გარემოსდაცვით დოკუმენტურ ფილმებს აღმავლობის ხანა უდგათ. დევიდ ეტენბოროუს ჩვენი პლანეტიდან დაწყებული ლეონარდო დიკაპრიოს ყინული ცეხლის ალშით დამთავრებული, ჩვენი ტელეეკრანები გარემოსდაცვითი სერიალებითა თუ ფილმებითაა მოცული, რომლებიც ადამიანებს დედამიწის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ. ყველა ის მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება – დაგანახონ რეალური საფრთხეები და თავიდან აგვაცილონ კლიმატური კრიზისის კიდე უფრო მეტი გამწვავება.
ადამიანებს, რომელთაც ჩვენი დედამიწის მომავალი გაღელვებთ აუცილებლად უნდა უყუროთ მსგავს დოკუმენტურებს, თუმცა ძალიან ბევრ კარგ დოკუმენტურ ფილმს შორის ერთი დღემდე უპირობო ლიდერად ითვლება. ეს ამერიკელი რეჟისორის, გოდფრი რეჯიოს 1982 წლის ექსპერიმენტალური ფილმი კოიანიქათსია.
კოიანისქათსი ვიზუალური მედიტაციაა იმაზე, თუ როგორ იპყრობს და ანადგურებს თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი ბუნებას და მის ტერიტორიებს, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. თაიმ-ლეპსის, ნელი, მედიტაციური კადრებით რეჟისორი 80-იანი წლების ამერიკაში გვამოგზაურებს, ფილიპ გლასის გენიალურ მუსიკასთან ერთად. კლიმატური ცვლილება ფილმში პირდაპირი მნიშვნელობით ნახსენებიც კი არაა. კოიანისქათსი ისეთ ზოგად თემას ეხება, როგორიცაა კაცობრიობისა და ბუნების ურთიერთობა, რაც თავისთავად ყველა არსებულ პრობლემას მოიცავს, იქნება ეს თანამედროვე ცივილიზაცია, გლობალური დათბობა, მწვავე პოლიტიკური კერები მთელს მსოფლიოში, თუ სხვა რამ.
მოკლედ, ვასახელებთ სამ მიზეზს იმისთვის, რომ მომავალი ფილმის ნახვის არჩევისას სწორედ კოიანისქათსი, ეს უსიუჟეტო დოკუმენტური ფილმი აირჩიოთ.
1. ესთეტიკურად ბრწყინვალე
დღევანდელ დღესაც კი კოიანისქათსის ვიზუალური მხარე ბრწყინვალედ გამოიყურება. ოპერატორ რონ ფრიკის კამერა საოცრად ასახავს და გადმოსცემს ბუნების სილამაზეს თუ ადამიანების დესტრუქციულ ბუნებას.
სულ მცირე წარმოდგენა რომ შეგექმნათ ვიზუალურ მხარეზე, მხოლოდ თვითმფრინავის ტრასაზე დაჯდომის ზემოთ ჩასმული ტრანსცენდენტული სცენის ყურებაც საკმარისია.
2. არ გკარნახობს რაიმე პოზიციის სისწორეს
გარემოს დაცვაზე ორიენტირებული დოკუმენტური ფილმები უმეტესწილად მარტივად და ადვილად განახებს სწორ პოზიციას და ეს ცუდი არაა, უბრალოდ თუკი ღიზიანდებით, ვინმე რაიმესკენ როცა მიგითითებთ, ამგვარი რამ კოიანისქათსში გამორიცხულია. ის ყოველგვარი პოზიციონირების გარეშე და რაიმე მკვეთრი სლოგანის გარეშე გიპყრობს, არჩევანის გაკეთების საშუალებას გაძლევს და სრულ თავისუფლებას განიჭებს.
“Koyaanisqatsi” ჰოპის ინდიელების ენაზე ნიშნავს: 1. შეშლილი ცხოვრება 2. არეული ცხოვრება 3. ცხოვრება ბალანსის გარეშე 4. სიცოცხლის ნგრევა 5. ცხოვრების ისეთი მდგომარეობა, როდესაც ახალი გარემოებები გაიძულებს ცხოვრების წესის შეცვლას. სათაური მხოლოდ მინიშნებაა ფილმის ინტერპრეტაციისთვის. ცნობილია, რომ რეჯიოს საერთოდ არ სურდა სათაურის დარქმევა, თუმცა პროდიუსერებმა დაარწმუნეს ის, რაიმე მოეფიქრებინა.
3. ანახებს, თუ რამდენი კარგი რამის მიღწევა შეუძლიათ ადამიანებს
რეჯიომ კოიანისქათსზე ასეთი რამ თქვა: “ზოგი ადამიანისთვის, ფილმი მხოლოდ გარემოსდამცველობითი ხასიათიაა, ზოგისთვის ის ოდაა ტექნოლოგიებს. პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის ეკითხები…“
ფილმი სრულიად ღიაა ინტერპრეტაციისთვის და ამას ფილმის მრავალფეროვანი მიმოხილვებიც მოწმობს. კოიანისქათსი იმასაც ანახებს, თუ რამდენი რამის მიღწევა შეუძლია ადამიანს.