სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ ანიმაციურ სერიალს “კარმენ სანდიეგო”

Cinemania ავტორი Cinemania
8 თებერვალი, 2019
რუბრიკა რეკომენდაცია
0
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ ანიმაციურ სერიალს “კარმენ სანდიეგო”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კარმენ სანდიეგო 1985 წელს გამოსული ამერიკული შემეცნებითი ვიდეოთამაშების სერიის გმირია, რომელიც 80-იან წლებში საოცრად პოპულარული იყო. კარმენ სანდიეგოს პოპულარობა მალევე გასცდა კომპიუტერული თამაშების საზღვრებს და მალე მსოფლიომ იხილა ანიმაციური სერიალი სად დაიკარგა კარმენ სანდიეგო? , რომელიც 1994-1999 წლებში გადიოდა ტელეარხ FOX-ზე.

ნეტფლიქსის მიერ კარმენ სანდიეგოს ახალი ადაპტაციის გამოსვლამ პოპულარული თამაშისა და 90-იანი წლების სერიალის ფანები ძალიან გაახარა და დააინტერესა ის აუდიტორია, რომლისთვისაც ეს გმირი ქალი ჯერჯერობით უცნობია.

გადავწყვიტეთ, შედარებით უკეთ გაგაცნოთ ყოფილი დეტექტივი, რომელიც სხვადასხვა გარემოებების გამო იძულებული გახდა, ქურდი გამხდარიყო. წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ ნამდვილად ღირს კარმენ სანდიეგოს საინტერესო თავგადასავალს გაეცნოთ.

1. საინტერესოა ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის

სერიალი ნოსტალგიურ გრძნობებს გაუღვიძებს 80-იანი და 90-იანი წლების ბავშვებს, რომელთაც ამ გმირის მრავალფეროვანი, დამაინტრიგებელი თავგადასავლები საოცარ სამყაროში ამოგზაურებდა. თანამედროვე ადაპტაცია კი ახალი თაობის მაყურებელსაც მოხიბლავს საკუთარი თავბრუდამხვევი სიუჟეტითა და იუმორით.

2. შესანიშნავი ანიმაცია და დიზაინი

კარმენ სანდიეგოს გამოარჩევს დახვეწილი ვიზუალური მხარე, რომელიც თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. მის გამორჩეულ დიზაინზე (რომელიც “ქრომოსფერულ ანიმაციას” მიეკუთვნება) ვიზუალური დიზაინერი კევინ დარტი მუშაობდა, რომელსაც საკუთარი უნიკალური ხელწერა და სტილი გააჩნია (მისი პროდუქტია ასევე ვიზუალურად განსაკუთრებული ანიმაცია დიდი გმირი). სერიალის ვიზუალურ მხარეს კარმენ სანდიეგოს სახასიათო ჩაცმულობა – წითელი ლაბადა და შლაპაც გამოკვეთს.

3. ერთდროულად შემეცნებითიცაა და გასართობიც

კარმენ სანდიეგოს პერსონაჟის მისია თავიდანვე ახალგაზრდა აუდიტორიის გართობა და ამავე დროს, განათლება იყო. შემეცნებითი ფუნქცია არც მის თანამედროვე ვერსიას აქვს დაკარგული. მინიშნებები და ფაქტები, რომლებიც მულტსერიალის ნებისმიერ მომენტშია ჩამალული და კარმენს ძიებაში ეხმარება, ხელს უწყობს მაყურებლის მობილიზებას და ლოგიკური აზროვნების განვითარებას. ფილმში მოცემულია უამრავი გეოგრაფიული, ისტორიული და სხვა მეცნიერებებთან დაკავშირებული დეტალები, თუმცა არა დამღლელი, არამედ ძალზე სახალისო ფორმით!

4. “ქალი წითელში”

კარმენ სანდიეგო ერთგვარი ქალი-საოცრებაა – ძლიერი, დამოუკიდებელი, შეუჩერებელი ქალი, რაც გოგონებისთვისაც და ბიჭებისთვისაც სამაგალითოა. მიუხედავად იმისა, რომ ის ქურდობს, მისი ეს საქციელი გარკვეულწილად სამართლიანია, რადგან თავად ქურდებს პარავს. კარმენის პერსონაჟი თვალსა და ხელს შუა, სერიიდან სერიამდე იზრდება, იძენს ხასიათის მნიშვნელოვან დეტალებს და რაც კიდევ უფრო საინტერესოა, მაყურებელი ეცნობა მის ბავშვობასაც ბავშვთა სახლში, საიდანაც დაიწყო მისი, როგორც პროფესიონალი დეტექტივის ჩამოყალიბება.

5. ამაღელვებელი თავგადასავლები

მოგენატრათ ჭეშმარიტად თავბრუდამხვევი ისტორიები, რომლებიც ისეთივე აღტაცებას მოგგვრით, როგორიც ბავშვობისას გეუფლებოდათ საყვარელი მულტსერიალების ცქერისას? – კარმენ სანდიეგოს ამბავი სწორედ ასეთია! გარდა საინტერესო სიუჟეტისა, მასში მრავლადაა მომენტები, რომლებზეც დიდებიც და პატარებიც გულიანად იცინებენ.

ასე რომ, ღირს, თავადაც დაუმეგობრდეთ კარმენ სანდიეგოსა და მის თანამგზავრებს და გადაეშვათ ფანტასტიურ, საინტერესო და დაუვიწყარ თავგადასავლებში.

 

#რეკომენდაცია5 მიზეზი80-იანები90-იანებიანიმაციაანიმაციური სერიალიგასართობივიდეოთამაშებივიზუალითავგადასავლებიკარმენ სანდიეგომულტსერიალიმულტფილმინოსტალგიაპერსონაჟისად დაიკარგა კარმენ სანდიეგო?შემეცნებითიჩვენ გირჩევთ სერიალსძლიერი ქალი
Previous Post

ვუდი ალენი კინოსტუდია ამაზონს სასამართლოში უჩივის

Next Post

მიშელ როდრიგესი ლიამ ნისონს იცავს: "მან ხომ ვიოლა დევის ტუჩებში აკოცა“

Next Post
მიშელ როდრიგესი ლიამ ნისონს იცავს: „მან ხომ ვიოლა დევის ტუჩებში აკოცა“

მიშელ როდრიგესი ლიამ ნისონს იცავს: "მან ხომ ვიოლა დევის ტუჩებში აკოცა“

ახალი ამბები

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ავტორი Cinemania
25 თებერვალი, 2021
0

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
24 თებერვალი, 2021
2

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

ავტორი Cinemania
23 თებერვალი, 2021
3

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5577

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
3815

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5066

ბოლოს დამატებული

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ავტორი Cinemania
25 თებერვალი, 2021
0

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
24 თებერვალი, 2021
2

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

ავტორი Cinemania
23 თებერვალი, 2021
3

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020