სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ სერიალს “ახალი გოგო”

Cinemania ავტორი Cinemania
18 თებერვალი, 2019
რუბრიკა რეკომენდაცია
0
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ სერიალს “ახალი გოგო”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ახალი გოგო ტელეარხ Fox-ის სიტკომია, რომელსაც ხშირად მეგობრების თანამედროვე ვერსიასაც უწოდებენ. 2011 წელს გამოსული სერიალი საერთო სახლში მცხოვრებ ექსცენტრიკულ ახალგაზრდებზე მოგვითხრობს, რომლებიც ცდილობენ, სირთულეებით სავსე სამყაროში როგორღაც თავი დაიმკვიდრონ. ამ შესანიშნავმა სიტკომმა მალევე მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში თავისი ხალასი იუმორით და ცხოვრებისეული სიტუაციებით, ასე რომ, თუ გასართობ, ამავე დროს საინტერესო სერიალს ეძებთ, მაშინ ახალი გოგო ნამდვილად დაიმსახურებს თქვენს მოწონებას.

წარმოგიდგენთ 10 მიზეზს, რომლებიც დაგარწმუნებთ, რატომ უნდა შეაჩეროთ ყურადღება ამ სიტკომზე.

1. ბუნებრივი და დამაჯერებელი პერსონაჟები

შოუს ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება დამაჯერებელი და რეალისტური პერსონაჟებია, რომელთა განვითარებასაც ეპიზოდიდან ეპიზოდამდე ვადევნებთ თვალს. სულერთია, რა გაინტერესებთ ან რა ტიპის პიროვნება ხართ, დაგვერწმუნეთ, რომელიმე პერსონაჟთან თავს აუცილებლად გააიგივებთ, ნაწილობრივ მაინც. ისინი იმდენად ბუნებრივები არიან, რომ მართლა დავიჯერებთ, რომ აქვე, ჩვენ გვერდით ცხოვრობენ.

2. თემის მუსიკა

ეს მოკლე და მხიარული გამხსნელი სიმღერა თავიდან ცოტა უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ორიოდე ეპიზოდის შემდეგ მას ისე მიეჩვევით, რომ შეიძლება აგეკვიატოთ კიდეც. “Who’s that girl? It’s Jess!” (“ვინ არის ეს გოგო? ეს ჯესია!”)

3. ზოი დეშანელი

მთავარი გმირის, ჯესის როლს ზოი დეშანელი ასრულებს. სწორედ მისი დამსახურებაა ამ სასაცილო, რეტრო სტილის კაბებში ჩაცმული, ლამაზი და ტალღოვანი თმის მქონე გოგონას მიმართ ასეთი სიყვარული. ზოი დეშანელი ამ როლში საოცრად ბუნებრივი და მომხიბვლელია.

4. პერსონაჟები ჩვეულებრივ ფრაზებს სიმღერით ამბობენ

რადგან ჩვეულებრივი რამეების სიმღერით თქმა უფრო სახალისოა. დამტკიცებულია.

5. გულიანი სიცილი გარანტირებულია

ეს შოუ განსაკუთრებული იუმორით არის გამორჩეული – იუმორით, რომელიც თითქოს მხოლოდ თქვენი სამეგობრო წრისთვისაა გასაგები. თითოეულ პერსონაჟს თავისებური, დამახასიათებელი იუმორის გრძნობა აქვს – ზოგი დაბნეულია, ზოგი გონებამახვილი, ზოგიც მეტისმეტი გულუბრყვილობით გვაცინებს.

6. გვასწავლის, რომ შეიძლება უცნაურობა და მოუხერხებლობაც შეიძლება საყვარელი იყოს

ეს შოუ არ არის მაგარ გოგო-ბიჭებზე. თითოეულ მათგანს რაღაც არ გამოსდის, რაღაცას ვერ ამბობს და არც რაიმე ნიჭი აქვს, მაგრამ ეს ხომ უფრო ბუნებრივი და რეალისტურია, ვიდრე გოგონები, რომლებიც ყველაფერს აღწევენ და ბიჭები, რომლებზეც ყველა გიჟდება. ხშირად ჩავარდე უხერხულობაში და ახირებული, არაპროგნოზირებადი ტიპი იყო – ეს გაცილებით საინტერესოა.

7. გვასწავლის, რომ არ უნდა დავნებდეთ

შეხედეთ ნიკს. მან უამრავი პროფესია გამოიცვალა და უამრავჯერ ხელი მოეცარა. მაგრამ ის ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებდა და საბოლოოდ მაინც მიაღწია იმას, რაც უნდოდა. ნიკი ნამდვილი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა დავნებდეთ ცხოვრების სირთულეებს და ბრძოლა განვაგრძოთ სიყვარულისთვის, დასახული მიზნებისთვის, რადგან ამას ყველა იმსახურებს.

8. ბევრ სხვა მაგალითსაც გვაძლევს

ამ შოუს პერსონაჟების ცხოვრება ჩვენთვის ბევრი მაგალითის მომცემია. ისინი გვიჩვენებენ, რომ უსარგებლო ურთიერთობებში დროის გაფლანგვა არასწორია და ზოგჯერ განსაკუთრებული სითამამის გამოჩენა არ უნდა მოგვერიდოს. მათ უხერხულ სიტუაციებსა და შეცდომებზე კი ცხადად ვხედავთ, რას არ ვაკეთებთ თავად ჩვენ სწორად. გმირების შეცდომები საკუთარ შეცდომებს გვახსენებს და საბოლოოდ გვარწმუნებს, რომ ისინი აღარ დავუშვათ.

9. მეგობრობა

ახალ გოგოს ტყუილად არ ადარებენ მეგობრებს. ამ შოუს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი წრფელი და უცვლელი მეგობრობაა. მნიშვნელობა არ აქვს, ცხოვრებაში რა სირთულე ან პირიქით, სასიხარულო მომენტები უდგათ – სერიალის გმირები ერთმანეთის გვერდით დგანან და საუკეთესო მეგობრობის მაგალითს გვაძლევენ.

10. მეგობრები თანამედროვეობაში

ბევრი ფიქრობს, რომ ახალი გოგო – ეს მეგობრებია, ოღონდ ჩვენს საუკუნეში! კი, რასაკვირველია, არის სერიალები, რომლებზეც იმავეს ვიტყვით, მაგრამ სიუჟეტის, განსაკუთრებით კი პერსონაჟების გამო, რომელთა ცხოვრებაც ასე მოგვაგონებს ჩვენსას, ახალი გოგო დროთა განმავლობაში ისეთივე ფავორიტი სიტკომი ხდება, როგორიც მეგობრებია.

#რეკომენდაცია10 მიზეზიახალი გოგოდამაჯერებლობაზოი დეშანელიიუმორიმეგობრობამხიარულებაპერსონაჟებისიყვარულიჩვენ გირჩევთ სერიალსცხოვრებისეული მომენტები
Previous Post

ფანმა სუპერმენის კოსტუმი კიტ ჰარინგტონს მოარგო

Next Post

ჰარლი ქუინი შესაძლოა "თვითმკვლელთა რაზმის" გაგრძელებაში გამოჩნდეს

Next Post
ჰარლი ქუინი შესაძლოა “თვითმკვლელთა რაზმის” გაგრძელებაში გამოჩნდეს

ჰარლი ქუინი შესაძლოა "თვითმკვლელთა რაზმის" გაგრძელებაში გამოჩნდეს

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5770

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020