სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

თუ მძაფრი შეგრძნებები მოგენატრათ: ფილმები გადარჩენაზე

Cinemania ავტორი Cinemania
11 მარტი, 2019
რუბრიკა კოლექციები
0
თუ მძაფრი შეგრძნებები მოგენატრათ: ფილმები გადარჩენაზე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ადამიანებს იზიდავთ ისტორიები სირთულეებზე, სულიერ სიმტკიცეზე და ადამიანურ სიძლიერეზე. ეს შეიძლება იყოს ისტორია დასახლებული პუნქტიდან მოშორებით არსებულ კუნძულზე დაკარგვა, ავიაკატასტროფაში გადარჩენილი ადამიანის ისტორია, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის და სხვა. ბევრი ასეთი ფილმი რეალურ ამბებს ეფუძნება, რის გამოც ფილმის გმირების სარისკო მოქმედებები კიდევ უფრო ამაღელვებელი ხდება. გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც გამორჩეულ გადარჩენის ისტორიებს მოგვითხრობს:

127 საათი (2010)

რეალური ისტორიის ეკრანიზაციის დაწყებისას, რომელიც მთასვლელი არონ რელსტონის ავტობიოგრაფიულ წიგნს ეყრდნობა, დენი ბოილმა ყურადღების გამახვილება მის რეალურობაზე გადაწყვიტა. რეჟისორმა გადაღების ადგილად არა უბრალოდ მორიგი კანიონი აარჩია, არამედ კანიონის ზუსტად ის ადგილი, რომელშიც მოყვა ალპინისტი. გმირის აღჭურვილობაც არა სტანდარტული მოწყობილობებით შეარჩიეს, არამედ რეალურ რელსტონს რითიც უწევდა ბრძოლა სიცოცხლისთვის. ფილმი ოსკარის 6 კატეგორიაში იყო ნომინირებული, მათ შორის ჯეიმს ფრანკო – საუკეთესო მსახიობი კაცისთვის.

გრავიტაცია (2013)

ფილმი, რომელიც 2013 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება. მისმა შემქმნელებმა მოახერხეს მთელი ისტორია ერთი ქალის გარშემო აეწყოთ. ის მთელი ფილმის განმავლობაში 10 კილოგრამიან სკაფანდრშია, ირგვლივ არცერთი სულიერი არ არის და იქ მხოლოდ ერთადერთი რეალური გამოსავალი ჩანს – სიკვდილი. ალფონსო კუარონის ფილმმა 7 ოსკარი მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო რეჟისორისთვის.

გარიყული (2000)

კლასიკა, რომელმაც უამრავი ადამიანის გული მოიგო. კუნძულზე აღმოჩენილი ადამიანი, რომელიც ივიწყებს ცივილიზაციას და ცდილობს ცხოვრების ახალ პირობებს შეეგუოს, შეიძლება არც ისე ორიგინალურად მოეჩვენოს მაყურებელს, თუმცა ფილმის შემქმნელებმა მოახერხეს ყურადღების მიპყრობა მთავარი პერსონაჟის მარტოსულობის გამძაფრებით. ფილმმა არაერთი საკულტო მომენტით დაგვამახსოვრა თავი. ტომ ჰენკსი ოსკარზე საუკეთესო მსახიობი კაცისთვის იყო ნომინირებული.

ცოცხლად დამარხული (2010)

ფილმის ერთადერთი პერსონაჟი ამერიკელი მძღოლია, რომელიც კონტრაქტით ერაყში მუშაობს. მოქმედება მთელი ფილმის განმავლობაში ხის ყუთში ვითარდება და არც რეკვიზიტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ფილმში მთავარ როლს რაიან რეინოლდსი ასრულებს.

დაზარალებული (2011)

ამ ფილმის სცენარი და მსახიობი ედრიენ ბროუდი ჰოლივუდის რომელიმე გამოცდილ რეჟისორს რომ ჩავარდნოდა ხელში, ამ თრილერს გარანტირებული ექნებოდა უამრავი ნომინაცია და ქანდაკება, როგორც მინიმუმ საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში მაინც. ბროუდიმ, რომელზეც არის მთელი ფილმი აგებული, გამოიარა განსაცდელი, რომელიც ოსკაროსანი მსახიობისთვისაც კი ზედმეტია. ფილმის გადაღებების დროს ის რეალურად იკვებებოდა მწერებით და ჭიებით, არც ერთხელ არ მოითხოვა კასკადიორების დახმარება, თავად ვარდებოდა მდინარეში და თითქმის გაყინულ წყალში, იმის გამო, რომ როლიდან არ ამოვარდნილიყო არ იძინებდა სასტუმროში, სადაც გადამღები ჯგუფის სხვა წევრები გარბოდნენ გადაღებების შემდეგ, მსახიობი ღამეს მარტო ატარებდა კანადის ტყეში, იმ დამტვრეულ მანქანაში, რომელშიც მისი გმირი ჩნდება ფილმის დასაწყისში.

მე ვარ ლეგენდა (2007)

რიჩარდ მეთისონის საკულტო რომანის ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლს უილ სმიტი ასრულებს. ვირუსმა, რომელიც, როგორ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, სიმსივნის დასამარცხებლად შეიქმნა, ადამიანური სახე დააკარგინა ნიუ-იორკის მაცხოვრებლებს, სადაც სმიტის გმირი ძაღლთან ერთად დახეტიალობს, მანეკენებს სრული სერიოზულობით ესაუბრება და გადარჩენას ცდილობს.

ყველაფერი დაკარგულია (2013)

ადამიანის და წყლის სტიქიის რვადღიანი ბრძოლა. ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობით “მოხუცი და ზღვა” შთაგონებულმა ჯეი სი ჩენდორმა საკუთარი ხელით დაწერა 32 გვერდიანი სცენარი ამ ფილმისთვის. მართალია ფილმში ძალიან მწირია რეპლიკები, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი რობერტ რედფორდისთვის მისი ერთ-ერთი საუკეთესო როლი შეექმნა.

გადარჩენილი (2015)

ფილმის სცენარი მაიკლ პანკეს ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაა და ნაწილობრივ ჰიუ გლასის ცხოვრებას ეფუძნება. ფილმში მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ტომ ჰარდი ასრულებენ. ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმი ოსკარის 12 კატოგორიაში იყო ნომინირებული, რომლიდანაც სამში გაიმარჯვა: საუკეთესო რეჟისორისთვის, საუკეთესო ოპერატორისთვის და ლეონარდო დიკაპრიომ – საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის.

ჯუნგლები (2017)

ფილმი მოგზაური იოსი გინსბერგის წიგნის მიხედვით არის გადაღებული, რომელიც მისი ჯუნგლებში გადარჩენის ისტორიას მოგვითხრობს. ის ორ მეგობართან და ერთ უცნაურ გამყოლთან ერთად ჯუნგლებში მიემგზავრება. რაღაც მომენტში ისინი ერთმანეთს კარგავენ და ცალ-ცალკე უწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა. ფილმში მთავარ როლებს დენიელ რედკლიფი და თომას კრეჩმანი ასრულებენ.

ველურ პირობებში (2007)

კიდევ ერთი ფილმი, რომელიც რეალურ მოვლენებს ეყრდნობა და ახალგაზრდა კრისტოფერ მაკქენდლესის ისტორიას მოგვითხრობს. ადამიანი, რომელმაც უარი თქვა უზრუნველყოფილ ცხოვრებაზე, მანქანაზე, უნივერსიტეტზე, მთელ თავის ქონებას რიცხავს საქველმოქმედო ფონდში და მოხეტიალე ხდება. ორი წლის მანძილზე ის მოგზაურობდა ამერიკასა და მექსიკაში, ხვდებოდა ახალ და საინტერესო ადამიანებს, ფულს სხვადასხვა სამსახურებში შოულობდა, სანამ ალასკაში გაჩერება და იქ მიტოვებულ ავტობუსში ცხოვრება არ გადაწყვიტა….

127 საათიგადარჩენილიგარიყულიგრავიტაციადაზარალებულიველურ პირობებშიკოლექციაკოლექციებიმე ვარ ლეგენდაყველაფერი დაკარგულიაჩვენ გირჩევთ ფილმებსცოცხლად დამარხულიჯუნგლები
Previous Post

რატომ აღარ არის ლედი გაგა ეპატაჟის დედოფალი და როგორ შეიცვალა მისი სტილი წლების განმავლობაში

Next Post

პიტერ ვებერი და სალომე კალანდია Netflix-ის ახალ სერიალზე იმუშავებენ

Next Post
პიტერ ვებერი და სალომე კალანდია Netflix-ის ახალ სერიალზე იმუშავებენ

პიტერ ვებერი და სალომე კალანდია Netflix-ის ახალ სერიალზე იმუშავებენ

ახალი ამბები

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5595

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
674

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5587

ბოლოს დამატებული

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020