სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ სერიალს “ჩემი ცოლის დაქალები”

Cinemania ავტორი Cinemania
21 მაისი, 2018
რუბრიკა რეკომენდაცია
0
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ სერიალს “ჩემი ცოლის დაქალები”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩემი ცოლის დაქალები “ფორმულა კრეატივის” მიერ შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალია, რომელიც 2011 წლიდან არსებობს, რაც უპრეცედენტოდ დიდი დროა ქართული სერიალისთვის. ჩემი ცოლის დაქალები (ჩცდ), რომელიც მსუბუქი ჟანრის ოჯახურ სერიალად დაიწყო, დროთა განმავლობაში გაცილებით მრავალფეროვანი გახდა, გაფართოვდა თემატიკა და შეიძინა ერთგული მაყურებელი, რომელიც სერიალის დაწყების დღიდანვე აქტიურად განიხილავდა ფილმში გაშლილ საკითხებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სერიალი ქართულ რეალობას და აქტუალურ თემებს ყოველთვის ზუსტად ეხმაურებოდა.

ძნელია მოიძებნოს ადამიანი, რომელსაც ეს პოპულარული სერიალი არ უნახავს, თუმცა თუ თქვენ ამ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნებით, ვეცდებით გადაგარწმუნოთ. მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 მიზეზს, რის გამოც უნდა უყუროთ ჩემი ცოლის დაქალებს.

1. წმინდად ქართული პროდუქტი

7 წელი და 13 სეზონი ჩვენს რეალობაში ნამდვილად შთამბეჭდავი რიცხვებია. სწორედ ამდენი ხანია ჩცდ ეთერშია და მას არასდროს დაუკარგავს პოპულარობა. მთავარი მიზეზი, რის გამოც სერიალი რეიტინგს ინარჩუნებს, ისაა, რომ იგი წმინდად ქართული პროდუქტია. ბრწყინვალედ ერგება არსებულ რეალობას, გასაოცარი სიზუსტით ასახავს ჩვენს ქვეყანაში, სხვადასხვა სოციალურ ფენაში, საზოგადოებრივ თუ ოჯახურ ცხოვრებაში არსებულ დამოკიდებულებებს და გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს ყველაფერი მართლაც ჩვენი სინამდვილეა.

2. თაობები და მათი ურთიერთობა

სერიალში შესანიშნავადაა გაშუქებული სხვადასხვა თაობის პრობლემები და მათი ურთიერთობა. მშობლები და შვილები – ეს შეიძლება ითქვას, სერიალის ერთ-ერთი ცენტრალური თემაა. ყველა სეზონში ფილმი სხვადასხვა მაგალითზე გვიჩვენებს, რომ სწორედ თაობებს შორის ურთიერთგაგება ქმნის ძლიერ, თავდაჯერებულ ადამიანს ნებისმიერ ასაკში.

3. საზოგადოების სარკასტული ასახვა

ხშირად მაყურებელი ჩცდ-ს საყვედურობს, რომ არ არსებობს თემა და პერსონაჟი, რომელსაც კბილს არ გაკრავენ ან რაიმე ცუდს არ “ჩაადენინებენ”. სიუჟეტში შეფარვით თუ აშკარად, სარკასტულადაა დახატული საზოგადოების მაღალი თუ დაბალი ფენის, მდიდრების თუ ღარიბების სოციალური თუ პიროვნული სახე. ამით ფილმი ცდილობს გვიჩვენოს, რეალურად რა პრობლემები და უფსკრულია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის, რაც, ვერ ვიტყვით, რომ არ გამოსდის.

4. იუმორი

გარდა სარკაზმისა, სერიალის ერთ-ერთი მთავარი კოზირი იუმორია, თანაც, უხვი დოზით. სახასიათო პერსონაჟები, ერთი შეხედვით უჩვეულო, თუმცა მაინც დამაჯერებელი სიტუაციები ძალიან სასაცილოდ არის ნაჩვენები, რაც პირველივე სერიიდან იზიდავს ადამიანს და ჩცდ-ს ერთგულ მაყურებლად აქცევს. სერიალი არის ყველაზე პოპულარული ქართული პროდუქტი, რომელიც თანამედროვე ონლაინ იუმორის განუყოფელი ნაწილია და ყველაზე ხშირად “ქუბავენ” და აკეთებენ სახალისო გიფებს.

5. დრამა

იუმორის პარალელურად სერიალი მოულოდნელად საოცარ დრამას გვთავაზობს.ზოგიერთი სერია სრულიად ამოვარდნილია სერიალის საერთო განწყობიდან და მაყურებელს ძალიან ასევდიანებს. საყვარელი პერსონაჟის ავადმყოფობა, სიკვდილი ან სხვა ტრაგიკული შემთხვევა ისეთი მომენტებია, რომელსაც ჩცდ-ს ჩვეული იუმორი არ ახლავს თან. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ დრამატული სერიები დანარჩენებს არაფრით ჩამოუვარდება.

6. პოლიტიკა გემოვნებით

ბევრი იკითხავს, თუ რა ესაქმება იუმორისტულ სერიალში პოლიტიკას, მაგრამ ჩცდ გადაგარწმუნებთ. ქართულ რეალობაში არსად ისეთი ფაქიზი სიზუსტით და ხალისით არავის გაუშუქებია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, როგორც ამ სერიალს. რასაკვირველია, სიუჟეტი ძირითადად უტოპიურია და პრეზიდენტი რეალობაში არ რეპავს, მაგრამ მაყურებელი შესანიშნავად ხვდება ქვეტექსტს.

7. ცდება თბილისის რეალობას

ჩემი ცოლის დაქალების მთავარი პერსონაჟები თბილისში ცხოვრობენ და საწყისი სეზონები მხოლოდ მათ გარშემო მომხდარ ამბებზე მოგვითხრობს, თუმცა დროთა განმავლობაში მას კოლორიტული პერსონაჟები შემოუერთდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. გრიშა კაკაჩია, დათო გოცირიძის ნათესავები სოფელ ღორეშადან, უნიკალური პერსონაჟები სამეგრელოდან და სხვა კუთხეებიდან, აცოცხლებენ და თავისებურ ხიბლს სძენენ სერიალს და რაც მთავარია, არცერთი მათგანი არ ტოვებს გაზვიადებულის ან უტრირებულის შთაბეჭდილებას.

8. კასტინგი

სერიალის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, არის პროფესიონალური კასტინგი. კოლორიტული პერსონაჟების შემსრულებელი მსახიობები იდეალურადაა შერჩეული, რაც დამატებით დამაჯერებლობას სძენს ფილმს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სერიალში ხშირად ჩნდებიან ქართული კინოს მოქმედი ან დავიწყებული ვარსკვლავები, რომელთა ხელახლა ხილვა ნამდვილად სასიამოვნოა.

9. მრავალფეროვანი სიუჟეტი და თემები

გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც სერიალმა ცამეტი სეზონის განმავლობაში აქტუალურობა არ დაკარგა, თემების მრავალფეროვნება და მუდმივი ცვალებადობაა. თუ თავიდან სერიალი გოცირიძეების ოჯახსა და მეგობრებს, მათ პირად პრობლემებს არ სცდებოდა, დღეს მთავარი თემა პრეზიდენტად ახლად არჩეული მომღერალი და ვაკის ელიტარული საზოგადოებაა, რომლებიც ამ უბნის თბილისიდან გამოყოფას მოითხოვენ. სიუჟეტის ასეთი მრავალფეროვნება იუმორისტული სერიალის ჟანრისთვის უჩვეულოც კია, მაგრამ სწორედ ეს “წესების დაუმორჩილებლობაა” ის, რის გამოც ჩემი ცოლის დაქალები დღეს უკვე ქართული ფენომენი და მაყურებლის ფავორიტი სერიალია.

10. მუსიკა

კარგი სერიალი კარგი მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია. ჩემი ცოლის დაქალები ამ მხრივაც შესანიშნავია. მისი საუნდტრეკები მხიარული, დაუვიწყარი და თემატურია. თემების საუნდტრეკების კომპოზიტორები არიან დათო ფორჩხიძე და ზურა ჯავახია, ხშირად გამოიყენება ნიკ მღვიმელის კომპოზიციებიც. ეპიზოდებში თემატურად გვხვდება სხვადასხვა ქართული სიმღერები თუ კომპოზიციები, რაც ფილმში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.

10 მიზეზიგიფებიდრამათაობებიიუმორიკასტინგიმეგობრობამსახიობებიპოლიტიკაპოპულარულიპროვინციარეკომენდაციასარკაზმისერიალიფორმულა კრეატივიქართული პროდუქტიქართული რეალობაქართული სერიალიქუბიჩემი ცოლის დაქალები
Previous Post

მსახიობები, რომელთაც ეკრანული პარტნიორების კოცნა არ სურდათ

Next Post

"გრეის ანატომიის" მე-15 სეზონში კიმ რეივერი დაბრუნდება

Next Post
“გრეის ანატომიის” მე-15 სეზონში კიმ რეივერი დაბრუნდება

"გრეის ანატომიის" მე-15 სეზონში კიმ რეივერი დაბრუნდება

ახალი ამბები

The Boys-ის კასტის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან

The Boys-ის კასტის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
30 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ბოლოს დამატებული

The Boys-ის კასტის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან

The Boys-ის კასტის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
30 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020