სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

პოპულარული თამაშების 10 წარუმატებელი ეკრანიზაცია

Cinemania ავტორი Cinemania
3 ოქტომბერი, 2019
რუბრიკა კოლექციები, სიახლეები
0
პოპულარული თამაშების 10 წარუმატებელი ეკრანიზაცია

kinopoisk.ru

32
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ვიდეო და კომპიუტერული თამაშების კარგი ეკრანიზაციები თითებზეა ჩამოსათვლელი, თუმცა კინემატოგრაფისტები მაინც არ ეშვებიან ამა თუ იმ პოპულარული თამაშის ფილმად გადაღებას. ძნელია ივარაუდო, როგორ გაგრძელდება რეჟისორების ჭიდილი ცნობილ თამაშებთან, მანამდე წარმოგიდგენთ 10 ფილმს, რომლებიც პოპულარული თამაშების მიხედვითაა გადაღებული, მაგრამ, როგორც ფილმებმა, წარმატება და აღიარება ვერ მოიპოვეს.

 

1. მარტო სიბნელეში

ფილმში ძალიან ეცადნენ, მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყვნენ თამაშების სერიასთან, რომელიც, თავის მხრივ, თავიდან ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის ნაწარმოებებს ემყარებოდა, შემდეგ კი სიუჟეტში კოვბოური ესთეტიკა შემოვიდა. ამერიკული პრესა ფილმის მიმართ ძალიან მკაცრი აღმოჩნდა.

2. სასიკვდილო ბრძოლა 2: განადგურება

პირველი სასიკვდილო ბრძოლა შეიძლება შედევრი არ ყოფილა, მაგრამ საკულტო ფილმის სახელი მაინც მოიპოვა და დღესდღეობითაც ჰყავს მაყურებელი. მსოფლიო გაქირავებაში მოპოვებულმა წარმატებამ ფილმის სიქუელის იდეა წარმოშვა, თუმცა “მორტალ კომბატის” მეორე სერიაში არც სამსახიობო ანსამბლი გამეორებულა და არც დასამახსოვრებელი სიუჟეტი.

3. საილენტ ჰილი 2: აპოკალიფსი

საილენტ ჰილი 1 კრიტიკას მაინცდამაინც დიდი აღფრთოვანებით არ მიუღია, თუმცა კინოგაქირავებაში 100 მილიონზე მეტის მოგება მოიტანა. მეორე საილენტ ჰილის მოქმედება იმ მომენტიდან გრძელდება, სადაც პირველში მთავრდება. საშინელებათა გარემოს (survival horror) ჟანრში შექმნილმა თამაშმა სულისშემძვრელი და მართლაც საშიში გარემოთი დაამახსოვრა თავი მოყვარულებს, რის გადმოტანაც ალბათ სურდათ ფილმში, თუმცა ფაქტია, იმავე წარმატებით ვერ შეძლეს.

4. ორმაგი დრაკონი

როგორ უნდა გადაიღო ფილმი ისეთი თამაშის მიხედვით, რომელშიც ორი ძმა აუარებელ მტერს ებრძვის? მოიგონე უცნაური სიუჟეტი იდუმალი მედალიონის ორ ნახევარზე. ორმაგი დრაკონის (Double Dragon) 80-იან წლებში გამოსული საბრძოლო თამაშის ეკრანიზაცია 1994 წელს გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის სიუჟეტიც საკმაოდ მოძველებულია, კრიტიკოსთა აზრით რეჟისორ ჯეიმს იუკიჩის ფილმს მაინც ჯობია.

5. ესკადრილიის მეთაური

1990-იანი წლების ბოლოს მეთიუ ლინარდი და ფრედი პრინც ჯუნიორი თამაშ Wing Commander-ის კინოადაპტაციაში გადასაღებად მიიწვიეს. რეჟისორმა კრის რობერტსმა სიუჟეტი საკმაოდ შეცვალა, რამაც თამაშის ფანები განარისხა.

6. ქუჩის მებრძოლი

გაგიკვირდებათ და, ცნობილი ფილმი ჟან-კლოდ ვან დამის მონაწილეობით 80-იანი წლების ვიდეოთამაშის ეკრანიზაციაა. ამ საბრძოლო თამაშის წარმატებამ სტუდია Universal-ს იმავე სახელის ფილმის გადაღებისკენ უბიძგა. მდარე სიუჟეტისა და უაზრო ორთაბრძოლების გამო კრიტიკოსებმა ფილმი დაიწუნეს.

7. ჰიტმენი

stealth action-ის ჟანრის პოპულარული თამაში 2007 წელს ფილმად ქსავიე ჟენსმა გადაიღო. აგენტ 47-ის სახით 007-ის დონის აგენტს ელოდნენ, თუმცა ასე ნამდვილად არ მოხდა.

8. სუპერ ძმები: მარიო

1990-იანების პროექტს სანტექნიკოსი ძმების მონაწილეობით, ჰოლივუდისთვის უნდა დაეტკიცებინა, რომ თუ საყვარელი თამაშის ეკრანიზაციას შესთავაზებ, გეიმერები მაშინვე კინოფანატებად გადაიქცევიან. თუმცა ფილმმა მაინც ვერ აღაფრთოვანა თამაშ სუპერ მარიოს მოყვარულთა დიდი არმია.

9. მაქს პეინი

არსებობს ისეთი კინომოყვარულიც, რომელსაც ეკრანზე იარაღიანი მარკ უოლბერგის მარტო დანახვაც კი გაახარებდა. როგორც ჩანს, ფილმი მაქს პეინი სწორედ ასეთი მაყურებლებისთვის გათვალეს, რადგან ამავე სახელწოდების თამაშთა სერიის მიხედვით გადაღებული ფილმი მაღალრეიტინგული ვერ გამოდგა.

 

10. DOOM (სასიკვდილოდ გაწირვა)

პოპულარული შუტერის (shooter) მესამე ნაწილის ეკრანიზაციაში დუეინ ჯონსონი მიიწვიეს  – სუპერვარსკვლავი, რომელმაც წესით ფრენჩაიზის წარმატება უნდა განაპირობოს. მაგრამ 2005 წელს გადაღებულმა Doom-მა მოლოდინი ვერ გაამართლა – არც შემოსავლიანი აღმოჩნდა და კრიტიკოსებსაც ვერ მოაწონა თავი.

 

DOOMgamesეკრანიზაციებითამაშებიმარიომაქს პეინიმორტალ კომბატიორმაგი დრაკონიჟან-კლოდ ვან დამისაილენტ ჰილიქუჩის მებრძოლიჰიტმენი
Previous Post

დისნეის 10 ყველაზე დაუფასებელი ანიმაცია

Next Post

დისნეი, კონსპირაცია, Easter Egg-ები და შავი იუმორი

Next Post
დისნეი, კონსპირაცია, Easter Egg-ები და შავი იუმორი

დისნეი, კონსპირაცია, Easter Egg-ები და შავი იუმორი

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5416

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5479

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5596

გასართობი

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ავტორი Cinemania
25 თებერვალი, 2021
0

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
24 თებერვალი, 2021
1

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

ავტორი Cinemania
23 თებერვალი, 2021
1

ახლა კითხულობენ

“Arcade Fire”-მა “დამბოს” საუნდტრეკი ჩაწერა

“Arcade Fire”-მა “დამბოს” საუნდტრეკი ჩაწერა

ავტორი Cinemania
12 მარტი, 2019
0

6 ცხოვრებისეული რჩევა იუბილარი დასტინ ჰოფმანისგან

6 ცხოვრებისეული რჩევა იუბილარი დასტინ ჰოფმანისგან

ავტორი Cinemania
8 აგვისტო, 2017
0

სილვესტერ სტალონემ “Creed II”-ის პოსტერი გამოაქვეყნა

სილვესტერ სტალონემ “Creed II”-ის პოსტერი გამოაქვეყნა

ავტორი Cinemania
19 თებერვალი, 2018
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020