სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

უწყვეტი კადრით გადაღებული 9 დაუვიწყარი სცენა

Cinemania ავტორი Cinemania
31 მარტი, 2019
რუბრიკა კოლექციები
0
ოლდბოი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ვირტუოზულად გაკეთებული უწყვეტი კადრი კარგი კინოს ერთ-ერთი გასაღებია. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი კამერითაა გადაღებული, უწყვეტ კადრს უფრო მეტად შეჰყავს ფილმში მაყურებელი და გვიჩენს განცდას, თითქოს ჩვენც ეკრანზე ასახულ რეალობაში ვიყოთ. გთავაზობთ 9 დაუვიწყარ სცენას, რომელიც უწყვეტი კადრითაა გადაღებული.

კაცობრიობის პირმშო (2006)

კაცობრიობის შვილი

ალფონსო კუარონი ხშირად მუშაობს ემანუელ ლუბეცკისთან, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ოპერატორია. ლუბეცკის ნამუშევრებიდან ბევრი სცენის გამოყოფა შეიძლება, გრავიტაციიდან დაწყებული, ბერდმენით დამთავრებული, თუმცა განსაკუთრებით შთამბეჭდავი მაინც მანქანის სცენაა კაცობრიობის პირმშოდან, რომელიც უწყვეტი კადრითაა გადაღებული. ჯულიანა მურის მოულოდნელი სიკვდილი, ბრძოლა თვითგადარჩენისთვის… კუარონი ნათლად გვიჩვენებს, რომ ჩვენ არასდროს ვიცით, რა გველის და შეიძლება ჩვენი ცხოვრება ზუსტად ერთ წამში რადიკალურად შეიცვალოს.

უიქენდი (1967)

უიქენდი

ჟან-ლუკ გოდარი უწყვეტი კადრისას ხშირად ამოძრავებდა კამერას მარცხნიდან მარჯვნივ და მერე კვლავ უკან, ზოგჯერ დრამატული ეფექტისთვის, ზოგჯერ უბრალოდ, თუმცა უიქენდში, ავარიის სცენით მან თანამედროვე საფრანგეთის მთელი რეალობა გადმოსცა და ეს ერთი უწყვეტი კადრით მოახერხა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის უნიკალურობას.

ოლდბოი (2003)

ოლდბოი

ჩან-ვუკ პაკის ფილმში დერეფნის ბრძოლის სცენა, სადაც მთავარ გმირს მტრის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი ჩაქუჩი აქვს და მარტო იბრძვის, გენიალურ სცენად ითვლება. ჩვენ ამ სცენას კამერის ერთი პერსპექტივიდან ვადევნებთ თვალს და ძვლების გამყინავი ემოცია გვიპყრობს. სცენის რეალისტურობას კი სწორედ უწყვეტი კადრით გადაღება განაპირობებს.

მოთამაშე (1992)

მოთამაშე

რობერტ ალტმანის მოთამაშის გამხსნელი სცენა უწყვეტი კადრის ზეგავლენისა და ძალის მნიშვნელობის ნათელი მაგალითია. ბრწყინვალე რვა წუთი, რომელიც პროდაქშენ სტუდიაში ვითარდება, ზუსტად ასახავს იმ პერიოდის ჰოლივუდის სინამდვილეს.

რუსული კიდობანი (2002)

რუსული კიდობანი

ალექსანდრ სოკუროვის ექსპერიმენტული ფილმი მთლიანად უწყვეტი კადრია. მოქმედება სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟის მუზეუმში ვითარდება და გარდა იმისა, რომ მუზეუმის საუკეთესო ვირტუალური ტურია, ქალაქის ისტორიის განსაცვიფრებელ კვლევასაც წარმოადგენს.

ბოროტების ბეჭედი (1958)

ბოროტების ბეჭედი

ახლო ხედით გადაღებული ბომბი; შემდეგ ამ ბომბს მანქანაში დებენ და შემდეგ მანქანაში ქალი და კაცი სხდებიან… ბოროტების ბეჭდის გამხსნელი სცენა, რომელიც უწყვეტი კადრითაა გადაღებული, ერთ-ერთი საუკეთესო სცენაა ორსონ უელსის ფილმოგრაფიაში, ინციდენტის მომენტალური ჩვენებით დაწყებული, კამერის მოძრაობით დამთავრებული.

მაგრად მოხარშული (1992)

მაგრად მოხარშული

იარაღებით ბრძოლის სცენებით სავსეა კინემატოგრაფია, თუმცა არცერთი სცენა არ იწვევს ისეთ ექსტაზს, როგორც საავადმყოფოს სროლების სცენა ჯონ ვუს ფილმიდან მაგრად მოხარშული. მართალია, ამაში დიდი წვლილი მსახიობებს და მათ საოცარ მოძრაობებსაც მიუძღვით, მაგრამ მაინც ჯონ ვუს, როგორც რეჟისორის, საუკეთესო მომენტია.

ვიქტორია (2015)

ვიქტორია

ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი კადრი კინოს ისტორიაში, რომელიც 140 წუთს გრძელდება. რასაკვირველია, როდესაც მთელი მოქმედება ერთ სივრცეში ხდება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნარატივს, რათა მაყურებელი ფილმმა ჩაითრიოს და ეს სებასტიან შიპერმა ვიქტორიაში ნამდვილად მოახერხა.

მაგარი ბიჭები (1990)

მაგარი ბიჭები

კოპაკაბანას სცენა მარტინ სკორსეზეს მაგარი ბიჭებიდან, ალბათ, ყველა დროის ყველაზე ცნობილი უწყვეტი კადრით გადაღებული სცენაა, რომელიც პირველი გვახსენდება ხოლმე, როდესაც ვინმე ამბობს: უწყვეტი კადრი. ლეგენდარული კინოოპერატორის, მიხაელ ბალჰაუსის 3-წუთიანი სცენა სრულყოფილად გვიჩვენებს განგსტერულ სამყაროს, მაფიოზების ძალასა და პრივილეგიებს.

 

წყარო: www.tasteofcinema.com

ალექსანდრ სოკუროვიალფონსო კუარონიბერდმენიბოროტების ბეჭედიგრავიტაციაემანუელ ლუბეცკივიქტორიაკაცობრიობის პირმშომაგარი ბიჭებიმაგრად მოხარშულიმარი ბექაურიმარტინ სკორსეზემიხაელ ბალჰაუსიმოთამაშეოლდბოიორსონ უელსიჟან-ლუკ გოდარირობერტ ალტმანირუსული კიდობანისებასტიან შიპერიუიქენდიჩან-ვუკ პაკიჯონ ვუჯულიანა მური
Previous Post

ყველაფერი, რაც "სამეფო კარის თამაშების" მე-4 სეზონიდან უნდა გვახსოვდეს

Next Post

"GOT"-ის ფანებმა მეექვსე ტახტიც იპოვეს

Next Post
“GOT”-ის ფანებმა მეექვსე ტახტიც იპოვეს

"GOT"-ის ფანებმა მეექვსე ტახტიც იპოვეს

ახალი ამბები

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
4795

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3287

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
2940

ბოლოს დამატებული

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020