დროში მოგზაურობა ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელიც ადამიანებს ძალიან იზიდავთ. თუ დროში მოგზაურობის შესაძლებლობას დავუშვებთ, მაშინ იმ აწმყო დროში დაბრუნება, საიდანაც სხვა დროში გადავინაცვლეთ, შეუძლებელი იქნება, – ჩვენ პარალელურ აწმყოში აღმოვჩნდებით… რეალობის მიუხედავად, არსებობს ძალიან კარგი ფილმები და სერიალები, სადაც ყველაფერი ხდება და ადამიანები წარსულსა თუ მომავალში გადანაცვლებას ახერხებენ. ესაა 10 ბრწყინვალე სერიალი დროში მოგზაურობაზე:
მანიფესტი
მანიფესტი NBC-ის სერიალია, რომელიც 2018 წელს დაიწყო და ჯერჯერობით ერთი სეზონია გამოსული. ტურბულენტური ფრენის შემდეგ, თვითმფრინავი მშვიდობიანად ეშვება მიწაზე, თუმცა, მგზავრები მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ ხუთი წელია გასული და მისტიკური, ამოუხსნელი მოვლენებიც იწყება.
11.22.63
სერიალი, რომელშიც მთავარ როლს ჯეიმს ფრანკო ასრულებს, გვიყვება ინგლისური ენის მასწავლებელზე, რომელიც დროში მოგზაურობს და წარსულში, 1963 წლის 22 ნოემბერში ინაცვლებს, რათა თავიდან აიცილოს ჯონ კენედის მკვლელობა. საინტერესო სიუჟეტის გარდა, სერიალი ბრწყინვალე რეჟისორული ნამუშევარიცაა და აუცილებლად ჩაგითრევთ.
სიცოცხლე მარსზე
BBC-ის ორსეზონიანი სატელევიზიო შოუს ცენტრში დეტექტივია, რომელიც სერიული მკვლელის პოვნას ცდილობს. მოულოდნელად ის 2006 წლიდან 1978 წელში აღმოჩნდება და ყველაფერს აკეთებს, რათა უკან დაბრუნდეს. მისი შეყვარებული კი მარტო იწყებს საქმის გამოძიებას.
უცხოელი
სერიალი ეფუძნება შოტლანდიურ ლეგენდას, რომლის მიხედვითაც შოტლანდიის მისტიკურ ქვებთან მიახლოებისას ადამიანი სხვა დროში გადაინაცვლებს. სწორედ ეს ემართება სერიალის მთავარ გმირსაც. ესაა წარსულში მოგზაურობის, ომის, ძალადობისა და ამაღელვებელი სიყვარულის ისტორია.
რადიოტალღა
2016 წელი. დეტექტივი ქალი რადიოტალღის მეშვეობით 20 წლით ადრე დაღუპულ მამასთან დაკავშირებას ახერხებს. ასევე დეტექტივი მამის დახმარებით, ის გაუხსნელი საქმეების გამოძიებას იწყებს, რაც მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
მომავლის ადამიანი
ახალგაზრდა მამაკაცი სამეცნიერო ცენტრში მუშაობს და ვიდეო-თამაშებით ერთობა. ერთ-ერთ თამაშში ის ყველა დონის გავლას ახერხებს და ხდება პირველი, ვინც ასეთ შედეგს მიაღწია. თუმცა, როგორც აღმოჩნდება, ეს თამაში სპეციალურად შეიქმნა ისეთი ადამიანის საპოვნელად, რომელმაც ცივილიზაცია უნდა გადაარჩინოს…
გადაკვეთა
ქალაქში მოულოდნელად ომს გამოქცეული ლტოლვილები გამოჩნდებიან და თავშესაფარს ითხოვენ. ადგილობრივი შერიფი და ფედერალური ბიუროს აგენტი საქმის გარკვევას ცდილობენ, რადგან ის, რაც ხდება, სრულიად წარმოუდგენელია – ლტოლვილები გამოექცნენ ომს, რომელიც ამერიკაში 250 წლის შემდეგ მოხდება…
დოქტორი ვინ
მაღაზიის კონსულტანტის ცხოვრებაში არაფერი უჩვეულო არ ხდებოდა, სანამ ერთ დღესაც მანეკენები არ გაცოცხლდნენ და მის მოკვლას არ ეცადნენ. კონსულტანტის გადარჩენაზე ზრუნვას კი იდუმალი ექიმი შეუდგა. დოქტორი ვინ BBC-ის გახმაურებული სერიალია, რომელიც დროში მოგზაურობის თემაზე ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.
12 მაიმუნი
90-იანების დასასრულს კაცობრიობას უცნობი ვირუსი ანადგურებს. მთავარი გმირი, კოლინი კი დამნაშავეა პოსტ-აპოკალიფსური მომავლიდან. ისინი, ვინც ვირუსს გადაურჩნენ, მიწისქვეშ ცხოვრობენ და დროის მანქანის მეშვეობით კოლინს აგზავნიან წარსულში, რათა ვირუსი იპოვნონ და ისტორია შეცვალონ.
ბნელი
Netflix-ის გერმანულენოვანი სერიალი ბნელი მისტიკის, თრილერის, ფანტასტიკისა და დრამის ნაზავია და გამოსვლისთანავე უზარმაზარი გამოხმაურება გამოიწვია. ისტორია დროში მოგზაურობაზე, რომელიც ორი მოზარდის უჩვეულო გაუჩინარებით იწყება, აუხსნელი მოვლენებითაა სავსე და დაწყებისთანავე გითრევთ. სერიალის მეორე სეზონი სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა.