სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ყველა დროის 10 საუკეთესო ვესტერნი

Cinemania ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2019
რუბრიკა კოლექციები
0
ყველა დროის 10 საუკეთესო ვესტერნი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ვესტერნი – ამერიკის ერთ-ერთი უნიკალური წვლილია კულტურაში. გარდა იმისა, რომ ვესტერნი ქვეყნის ისტორიას ასახავს, მან დიდი როლი ითამაშა სხვა ხალხების მიერ ამერიკის აღქმაში. ამის მიუხედავად, ამ ჟანრის რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარი ევროპულია (ძირითადად, იტალიური) და განეკუთვნება ე.წ. სპაგეტი ვესტერნის კატეგორიას, რასაც 1960-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. გთავაზობთ ყველა დროის 10 საუკეთესო ვესტერნს:

მატარებლის დიდი ძარცვა (1903)

მატარებლის დიდი ძარცვა

შესაძლოა, ეს ფილმი ბევრად ჩამორჩება დანარჩენებს, თუმცა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამ ათეულში, რადგან მატარებლის დიდი ძარცვა პირველი ვესტერნია – ისტორია მატარებლის ძარცვაზე და მძარცველთა დევნაზე. ფილმი 1903 წელსაა გადაღებული და მისი რეჟისორი ედვინ ს. პორტერი გახლავთ.

შესანიშნავი შვიდეული (1960)

შესანიშნავი შვიდეული

მუდმივი ზეწოლის ქვეშ მყოფი, მექსიკური სოფლის მოსახლეობა დასახმარებლად თავგადასავლების მაძიებელ ცნობილ დამნაშავეებს – შესანიშნავ შვიდეულს მიმართავს… ფილმი აკირა კუროსავას 1954 წელს გადაღებული – შვიდი სამურაის რიმეიქს წარმოადგენს.

ადამიანი, რომელმაც ლიბერტი ვალანსი მოკლა (1962)

ლიბერტი ვალანსი

ჯონ ფორდის სურათი ერთდროულად სევდიანი და ცინიკურია. ესაა ფილმი რეპუტაციასა და მითებზე; პოლიტიკოსზე, რომელიც მკვლელობით გახდა ცნობილი. ის ძველი მეგობრის დაკრძალვაზე ბრუნდება და მკვლელობის შესახებ სიმართლეს ჰყვება. ფილმში სამი ლეგენდარული მსახიობი თამაშობს: ჯეიმზ სტიუარტი, ჯონ ვეინი და ლი მარვინი.

მძებნელები (1956)

მძებნელები

კვლავ ჯონ ფორდი და მისი საკულტო ფილმი – მძებნელები, რომელიც ბევრის აზრით, ყველა დროის საუკეთესო ვესტერნია. ამერიკის სამოქალაქო ომის ვეტერანი ეძებს თავის დისშვილს, რომელიც კომანჩებმა მოიტაცეს. როდესაც იპოვის, კაცი აღმოაჩენს, რომ გოგონამ სრული ასიმილაცია განიცადა კომანჩების ტომთან… საინტერესოა, რომ სწორედ ჯონ ვეინის გმირი გახდა მარტინ სკორსეზეს ინსპირაცია ტრევის ბიკლის პერსონაჟის შესაქმნელად ფილმიდან ტაქსის მძღოლი.

მაკქეიბი და ქალბატონი მილერი (1971)

მაკქეიბი

რობერტ ალტმანის ფილმი მოგვითხრობს მოთამაშესა და მეძავზე, რომლებიც ბიზნეს პარტნიორები ხდებიან. მათი საწარმო ყვავის მანამ, სანამ დიდი კორპორაცია გამოჩნდება, რაც ყველაფერს ცვლის…

დიდი სიჩუმე (1969)

დიდი სიჩუმე

1898 წლის ზამთარი. მდუმარე მსროლელი მკვლელების ბანდისგან იცავს ქალაქს და დაძაბული, საშინელი ბრძოლა იწყება… დიდი სიჩუმე სპაგეტი ვესტერნის ცნობილ იტალიელ წარმომადგენელს, სერჯო კორბუჩის ეკუთვნის. ენიო მორიკონე ამ ფილმისთვის შექმნილ მუსიკას ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევს საკუთარ შემოქმედებაში.

თხუნელა (1970)

თხუნელა

მექსიკური ფილმი, რომელმაც მის რეჟისორს – ალეხანდრო ხოდოროვსკის მსოფლიო აღიარება მოუტანა. მსროლელი, ზედმეტსახელად თხუნელა, პატარა შვილთან ერთად მოგზაურობს უდაბნოში. ფილმი დაუჯერებელი, სიურრეალისტური კადრებითაა სავსე.

უპატიებელი (1992)

უპატიებელი

როგორც ცნობილია, კლინტ ისტვუდი 10 წლის განმავლობაში მუშაობდა ფილმის სცენარისტთან, რათა ზუსტად ის მიეღო, რაც სურდა. ჩვენ კი მივიღეთ ვესტერნის ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი. ყოფილი თავებზე მონადირე – უილიამ მანი მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს და ორ შვილს ზრდის. ერთ დღესაც მასთან ახალგაზრდა კოვბოი მოდის და სთხოვს, აპოვნინოს კაცები, რომლებიც მეძავ ქალს სასტიკად მოექცნენ. უილიამი ბოლო საქმეს უხალისოდ თანხმდება…

ერთხელ დასავლეთში (1968)

ერთხელ დასავლეთში

იტალიელი რეჟისორისა და სცენარისტის, სერჯო ლეონეს – ერთხელ დასავლეთში მოგვითხრობს ისტორიას მისტიკურ უცნობზე ჰარმონიკით, რომელიც ქვრივ ქალს ეხმარება. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სურათი სპაგეტი ვესტერნის ჟანრში.

კარგი, ცუდი, ბოროტი (1966)

კარგი, ცუდი, ბოროტი

საუკეთესო კი არის ასევე სერჯო ლეონეს – კარგი, ცუდი, ბოროტი. ტრილოგიის მესამე ფილმი (აქვე უნდა აღვნიშნოთ პირველი ორი ფილმიც – ერთი მუჭა დოლარისთვის და რამოდენიმე დოლარით მეტი), რომელშიც მთავარ როლს კლინტ ისტვუდი ასრულებს. სამოქალაქო ომი. ველურ დასავლეთში იდუმალი მსროლელი დაიარება – კაცი სახელის გარეშე, რომელსაც არც სახლი აქვს და არც არავინ ჰყავს. მისი გზა ორ კაცთან იკვეთება და დიდი ისტორიაც იწყება…

 

წყარო: www.tasteofcinema.com

ადამიანი რომელმაც ლიბერტი ვალანსი მოკლააკირა კუროსავაალეხანდრო ხოდოროვსკიდიდი სიჩუმეედვინ ს. პორტერიენიო მორიკონეერთი მუჭა დოლარისთვისერთხელ დასავლეთშითხუნელაკარგი ცუდი ბოროტილი მარვინიმაკქეიბი და ქალბატონი მილერიმარი ბექაურიმარტინ სკორსეზემატარებლის დიდი ძარცვამძებნელებირამოდენიმე დოლარით მეტირობერტ ალტმანისერჯო კორბუჩისერჯო ლეონეტაქსის მძღოლიტრევის ბიკლიუილიამ მანიუპატიებელიშესანიშნავი შვიდეულიშვიდი სამურაიჯეიმზ სტიუარტიჯონ ვეინიჯონ ფორდი
Previous Post

ნახეთ: ბრიტანულმა ჯარმა GOT-ის მიხედვით პერფორმანსი დადგა

Next Post

ტიმოთი შალამე და ჯოშ ბროლინი "დიუნის" გადასაღები მოედნიდან ვიდეოებს ავრცელებენ

Next Post
ტიმოთი შალამე და ჯოშ ბროლინი “დიუნის” გადასაღები მოედნიდან ვიდეოებს ავრცელებენ

ტიმოთი შალამე და ჯოშ ბროლინი "დიუნის" გადასაღები მოედნიდან ვიდეოებს ავრცელებენ

ახალი ამბები

ცნობილი პერსონაჟების სიმეტრიულად გაყოფილი პორტრეტები

ცნობილი პერსონაჟების სიმეტრიულად გაყოფილი პორტრეტები

ავტორი Cinemania
23 იანვარი, 2021
0

ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში და ახლა

ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში და ახლა

ავტორი Cinemania
22 იანვარი, 2021
1

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

ავტორი Cinemania
21 იანვარი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
573

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
2069

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5568

ბოლოს დამატებული

ცნობილი პერსონაჟების სიმეტრიულად გაყოფილი პორტრეტები

ცნობილი პერსონაჟების სიმეტრიულად გაყოფილი პორტრეტები

ავტორი Cinemania
23 იანვარი, 2021
0

ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში და ახლა

ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში და ახლა

ავტორი Cinemania
22 იანვარი, 2021
1

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

ავტორი Cinemania
21 იანვარი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020