სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 ფილმი, რომელიც ამ ამინდში განწყობას აგვიმაღლებს

Cinemania ავტორი Cinemania
28 თებერვალი, 2019
რუბრიკა კოლექციები
0
10 ფილმი, რომელიც ამ ამინდში განწყობას აგვიმაღლებს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ცხოვრებაში ყველას აქვს დღეები, როდესაც გვსურს მოვწყდეთ ყველაფერს, დავივიწყოთ ყველა საზრუნავი, გემრიელად მოვკალათდეთ და ვუყუროთ კარგ ფილმს. როდესაც ასეთი დღეები გექნებათ და უბრალოდ სასიამოვნო საღამოს გატარება მოგინდებათ, არ დაგავიწყდეთ ეს კოლექცია:

ახალი დასაწყისი (2014)

იმედისმომცემი მუსიკოსის და შოუ-ბიზნესის მივიწყებული ვარსკვლავის ისტორია, რომელშიც მთავარ როლებს კირა ნაითლი და მარკ რუფალო ასრულებენ. ფილმში ასევე ჩნდება ჯგუფ Maroon 5-ის სოლისტი, ადამ ლევინი. წინ ლირიკული და სასიამოვნო ფილმი გელით სასიამოვნო საუნდტრეკებითა და კარგი მსახიობებით, კიდევ რა არის საჭირო განწყობის ასამაღლებლად?

ცხოვრება, როგორც სასწაული (2004)

ცნობილი რეჟისორის ემირ კუსტურიცას ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, რომელიც, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი შინაარსის მატარებელია, თუმცა, სინამდვილეში, ის გაცილებით ღრმაა. ეს ფილმი სიყვარულზეა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ფილმი საერთოდ არ ტვირთავს მაყურებელს. ოსტატურად შესრულებული ნამუშევარი, რომელიც მარტივად ყურებადია და ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე.

რით დავიმსახურეთ ეს? (2014)

ფრანგული კომედია დიდ ოჯახზე. სტერეოტიპები, რომლებიც საზოგადოებაში ბევრ კამათს იწვევს, ოსტატურად არის მოწოდებული და მაყურებელს დაფიქრების საშუალებას აძლევს. შესანიშნავი კომედია, რომელიც კარგ სამსახიობო შემადგენლობას, იუმორს, სიუჟეტსა და მარადიულად აქტუალურ ოჯახურ პრობლემებს აერთიანებს.

ცხოვრება, ისეთი, როგორც სინამდვილეში (2010)

ოჯახური კომედია, რომელიც ღრმა აზრით არ გამოირჩევა და გარკვეულ კლიშეებსაც შეიცავს, თუმცა ეს არ უშლის მას ხელს სასიამოვნო საყურებელი იყოს – მარტივი და მომენტებში გულისამაჩუყებელი ისტორია. ფილმის კიდევ ერთი დადებითი მხარე, რომლის გამოც ფილმის ყურება ღირს, მსახიობები არიან, მთავარ როლებს ქეთრინ ჰეილი და ჯოშ დუჰამელი ასრულებენ.

ტენენბაუმების ოჯახი (2001)

როგორც ყოველთვის აღვნიშნავთ ხოლმე, უეს ანდერსონის ფილმები – ეს წარმოუდგენლად, განსაკუთრებულად თბილი და მყუდრო სამყაროა. ეს ფილმი უჩვეულო ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, რომლის თითოეული წევრი უნიკალურ თავისებურებით გამოირჩევა. ფილმი სავსეა ბევრი დახვეწილი დეტალით, ატმოსფერო და ფერთა გამა კი აუცილებლად დაგამახსოვრებთ თავს.

სახელი (2012)

არაჩვეულებრივი კომედია ფრანგული აქცენტითა და დიალოგებით, ხუმრობებით, გულწრფელობითა და ცხარე კამათებით. ისტორია სამეგობრო წრეზე მოგვითხრობს, რომელიც ერთმანეთისთვის სიახლეების გასაზიარებლად შეიკრიბა, თუმცა ნელ-ნელა სიტუაცია იცვლება და იძაბება. მარტივი, საინტერესო და კარგი იუმორით გაჯერებული ისტორია, ნამდვილად დაგეხმარებათ სასიამოვნო საღამოს გატარებაში.

მე ვარ სიყვარული (2009)

ლუკა გუადანინო ამ ფილმის იდეას 11 წელი ინახავდა, ტილდა სუინტონი კი სპეციალურად ამ როლისთვის იტალიურ და რუსულ ენებს სწავლობდა. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ვიზუალური მხარეც: ინტერიერი, პეიზაჟები, კოსტიუმები – ფილმი ნამდვილად ულამაზესი გამოვიდა და ოსკარზეც დაიმსახურა ნომინაცია საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისთვის.

რაღაც ახალი (2006)

ისტორია გოგონაზე, რომელსაც ყველაფერი კარგად აქვს: წარმატებული კარიერა, დიდი სახლი, მაგრამ ვერაფრით ახერხებს პირადი ცხოვრების დალაგებას. დადებითი რომანტიკული კომედია, რომელიც მეტ-ნაკლებად მაინც ეხება მნიშვნელოვან საკითხებს. არაჩვეულებრივი ფილმი იმისთვის, რომ რთული სამუშაო დღის შემდეგ განიტვირთოთ და დაისვენოთ.

საკმარისია სიტყვები (2013)

ფილმი საშუალო ასაკის განქორწინებულ ქალზე მოგვითხრობს, რომლის ქალიშვილიც მალე კოლეჯში გაემგზავრება. სასიამოვნო ფილმი, რომლის სიუჟეტიც საკამოდ რეალურია და ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გადახდეს. სასიამოვნო რომანტიკული კომედია შესანიშნავი სამსახიობო “ქიმიით” და ცხოვრებისეული სიუჟეტით.

სიკვდილი დაკრძალვაზე (2007)

ფრანკ ოზის ფილმი მოგვითხრობს ოჯახზე, რომელშიც ოჯახის თავი გარდაიცვალა და ყველა გლოვობს. თუმცა რეჟისორი ამ ყველაფერს გადმოგვცემს არა სევდიანი ხერხით, არამედ შავი იუმორით გაჯერებული, რომელიც, ალბათ, ყველა მაყურებელზე არც არის გათვლილი, რადგან შავი იუმორის მთავარი თვისებაც ეს არის, ზოგი მასში ხუმრობებს ხედავს, ზოგი კი – შეურაცხყოფას.

ახალი დასაწყისიკოლექციაკოლექციებიმე ვარ სიყვარულირაღაც ახალირით დავიმსახურეთ ეს?საკმარისია სიტყვებისახელისიკვდილი დაკრძალვაზეტენენბაუმების ოჯახიჩვენ გირჩევთ ფილმებსცხოვრება ისეთი როგორც სინამდვილეშიცხოვრება როგორც სასწაული
Previous Post

გიორგი თავართქილაძის ფილმის მსოფლიო პრემიერა ჰონგ კონგში შედგება

Next Post

"სამეფო კარის თამაშები" 20 ახალ პოსტერს ავრცელებს

Next Post
“სამეფო კარის თამაშები” 20 ახალ პოსტერს ავრცელებს

"სამეფო კარის თამაშები" 20 ახალ პოსტერს ავრცელებს

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5770

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020