სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

21-ე საუკუნის 10 ყველაზე გავლენიანი ფილმი

Cinemania ავტორი Cinemania
2 აპრილი, 2019
რუბრიკა კოლექციები
0
ჯოკერი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ორი აზრი არაა, რომ კინო ჩვენს თვალსაწიერს აფართოებს და ერთ-ერთია ხელოვნების სფეროებიდან, რომელსაც ზეგავლენის დიდი უნარი აქვს. გთავაზობთ 21-საუკუნის 10 ყველაზე გავლენიან ფილმს:

ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო (2001)

ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან 3 თვის შემდეგ გამოვიდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ზუსტად ის ფილმი, რომელიც ხალხს სჭირდებოდა. კეთილისა და ბოროტის დაპირისპირება. ჰობიტი ფროდო ბიძისგან მემკვიდრეობით იღებს იდუმალებით მოცულ ბეჭედს, რომლის დაცვაც უხდება ბოროტი მბრძანებლისგან. ამაში კი მას ბეჭდის საძმო ეხმარება. ესაა ტოლკინის ჯადოსნური სამყარო, რომელიც პიტერ ჯეკსონმა ეკრანზე გააცოცხლა.

კაცობრიობის პირმშო (2006)

კაცობრიობის პირმშო

ალფონსო კუარონის კაცობრიობის პირმშო კრიტიკოსების მიერ ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული კინოსურათია, სადაც მოვლენები 2027 წელს ვითარდება. ფილმში ნაჩვენებია სამყარო, რომელიც განადგურების პირასაა კლიმატის ცვლილებების, დაბინძურებისა თუ ბირთვული ნარჩენების გამო. საზოგადოება გახლეჩილია. ყველგან ტერორიზმის საფრთხე არსებობს. მთავარი კი ისაა, რომ ბოლო 18 წლის შემდეგ კიი პირველი ქალია, რომელიც დაორსულდა…

ფავნის ლაბირინთი (2006)

ფავნის ლაბირინთი

გილერმო დელ ტორომ ფავნის ლაბირინთით ფენტეზის თავდაპირველ ცნებასთან მიგვაბრუნა. ფილმის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. პატარა ოფელიასთვის წიგნები და ზღაპრები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ერთ დღესაც გოგონა აღმოაჩენს, რომ ჯადოსნური სამყარო რეალურია და ამ სამყაროში შეაბიჯებს…

ოლდბოი (2003)

ოლდბოი

15-წლიანი პატიმრობა დანაშაულისთვის, რომელზეც წარმოდგენა არ გაქვს. არც იმაზე გაქვს წარმოდგენა, ვინ დგას ამ შურისძიების უკან, ვინ არის შენი მტერი… ჩან-ვუკ პაკის ოლდბოი ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო კინოსურათია, რომელიც სავსეა ძალადობით, ბრუტალური სცენებითა და გმირების შემაძრწუნებელი ტანჯვით. ესაა ფილმი, რომელმაც კორეულ კინოს ამერიკაში ის კარი გაუხსნა, მანამდე არასდროს რომ არ ჰქონია.

ბნელი რაინდი (2008)

ბნელი რაინდი

კრისტოფერ ნოლანმა ბნელი რაინდით არა გასართობი, არამედ ინტელექტუალური და პროვოკაციული ფილმი შექმნა. ბეტმენი გახდა გმირი, რომელიც ადამიანებს სჭირდებოდათ. მას ბევრი მტერი ჰყავს, თუმცა, მისი ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია. რაც შეეხება ჯოკერს, ამ ქაოსური და იდუმალი პერსონაჟის ქმედებებს არანაირი ლოგიკა არ გააჩნია. ბნელი რაინდი არის ფილმი, რომელმაც უამრავი წესი დაარღვია და რომლითაც ახალი ერა დაიწყო.

მოხუცების ადგილი აქ არ არის (2007)

კოენები

რიო-გრანდეს მახლობლად მონადირე შემთხვევით წააწყდება გვამებს, ჰეროინის პარტიასა და ორ მილიონ დოლარს, რაც საშინელი ძალადობისა და არეულობის დასაწყისად იქცევა. სიუჟეტის ცენტრში ანტონ ჩიგურია – მკვლელი, რომლის შეჩერებაც არავის ძალუძს და რომელსაც თავისი მორალური კოდექსი აქვს… ამ ფილმით ძმებმა კოენებმა კინოს შექმნის ოსტატობა სულ სხვა დონეზე აიყვანეს.

ნავთობი (2007)

ნავთობი

მას შემდეგ, რაც დენიელ ფლეინვიუ კალიფორნიაში ნავთობით მდიდარი მიწის შესახებ გაიგებს, ადგილობრივი მესაკუთრეებისგან მოტყუებით იწყებს მიწის შესყიდვას. რაც უფრო გავლენიანი და მდიდარი ხდება იგი, მით უფრო კარგავს ადამიანურ სახეს. პოლ ტომას ანდერსონის ნავთობი ოჯახის, რელიგიის, სიძულვილისა და სიგიჟის გენიალური ისტორიაა.

მალჰოლენდ დრაივი (2001)

მალჰოლენდ დრაივი

დევიდ ლინჩი მთელი თავისი შემოქმედებით ცდილობდა, ადამიანის ცნობიერება ეკვლია და მისი ყველაზე დაფარული მხარეები გამოევლინა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი კი მალჰოლენდ დრაივია. ლოს-ანჯელესში მსახიობობის სურვილით ჩამოსული ბეტი ხვდება რიტას, ქალს, რომელსაც ავტოავარიის შემდეგ არაფერი ახსოვს. ეს სიურრეალისტური ფილმი ერთ-ერთია 21-ე საუკუნის კინოდან, რომელმაც მაყურებელზე უზარმაზარი გავლენა იქონია.

უსახელო ნაბიჭვრები (2009)

ნაბიჭვრები

ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში ებრაული წარმოშობის ამერიკელი ჯარისკაცებისგან იქმნება ჯგუფი, რომელიც ნაცისტებს სასტიკი მეთოდებით უსწორდება. ესაა მეორე მსოფლიო ომის სრულიად განსხვავებული ისტორია, ტარანტინოსთვის დამახასიათებელი სტილითა და ინდივიდუალობით.

ღმერთის ქალაქი (2003)

ღმერთის ქალაქი

მე-20 საუკუნის 70-იანი წლები. რიო-დე-ჟანეიროს გეტოები. კრიმინალური ბანდები და ბავშვები, რომლებსაც ხელში იარაღი უჭირავთ. ღმერთის ქალაქში ისაა უფრო ძლიერი, ვინც უფრო სასტიკია. ამ ფილმმა განვითარებულ მსოფლიოს მათი კომფორტის მიღმა არსებული – სიღარიბით, ძალადობითა და დაუნდობლობით აღსავსე სამყარო უჩვენა.

 

ალფონსო კუარონიბეტმენიბეჭდების მბრძანებელიბნელი რაინდიგილერმო დელ ტოროდევიდ ლინჩიკაცობრიობის პირმშოკვენტინ ტარანტინოკრისტოფერ ნოლანიმალჰოლენდ დრაივიმარი ბექაურიმოხუცების ადგილი აქ არ არისნავთობიოლდბოიპიტერ ჯექსონიპოლ ტომას ანდერსონიტოლკინიუსახელო ნაბიჭვრებიფავნის ლაბირინთიღმერთის ქალაქიჩან-ვუკ პაკიძმები კოენებიჯოკერი
Previous Post

ჯორდან პილი "ჩვენის" კინოსამყაროს გაფართოებას გეგმავს

Next Post

"ვიცე-პრეზიდენტი" - ფილმი VS სინამდვილე

Next Post
“ვიცე-პრეზიდენტი” – ფილმი VS სინამდვილე

"ვიცე-პრეზიდენტი" - ფილმი VS სინამდვილე

ახალი ამბები

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5488

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2118

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
2940

ბოლოს დამატებული

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020