სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

დისნეის 10 ყველაზე დაუფასებელი ანიმაცია

Cinemania ავტორი Cinemania
2 ოქტომბერი, 2019
რუბრიკა კოლექციები, სიახლეები
0
დისნეის 10 ყველაზე დაუფასებელი ანიმაცია
752
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

დისნეი 1937 წელს შეიქმნა და მას შემდეგ უამრავი ანიმაცია აჩუქა ბავშვებს. ზოგი მათგანი ძალიან წარმატებული გამოდგა, ზოგიც – ნაკლებად, თუმცა დისნეის ხელწერა ყველა მულტფილმში იგრძნობა.

ამ კოლექციაში შემოგთავაზებთ დისნეის 10 მულტფილს, რომლებმაც ის აღიარება ვერ მოიპოვეს, რომელსაც იმსახურებდნენ.

10. The Rescuers Down Under

The Rescuers Down Under დისნეის 29-ე ნამუშევარია. 1989 წელს გამოვიდა პატარა ქალთევზა, ხოლო 1991 წელს – მზეთუნახავი და ურჩხული. მაშველებზე შექმნილი ანიმაცია, რომელსაც მთავარ გმირში პრინცესა არ ჰყოლია, უსამართლოდ ჩაიკარგა ამ ორ მასშტაბურ პროექტს შორის. არადა, სანახავად ნამდვილად ღირს – ფრენის ეპიზოდები საოცრად არის დახატული, პერსონაჟების სიღრმე და დიალოგები კი ყველაზე პრეტენზიულ მაყურებლებსაც კი მოეწონებათ.

9. The Princess And The Frog

პრინცესა და ბაყაყი დისნეის თამამი განაცხადია. ეს არის პირველი მულტფილმი, რომელშიც მთავარი გმირი აფროამერიკელი გოგონაა. გარდა ამისა, ტიანას მიზანი გათხოვება კი არა, საკუთარი რესტორნის გახსნაა. სიმღერა, რომელსაც მთავარი გმირი ასრულებს, საოცრად მელოდიური და გადამდებია.

8. Pocahontas

მართალია, პოკაჰონტასის სიმღერა ყოველთვის ხვდება ხოლმე დისნეის საუკეთესო საუნდტრეკების სიაში, მაგრამ თვითონ მულტფილმს ცოტა თუ იცნობს. ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ პოკაჰონტასი საჩოთირო თემას ეხება – ინდიელებისა და ბრიტანელების ურთიერთობას.

7. Meet The Robinsons

ეს არის ანიმაცია, რომელიც გულს გაგითბობთ – ობოლი ბიჭი, რომელიც მეცნიერებით არის გატაცებული, გადაწყვეტს, რომ შექმნას დროის მანქანა, რათა საკუთარი დედა იპოვოს. სწორედ ამ მულტფილმით დამტკიცდა, რომ დისნეის კარგად ესმის დროში მოგზაურობის კონცეფტი და გარდა ამისა, სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით მაყურებლების გაოცებაც შეუძლია.

6. Atlantis: The Lost Empire

2001 წელს გამოშვებული ატლანტიდა ინდიანა ჯონსის ანიმაციურ ვერსიას ჰგავს და ისეთი ლამაზია, რომ თვალს ვერ მოაშორებთ.

5. Treasure Planet

საწყენია, რომ დისნეის სათავგადასავლო მიმართულება ხალხმა არ აიტაცა. განძის პლანეტა ისეთ გრძნობებს გაგიღვიძებთ, როგორსაც ბავშვობაში ჟიულ ვერნის კითხვა იწვევდა.

4. Home on the Range

დისნეის ექსპერიმენტების არ ეშინია და მზადაა, ყველა ჟანრში მოსინჯოს ძალები. Home on the Range სასაცილო ვესტერნია, რომელშიც სამი ძროხა საკუთარი ფერმისთვის ფულის შეგროვებას ცდილობს.

3. Robin Hood

რობინ ჰუდი დისნეიმ 1973 წელს შექმნა და ადამიანების ნაცვლად ცხოველები გამოიყენა. განსხვავებით თავდაპირველი სიუჟეტისგან, სასიყვარულო ხაზს აქ გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

2. Hercules

ეს ანიმაცია ყველაფერს მოიცავს: მითოლოგიას, საბრძოლო სცენებს, რომანტიკას, სასაცილო დიალოგებს და გასაოცარ მუსიკალურ გაფორმებას. გარდა ამისა, მეგი, ჰერკულესის რჩეული, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალი პესონაჟია დისნეის სამყაროში.

1. The Emperor’s New Groove

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ ანიმაციამ დიდი აღიარება ვერ მოიპოვა, ისაა, რომ ვიზუალურად დისნეის ნამუშევარს არ ჰგავს. თუ ნანახი არ გაქვთ, აუცილებლად ნახეთ. ამდენს დისნეის სხვა მულტფილმებზე სავარაუდოდ ვერ იცინებთ.

 

არიელიატლანტიდაატლანტისიდისნეიიმპერატორის თავგადასავლებიმზეთუნახავი და ურჩხულიპატარა ქალთევზაპოკაჰონტასიპრინცესა და ბაყაყირობინ ჰუდიჰერკულესი
Previous Post

ახალი საშინელებათა ჟანრის ფილმის „Trick“-ის სასტიკი თრეილერი

Next Post

პოპულარული თამაშების 10 წარუმატებელი ეკრანიზაცია

Next Post
პოპულარული თამაშების 10 წარუმატებელი ეკრანიზაცია

პოპულარული თამაშების 10 წარუმატებელი ეკრანიზაცია

ქვიზები

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5770

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

გასართობი

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ახლა კითხულობენ

თეო ანგელოპულოსი – ტრაგედიის თანამედროვე ღმერთი

თეო ანგელოპულოსი – ტრაგედიის თანამედროვე ღმერთი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2017
0

20 ცნობილი ქალი, რომელიც ფემინიზმის აქტიური მხარდამჭერია

20 ცნობილი ქალი, რომელიც ფემინიზმის აქტიური მხარდამჭერია

ავტორი Cinemania
8 მარტი, 2019
0

ქსავიე დოლანის ოჯახის სიწმინდე

ქსავიე დოლანის ოჯახის სიწმინდე

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2017
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020