სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ფილმები, რომლებიც BAFTA-ს დაჯილდოებამდე უნდა ნახოთ

Cinemania ავტორი Cinemania
4 თებერვალი, 2019
რუბრიკა კოლექციები
0
ფილმები, რომლებიც BAFTA-ს დაჯილდოებამდე უნდა ნახოთ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოების რიგით 72-ე ცერემონიალი 10 თებერვალს გაიმართება. ალბათ, ჩვენმა მკითხველმა ძალიან კარგად იცის ამ დაჯილდოების არსებობის მნიშვნელობა და რომ ის არაფრით ჩამოუვარდება არც ოქროს გლობუსის და არც ოსკარის დაჯილდოებას.

მარტივად რომ ვთქვათ, ბაფტა ოსკარის “გენერალური რეპეტიციაა”. მოდი, სანამ 10 თებერვალი მოვა, მანამდე მოსასწრებ და აუცილებლად სანახავ ფილმებს ჩამოგითვლით, რომლებიც წელს ბაფტასთვის იბრძვიან. (ჰო, ნომინაციები აქ შეგიძლიათ ნახოთ)

შეგიძლიათ ოდესმე მაპატიოთ? (2018)

ლი იზრაელის მემუარებზე დაფუძნებული ფილმი, რომელმაც BAFTA-ზე დამსახურებული სამი ნომინაცია მიიღო. მთავარ როლს მელისა მაკარტი ასრულებს. ავტობიოგრაფიაში თაღლითი მწერლის გამართლებას არ შეხვდებით, რომელმაც ცნობილი ადამიანების 400-მდე წერილი გააყალბა და შედარებით იაფად გაყიდა. ის უბრალოდ მოგვითხრობს იმაზე, რომ ამ დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება მწერილს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი იყო.

დოგმენი (2018)

იტალიელი რეჟისორის მატეო გარონის ნამუშევარი, რომელიც საუკეთესო არაინგლისურენოვანი ფილმის ნომინაციაშია წარდგენილი. ფილმს საინტერესო, რეალური და ამავე დროს უჩვეულო სცენარი აქვს და მასში საინტერესო პერსონაჟებს შეხვდებით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილმი სამსახიობო ოსტატობაზეა აწყობილი. მთავარი როლის შემსრულებელმა მარჩელო ფონტემ კანის კინოფესტივალის ჯილდო მიიღო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის.

წვრილმანი მძარცველები (2018)

“დოგმენის” მსგავსად ჰიროკაძუ კორეედას ფილმი BAFTA-ზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის არის ნომინირებული. ფილმმა გარკვეულწილად უკვე მიაღწია დიდ წარმატებას, ის კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოს მფლობელი გახდა. ფილმი, რომელშიც სოციალური პრობლემებია წამოჭრილი, დადებითად და თანაგრძნობით განგაწყობთ პერსონაჟების მიმართ.

რომა (2018)

ალფონსო კუარონის შავ-თეთრი ნამუშევარი, რომემელმაც ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოებაზე 6 ნომინაცია დაიმსახურა. ეს არის ფილმი პატარა ადამიანზე, პრინციპში თითოეულ ჩვენგანზე, ცხოვრებისეულ სირთულეებზე, უბრალო ყოფაზე. ფილმი უნიკალური, რომელსაც განსხვავებული სტილი აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ფილმის სცენარისტი, თანაპროდიუსერი და მემონტაჟე თავად კუარონია და დიახ, ეს ფილმი მის ბავშვობაზეა.

მეუღლე (2018)

ფილმის მარტივი და აუჩქარებელია თხრობა მსახიობების შესრულებით ტკბობის საშუალებას გვაძლევს. დრამა, რომელსაც განსაკუთრებულს სწორედ შესანიშნავი მსახიობები ხდიან, განსაკუთრებით კი გლენ კლოუზი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც უკვე მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის დრამაში, ახლა კი BAFTA-ზეა ნომინირებული საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მთავარ როლში.

ბასტერ სკრაგსის ბალადა (2018)

ჯოელ და ეთან კოენების მორიგი გამორჩეული ნამუშევარი, რომელიც ექვსი ნოველისგან შედგება. ისტორიების რაოდენობის დამსახურებით ფილმში გამუდმებით იცვლება ტემპორიტმი და თხრობის ელფერი. კოენები, როგორც ყოველთვის, გვაოცებენ არატიპური სიუჟეტით, რომელიც კლასიკური ვესტერნისგან საკმაოდ განსხვავდება. მიუხედავად დაყოფილი ისტორიებისა, ფილმი არ კარგავს მთლიანობას. ძმებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს შეექმნად შესანიშნავი მექანიზმი, დეტალებით გაჯერებული ბევრი ისტორიის, საინტერესო პერსონაჟების, ლამაზი ვიზუალის და მიჩვეული რეჟისორული აბსურდის იდეალური სიმბიოზი.

შენ აქ არასოდეს ყოფილხარ

საუკეთესო ბრიტანული ფილმისთვის ნომინირებული ნამუშევარი, რომელშიც მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. ფილმი მოგვითხრობს შიშზე, რომელიც მთავარ გმირს მთელი ცხოვრება თან სდევს. ფენიქსმა მოახერხა იდეალურად შეეთავსებინა ერთდროულად აგრესორის და მსხვერპლის როლები. ასევე უნდა აღინიშნოს თავად რეჟისორის, ლინ რემსის ნამუშევარი, რომელმაც სიუჟეტის საკმაოდ საინტერესო განვითარება შემოგვთავაზა.

ურჩხული (2018)

ახალგაზრდა ბრიტანელი რეჟისორის მაიკლ პირსის სადებიუტო ნამუშევარი, რომელმაც უკვე მოიპოვა აღიარება და კარგი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან. “ურჩხული” ადამიანის ხასიათის, მისი ფარული შიშის და სურვილების გამოხატულებაა. სასიამოვნო ატმოსფერო, ლამაზი ვიზუალური მხარე და ჩახლართული ისტორია. ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოებაზე ფილმი ნომინირებულია ორ კატეგორიაში.

ძაღლების კუნძული (2018)

უეს ანდერსონის ანიმაციური ფილმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს ეხება. ანდერსონი იმ რეჟისორების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც არსებულ ჟანრებს და ხელოვნების საზღვრებს სცდება. ის, რაც ამ ანიმაციურ ფილმში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი გარემოა: ტოტალიტარიზმში ჩაფლული ალტერნატიული იაპონია. მაგრამ აქ მთავარი ის არის, თუ როგორ ვლინდება ეს ტოტალიტარიზმი. ანდერსონის ნამუშევარი BAFTA-ზე ორ კატეგორიაშია ნომინირებული.

ცივი ომი (2018)

კიდევ ერთი გამორჩეული ნამუშევარი, რომელიც ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოების სამ კატეგორიაშია ნომინირებული, მათ შორის საუკეთესო არაინგლისურენოვანი ფილმისთვის. პაველ პავლიკოვსკის ნამუშევარი გასული წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, რომელიც დირიჟოსრის და მოღერლის ისტორიას მოგვითხრობს. “ცივი ომი” ნამდვილად განსაკუთრებული ნამუშევარია, რომელშიც არ არის არაფერი ზედმეტი, არის შავ-თეთრი ფონი, მუსიკა და ჩრდილები, რაც განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ ატმოსფეროს ქმნის.

BAFTAბასტერ სკრაგსის ბალადადოგმენიკოლექციაკოლექციებიმეუღლერომაურჩხულიშეგიძლიათ ოდესმე მაპატიოთ?შენ აქ არასოდეს ყოფილხარჩვენ გირჩევთ ფილმებსცივი ომიძაღლების კუნძულიწვრილმანი მძარცველები
Previous Post

საუკეთესო მომენტები "ჩემი ცოლის დაქალების" მე-14 სეზონიდან

Next Post

გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

Next Post
გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ავტორი Cinemania
27 მაისი, 2022
0

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ავტორი Cinemania
27 მაისი, 2022
0

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020