სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 ფილმი მათთვის, ვისაც “ამელი” უყვარს

Cinemania ავტორი Cinemania
11 ივნისი, 2019
რუბრიკა კოლექციები
0
10 ფილმი მათთვის, ვისაც “ამელი” უყვარს
164
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

იშვიათია ისეთი სიცოცხლით სავსე ფილმები, როგორიცაა ჟან-პიერ ჟენოს “ამელი”. ეს არის მარტივი, მაგრამ საოცრად საინტერესო ისტორია მიამიტ ფრანგ გოგონაზე, რომელიც კარმის განსახიერებაა. ფილმი თავად ჟენოს შემოქმედებისთვისაც უნიკალურია. რეჟისორის სხვა ნამუშევრებისგან “ამელი” თავისი სიმსუბუქით გამოირჩევა. ფილმში არის ელემენტები, რისი დამსახურებითაც ის კინემატოგრაფიის უნიკალურ მოვლენად ითვლება: მისი სტილი, ფერთა გამა, ოდრი ტატუს ბავშვური გაოცება და მისი მომხიბვლელობა, საიდუმლო მის თვალებში, რომელიც ჯადოსნურ რეალობას ქმნის.

დღევანდელ კოლექციაში თავი მოვუყარეთ მსგავსი ტიპის ფილმებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად ვიცით – “ამელის” ანალოგი არ არსებობს.

წყალქვეშა ნავი (2011)

ისტორია, რომელიც არაჩვეულებრივად ითავსებს უცნაურ კომედიას და გულისამაჩუყებელ დრამას. რიჩარდ აიოდის სადებიუტო ნამუშევარი, რომელიც 15 წლის მოზარდ ბიჭზე მოგვითხრობს. არის მომენტი, რომელიც უფლებას გვაძლევს “წყალქვეშა ნავი” და “ამელი” ერთმანეთს მივამსგავსოთ: ორივე ფილმის გმირები თავიანთ ფანტაზიებში საკუთარ დაკრძალვას წარმოიდგენენ. ეს გმირების სურვილს, რომ ისინი უყვარდეთ და მათ გაუბედავობას ასახავს, რასაც ორივე პერსონაჟი სხვადასხვანაირად გამოხატავს. ამ ფილმშიც დიდი ყურადღება ეთმობა ფერთა გამას.

ჩემი საზიზღარი გოგონა (2001)

რომანტიკული ისტორია ბიჭზე, რომელიც გაურკვევლობის შედეგად ახალგაზრდა გოგოს შეყვარებული ხდება, რომლის საყვარელი ფრაზაა: “გინდა სიკვდილი?!” – და მართალია ეს გოგო – ბიჭის ცხოვრებაში ბევრი სტრესის მიზეზი ხდება, მთავარი გმირისთვის ეს მოსაწყენი ყოფისგან თავის დაღწევის საშუალებაა. ბიჭი პასიურია, გოგო კი ტრადიციული მამაკაცის როლს ირგებს და შეყვარებულს გამუდმებით პრობლემებში ხვევს. ფილმის დასრულების შემდეგ დაახლოებით ისეთივე შეგრძნებები დაგრჩებათ, როგორიც “ამელის” ფინალის შემდეგ. “ჩემი საზიზღარი გოგონა” კორეული კომედიებიდან ყველაზე მაღალშემოსავლიანია, რომლის მიხედვითაც ამერიკული და ინდური რიმეიქებიც გადაიღეს.

შოკოლადი (2000)

ლას ჰალსტრომმა ეს ფილმი ჯოან ჰარისის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღო. ეს არის ისტორია ახალგაზრდა ქალზე, რომელმაც პატარა ფრანგულ ქალაქში შოკოლადის მაღაზია გახსნა. ადგილობრივი მცხოვრებლების ზომიერი და მკაცრად გაწერილი ცხოვრება სხვადასხვანაირად იცვლება, ისევე, როგორც მთავარი პერსონაჟის შეხედულება ცხოვრებაზე. ფილმში მთავარ როლებს ჟულიეტ ბინოში და ჯონი დეპი ასრულებენ. წინ ჯადოსნური ატმოსფერო და შოკოლადის არომატი გელოდებათ.

სასიყვარულო განწყობა (2000)

ვონ კარ-ვაის მელოდრამა, რომელიც მსოფლიო კინემატოგრაფიის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად ითვლება უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე. ფილმი მაყურებლის გულს თავისი სინაზით, უჩვეულობითა და მგრძნობელობით იგებს. სიყვარული, რომელიც სამუდამო საიდუმლოდ რჩება. ფილმში თხრობის ძირითადი ნაწილი არავერბალურად ხდება პერსონაჟების სხეულის ენის და შეუმჩნეველი მინიშნებების მეშვეობით. ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, სუ, ისეთივე მორიდებულია, როგორიც ამელი. მკვეთრი ფერები, განსაკუთრებით სუს კაბების ფერთა გამა, ისეთივე მნიშვნელოვანი ხაზია, როგორც “ამელიში”.

საყვარელი ფრენსისი (2013)

ნოა ბაუმბახი თვითონ წერს თავისი ფილმებისთვის საინტერესო სცენარებს საინტერესო ადამიანებზე, რომლებიც საინტერესო იდეებს განიხილავენ. ზოგიერთი მისი ფილმის დიალოგები აუდიტორიის ნაწილს ხელს ჰკრავს, რადგან გულგრილ და ცინიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ფილმის სცენარი მან მთავარი როლის შემსრულებელთან გრეტა გერვიგთან ერთად დაწერა. ამიტომ ამჯერად დეპრესიული ჰიპსტერის ნაცვლად მთავარი პერსონაჟი მოუქნელი, ენთუზიაზმით სავსე ქალია, რომელიც აუსრულებელი ფანტაზიებით ცხოვრობს. ამელისგან განსხვავებით, ის უფრო გახსნილია და ბრმად სჯერა წარმოუდგენელი მიღწევების, მაგრამ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქალი პერსონაჟია თანამედროვე კინოში. ფრენსისის შეცდომებში მაყურებელი თავის თავს პოულობს, მის წარუმატებლობას თანაუგრძნობს, წარმატებებს კი ზეიმობს. “საყვარელ ფრენსისში” ნაჩვენები პარიზი ჟენოს თვალით დანახული ქალაქისგან რადიკალურად განსხვავდება: ის შავ-თეთრი, მოსაწყენი და უინტერესოა.

შუაღამე პარიზში (2011)

ვუდი ალენმა ამ ფილმში ფანტასტიკის ელემენტები და ჯადოსნური რეალიზმი გამოიყენა იმისთვის, რომ მაყურებელს უკეთ გაეგო მისი პერსონაჟების. ფილმის დასასრულისკენ რეჟისორს მაყურებელი იმ აზრამდე მიჰყავს, რომ, შესაძლოა, მეოცნებეები ხანდახან რეალისტებად უნდა იქცნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ვეღარ შეძლებენ ოცნებას. მარიონ კოტიარის მიერ შესრულებული თავქარიანი მეოცნებე სწორედ ის პერსონაჟია, რომელიც ამელის შეიძლება შევადაროთ.

ძმები ბლუმები (2008)

ავანტიურისტი ძმები და ექსცენტრიული ლამაზმანი – ამ სიურრეალისტური ფილმის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. რაიან ჯონსონის კრიმინალურ კომედიაში არის ელემენტები “ამელიდან”, რომლის შემჩნევაც თითქმის შეუძლებელია: ფილმის სტრუქტურა სხვადასხვა ძაფებისგან შედგება, რომლებიც, მართალია, ერთმანეთთად დაკავშირებულია, თუმცა ცალკეულ მოკლე ისტორიებს ემსახურება. რეიჩელ ვაისის სოციალურად არაადაპტირებული პერსონაჟი შეეფერება ამელის.

დიდი თევზი (2003)

ტიმ ბარტონი ოსტატურად გადმოგვცემს იმ იდუმალ და ჯადოსნურ ატმოსფეროს, რომელსაც ამ ფილმში ვხვდებით. ფილმის მთავარი გმირი, პრაგმატული უილი არ აფასებს მამის ისტორიებს, რომელსაც დიდი გამომგონებლის სახელი აქვს. რაც უფრო ახლოვდება სიკვდილი, მით უფრო მეტად უნდა მოხუცს თავის ვაჟს არარსებულისადმი სიყვარული გაუღვივოს. ეს ბარტონის ყველაზე მკვეთრი და ფერადი ნამუშევარია, რომელიც ჯადოსნურობით და სიურრეალიზმით არის გაჟღენთილი, რაც მას განსაკუთრებულს და “ამელისთან” მიახლოებულს ხდის. ორივე ფილმი უჩვეულოა მათი რეჟისორების ფილმოგრაფიისთვის, რომლებმაც თავიანთი რომანტიკული მხარე დაგვანახეს.

ათასწლეულის მსახიობი (2001)

სატოში კონის ყველა ნამუშევარი წარმოუდგენელია, მაგრამ “ათასწლეულის მსახიობი” გამორჩეულად მაღლა დგას. ის მისი სხვა ნამუშევრებისგან განსხვავებით უფრო რეალური და ნაკლებად ცინიკურია. მთავარი პერსონაჟის ჩახლართულ მოგონებებში ერთი მთავარი მიზანი ჩანს, რომლთაც მსახიობი ცხოვრობდა: ის ცდილობდა დაებრუნებინა გასაღები მხატვრისთვის, რომელიც წლების წინ შეუყვარდა. “ათასწლეულის მსახიობში” არის უცნაური პოსტმოდერნიზმის ელემენტები და ეს ფანტასტიკური ისტორია შეგვიძლია “ამელის” გავუტოლოთ.

ვერონიკას ორმაგი ცხოვრება (1991)

კშიშტოფ კისლიოვსკმა ეს ფილმი უმაღლესად შეფასებული “დეკალოგის” შემდეგ და ფილმების ციკლამდე “სამი ფერი” გადაიღო. “ვერონიკას ორმაგი ცხოვრება” რეჟისორის მანამდე და შემდგომში გადაღებული ნამუშევრებისგან განსხვავდება. ის უფრო რბილ და თითქმის პოზიტიური მიამრთულებით არის გადაღებული. ამ ფილმში ორი საოცრად მსგავსი ახალგაზრდა ქალი ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს: ერთი პოლონეთში, მეორე – საფრანგეთში. ორივე ქალის როლს ირენე ჯაკობი ასრულებს, რომელიც კანის ფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დაასახელეს 1991 წელს. რეჟისორის თქმით, ფილმის მთავარი თემა ცრურწმენა, მკითხაობა, წინათგრძნობა და მოჩვენებაა – ის, რაც ადამიანის შინაგან სამყაროშია და რისი დაფიქსირებაც ასე რთულია ფირზე. სწორედ აქ იკვეთება ფილმი ამელისთან, რომელიც საკუთარ წარმოსახვაში, მოგონებებში და ფანტაზიებში ცხოვრობს.

ათასწლეულის მსახიობიამელიდიდი თევზივერონიკას ორმაგი ცხოვრებაკოლექციებისასიყვარულო განწყობაშოკოლადიშუაღამე პარიზშიჩემი საზიზღარი გოგონაწყალქვეშა ნავი
Previous Post

ზაზა ბიბილაშვილის #კინოდღიურები

Next Post

"მატრიოშკას" მეორე სეზონიც ექნება

Next Post
“მატრიოშკას” მეორე სეზონიც ექნება

"მატრიოშკას" მეორე სეზონიც ექნება

ახალი ამბები

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ავტორი Cinemania
3 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ბოლოს დამატებული

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ავტორი Cinemania
3 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020