს სექსუალურ და სოციალურ თემებთან, სტერეოტიპებთან, LGBT პრობლემებთან, მათ შორის საკუთარი გენდერის აღმოჩენასთან დაკავშირებული სხვადასხვა ისტორია აქვთ.

4. ჯილიან ანდერსონის პერსონაჟი

ჯილიან ანდერსონს სერიალების სამყაროში წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ სექსუალურ განათლებაში მისი როლი დიდ აღფრთოვანებას იწვევს. ის რთული ბუნების ვაჟის დედაა, რომელსაც თავადაც საკმაოდ არასტაბილური პირადი ურთიერთობები აქვს და რომელიც, როგორც პროფესიონალი, ორმაგ პასუხისმგებლობას გრძნობს შვილის სექსუალური განათლების მიმართ. ჯინ მილბერნის როლი ჯილიან ანდერსონის ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსია.

5. საუნდტრეკი

80-იანი წლების ძლიერი ესთეტიკის მიუხედავად სექსუალურ განათლებაში ზოგიერთ მომენტში თანამედროვე ეპოქის ესა თუ ის ნაწარმი (სნეპჩეტი, პორნჰაბი, თანამედროვე ვალუტა და ა.შ.) გაიელვებს, რითაც ვხვდებით, რომ მოქმედება ჩვენს დროში ხდება. საუნდტრეკი კი ხშირად მართლაც სამიოდე დეკადით უკან გვაბრუნებს (A-ha-ს ‘Take On Me’, The Smiths’-ის ‘Asleep’ და Billy Idol’-ის ‘Dancing With Myself’), თუმცა ისიც თანამედროვე მუსიკასთანაა კომბინირებული.

6. საუბრები სექსზე

როგორც ამას სათაურიდანაც ვხვდებით, შოუში უხვად გველის საუბრები სექსთან დაკავშირებულ თემებსა და პრობლემებზე. ეს თინეიჯერულ ასაკში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. საუბრები ხშირად იუმორითაა გაჯერებული, მაგრამ მის მიღმა მართლაც სერიოზული პრობლემები იმალება, რომელთა წინაშეც თითქმის ყველა ახალგაზრდა დამდგარა.

7. თინეიჯერული გარემო

შოუ თინეიჯერული ფილმების საუკეთესო ტრადიციებშია გადაწყვეტილი – იუმორი, მაღალკლასელების სამეგობრო წრეები, საუბრები ბუფეტში, შეფარული ხუმრობები – თუმცა სერიალის იუმორი არ გადადის კომიკურობაში. მასში თითქოს ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ საკითხები, რომლებზეც შოუ გვესაუბრება, ახლებურად არის მოწოდებული.

8. გულთბილი მომენტები

ნებისმიერ ადამიანს, სულ ერთია რამდენად განათლებულია სექსის საკითხებში, სითბო და სიყვარული სჭირდება. რთული სოციალური და ოჯახური ურთიერთობების ფონზე ადამიანს, განსაკუთრებით თინეიჯერს, რომელიც რიგიანად საკუთარ თავსაც არ იცნობს, სტრესისგან თავის დასაცავად თუნდაც მცირე ყურადღება და მეგობრული გამხნევება სჭირდება, რასაც შოუში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა. სწორედ ასეთი ემპათიური მომენტების გამო ახერხებს შოუ ნებისმიერი მაყურებლის ნდობის მოპოვებას.

#რეკომენდაცია80-იანებიNetflixასა ბატერფილდიახალგაზრდობაახალი სერიალიესთეტიკათინეიჯერებინეტფლიქსინოსტალგიური გარემოპოპულარობასაუნდტრეკებისერიალისექსისექსუალური განათლებატელეშოუჯილიან ანდერსონი
Previous Post

5 რამ რითაც საქართველომ დარენ არონოვსკი მოხიბლა

Next Post

RATI/რატი რამიშვილის #კინოდღიურები

Next Post
RATI/რატი რამიშვილის #კინოდღიურები

RATI/რატი რამიშვილის #კინოდღიურები

ახალი ამბები

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
19 აპრილი, 2021
0

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ავტორი Cinemania
18 აპრილი, 2021
0

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ავტორი Cinemania
17 აპრილი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5589

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3317

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5555

ბოლოს დამატებული

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
19 აპრილი, 2021
0

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ავტორი Cinemania
18 აპრილი, 2021
0

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ავტორი Cinemania
17 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020