ქვემოთ ჩამოთვლილი ფილმები სკოლის პერიოდისა და მოზარდობის როგორც დადებით, ისე უარყოფით ასპექტებს ასახავს. მათგან ზოგიერთი კომედიაა, ზოგი კი – დრამა. ესაა 10 ბრწყინვალე ფილმი სკოლის პერიოდზე:
მარტოსულობის უპირატესობანი (2012)
ფილმი გვიჩვენებს იმ სოციალურ და ფსიქოლოგიურ კომპონენტებს, რომელიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას მოსდევს. მთავარ გმირს უხდება, თავი გაართვას წარსულის მოჩვენებებს და შინაგან კონფლიქტს, რათა ახალ მეგობრებს, ახალ ვნებებს გაუხსნას კარი.
ამერიკული ნამცხვარი (1999)
მარტივი და სასაცილო თხრობით, ფილმი გვიყვება იმ მოზარდების ისტორიებს, რომლებიც სკოლის პერიოდიდან ასე საოცნებო – უნივერსიტეტის ცხოვრების ეტაპზე გადადიან. ეს 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმია მოზარდებზე.
16 სანთელი (1984)
ჩვენ ვუყურებთ თინეიჯერი გოგონას ყოველდღიურ ცხოვრებას – იმ საშინელებებს, რომელსაც მოზარდობა გულისხმობს; იმ ილუზიებს, რომლებიც ადამიანის ცხოვრების ამ კონკრეტულ პერიოდს ახასიათებს.
რაშმორი (1998)
უეს ანდერსონის ფილმი ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორი რთული, ქაოსური და კონფლიქტებით აღსავსეა მოზარდობის პერიოდი. ამასთანავე კი, შესაძლოა, ეს პრობლემები მნიშვნელოვანი ცოდნის წყაროდ იქცეს.
ძალიან ცუდი (2007)
ორი მეგობარი, რომელიც სკოლას ამთავრებს, მოუთმენლად ელის კოლეჯში შესვლას. ისინი გადაწყვეტენ, გამოსაშვები წვეულება თავიანთი ცხოვრების დაუვიწყარ მომენტად აქციონ. თუმცა, მოვლენები მათი სურვილისამებრ სულაც არ ვითარდება…
სადისტი (2001)
მთავარ გმირებს უჩვეულო მეგობრობა აკავშირებთ – ერთ-ერთი გამუდმებით დასცინის და აწვალებს მეორეს. ეს სურათი გვიჩვენებს დესტრუქციულ გზებს, რომლებსაც ზოგიერთი ახალგაზრდა ირჩევს თვითდამკვიდრებისთვის.
არჩევნები (1999)
მასწავლებელს ძალიან აღიზიანებს მოსწავლე გოგონა, რომელიც შეპყრობილია სურვილით, გახდეს სკოლის პრეზიდენტი. ესაა ბრწყინვალე ფილმი, რომელიც ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება.
კლუბი – საუზმე (1985)
ხუთ დასჯილ მოსწავლეს სკოლაში შაბათ დღეს მისვლას და თხზულების დაწერას აიძულებენ. ამ ხუთი მოზარდის ისტორია შესანიშნავად აღწერს სოციალურ განსხვავებებს, რაც კონკრეტულ ინდივიდუალურ ტიპაჟებს ქმნის.
რიჯმონტის სკოლა (1982)
ფილმი მოგვითხრობს კალიფორნიის სკოლის მოზარდთა ჯგუფზე, მათი ჩამოყალიბების პროცესზე, ძიებებზე, სექსუალურობაზე, თავისუფლებასა და წარმატებებზე. მსუბუქი და უდარდელი ატმოსფერო მაყურებელს სასიამოვნო განცდას უტოვებს.
მე, ერლი და მომაკვდავი გოგო (2015)
კრეატიული და ასოციალური გრეგი, მისი ერთადერთი მეგობარი ერლი და ლეიკემიით დაავადებული გოგონა, რომელთან ურთიერთობასაც გრეგს დედა აიძულებს. ფილმი მოზარდობის ყველა – დადებით თუ უარყოფით კომპონენტს აცოცხლებს.