სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 ყველაზე ფერადოვანი საკულტო ფილმი

Cinemania ავტორი Cinemania
17 ნოემბერი, 2017
რუბრიკა კოლექციები
0
10 ყველაზე ფერადოვანი საკულტო ფილმი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

“ფილმებში თხრობის განსაკუთრებული ხერხი სინათლისა და ფერის გამოყენებაა. მათი მეშვეობით გადმოცემული ამბავი მნახველზე ძლიერ ემოციურ და ინტელექტუალურ ზეგავლენას ახდენს… ამ ყველაფერმა ჩემზეც მოახდინა გავლენა და იმოქმედა იმაზე, თუ როგორ ვიყენებ ფერს ჩემს ფილმებში” — ნათქვამი აქვს რეჟისორ მარტინ სკორსეზეს.

ქვემოთ ჩამოთვლილი, საინტერესო, უნიჭიერესი რეჟისორების მიერ გადაღებული, უკვე საკულტოდ ფილმები იმით არიან გამორჩეულნი, რომ კინოში ფერებით თამაშის მართლაც შესანიშნავ მაგალითებს წარმოადგენენ. მათი ფერთა სიმბოლიკა პირდაპირ ასახავს სიუჟეტის თუ პერსონაჟთა ხასიათების ნიუანსებს და ამ სიმბოლური ფერადოვნებით ისინი მაყურებელზე განსაკუთრებულ ემოციურ შთაბეჭდილებას ტოვებენ.

მაშ, გადავეშვათ ფერების სამყაროში და ერთად გავეცნოთ 10 ყველაზე ფერადოვან და ფერთა გამოყენების მხრივ საკულტო ფილმს.

1. სასტუმრო “გრანდ ბუდაპეშტი” (2014)

უეს ანდერსონის ეს აბრეშუმივით ნაზი, საყვარელი და ნაღვლიანი ფილმი ოქროს ხანის რეჟისორის, ერნსტ ლუბიჩისა და მწერალ შტეფან ცვაიგის ნამუშევრების ზეგავლენითაა გადაღებული. ძველევროპულ, ბაროკოს სტილში გადაწყვეტილი ესთეტიკა, ისტორიული ალუზიები და ხალისიანი ელიტარული თავყრილობები თავგადასავლებით სავსე, ემოციურ, მხიარულ და ამავე დროს ტრაგიკულ ისტორიებს გვიყვება. ბევრ ღირსებასთან ერთად ფილმს ფერადოვნებაც გამოარჩევს, რაც ფილმის ჟანრობრივი კალეიდოსკოპურობის ფონზე კიდევ უფრო თვალშისაცემია.

2. შერბურის ქოლგები (1964)

არ არსებობს 1964 წელს ოპერეტა-მიუზიკლის ერთ-ერთი შედევრის, ჟაკ დემის პასტელური შერბურის ქოლგების მსგავსი ფილმი. უიღბლო სიყვარულის მარტივი, მაგრამ სევდიანი  ამბავი, რომლითაც მსოფლიომ კატრინ დენევი გაიცნო.

ახალგაზრდა შეყვარებულები, ჟენევიევა და გაი, ერთმანეთზე გიჟდებიან და სამომავლო ცხოვრების გეგმებსაც აწყობენ, მაგრამ მათ სიყვარულს საფრთხე ემუქრება — გაის ჯარიდან ალჟირის ომში გაიწვევენ. ჟენევიევას დედას, ქოლგების მაღაზიის მფლობელს, რომელსაც ღარიბი გაი სასიძოდ არ მოსწონდა, მშვენიერი ქალიშვილისთვის უკვე გამზადებული ჰყავს მდიდარი საქმრო.

ესაა ოპერეტის ჟანრში შესრულებული ფილმი-მიუზიკლი, რომელშიც ხან ლაპარაკობენ, ხანაც მღერიან. მიშელ ლეგრანის თავბრუდამხვევი, ნოსტალგიური მუსიკა მაყურებელს ბოლომდე ითრევს, ხოლო ჟაკ დემის მიერ ფერმწერის ოსტატობით შესრულებული ფერადოვნება ფილმის მთავარი ღირსებაა. “ჟაკ დემის ფილმები ტირილამდე ლირიკული და რომანტიკულია, მაგრამ ყოველთვის მძაფრი გადასვლებითა და ნახევარტონებით შემკული – ხშირად ტკბილ-მწარე, ხშირად – უბრალოდ მწარე, – ამბობს სკორსეზე, – და მათი ეფექტი მომაჯადოებელია”.

3. ეჭვი (1977)

იტალიელი დარიო არჯენტოს ეს საშინელებათა ფილმი ნამდვილი შედევრია და წარმატებულად თამაშობს მაყურებლის ნერვებზე. ესაა ამბავი ძველებური ბალეტის აკადემიაში სწავლის მოსურნე გოგონაზე, რომელიც საშინელ მოვლენებში ეხვევა.

ყველაზე შოკისმომგვრელი ამ ფილმში ფერთა თამაშია: მკვეთრი, სახიფათო და აგრესიული. ძირითადი ფერები, შეზავებული სწრაფი მონტაჟის ჯადოსნობით, უცნაური არაადამიანური ქმნილებები და ჰიჩკოკისებური ეფექტი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ჰპირდება მაყურებელს. ბევრის აზრით, არჯენტო ჰორორ კინოს სერჯო ლეონეა – ეჭვი ჰიპნოტური ფილმია, რომლის ეფექტს ფერთა ოსტატური გამოყენება კიდევ უფრო აძლიერებს.

4. ჩურჩული და ყვირილი (1972)

ლეგენდარული შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის მოგზაურობა რწმენის, მწუხარების სამყაროსა და ქალის ფსიქიკაში. მოძრავი ეკრანისა და ხასხასა ფერების ურთიერთშეხამების გარდა, რეჟისორის თვალი განსაკუთრებით ჩერდება წითელზე, რომელიც, კრიტიკოსების აზრით, ცოდვისა და სისხლის სიმბოლოა.

კიბოთი დაავადებული აგნესი ნელ-ნელა კვდება, მისი დები საკუთარი გონებრივი სატანჯველით არიან მოცულნი. რა ხდება ასეთ ოჯახში? რით შეუძლიათ ნათესავებს ავადმყოფის დახმარება, თუ მათ თავად დახმარება სჭირდებათ?

რეჟისორი ოსტატურად იყენებს გარდამავალ წითელ ფერებს და ამით ცდილობს ქალების ფსიქოლოგიის, დრამისა და იდიოსინკრატული სამყაროს გადმოცემას.

5. ზიზღი (1963)

საკულტო რეჟისორის, ჟან-ლუკ გოდარის ეს ექსპერიმენტული და შესანიშნავი ფილმი მის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ნამუშევრადაა აღიარებული. ისაა ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ფილმი, გადაღებული ფილმის გადაღების პროცესზე. კუნძულ კაპრიზე იღებენ ისტორიულ ფილმს ოდისევსზე და პენელოპეზე, რომლის ფრანგი სცენარისტი პოლი ცოლზე და ამერიკელ პროდიუსერზე ეჭვიანობს.

გარდა იმ დროის ვარსკვლავური სამსახიობო ანსამბლისა (ბრიჯიტ ბარდო, მიშელ პიკოლი), გოდარის ამ ფილმს ღირსებას სძენს ექსპერიმენტული კოლაჟები, ძვირფასი ნივთები, ხმელთაშუაზღვიური გარემო და, რასაკვირველია, რეჟისორის მიერ წითელი, თეთრი/პოლიქრომული და ლურჯი ფილტრების ოსტატური გამოყენება. ფერთა თამაშის, ლიცლიცისა და ტონების დრამატული მონაცვლეობა დაძაბულ ატმოსფეროს კიდევ უფრო ამძაფრებს და ამ ფილმს დაუვიწყარ სანახაობად აქცევს.

6. წითელი ფეხსაცმელები (1948)

წითელი ფეხსაცმელები დრამატული კინემატოგრაფიის კლასიკაა. ამბავი მოგვითხრობს ნიჭიერ ბალერინაზე, სახელად ნიკი პეიჯი, რომელიც საკუთარ ოცნებასა და სიყვარულს შორის იხლიჩება. ნიკის ემოციური სტრესი, ცხოვრებისეული სირთულეებისადმი მიდგომის ტაქტიკა და სხვა ნიუანსები იმდენად კრეატიულია, რომ მე-20 საუკუნის შუაგულში გადაღებული ეს ფილმი დროს უძლებს და დღემდე აოცებს მაყურებელს.

ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით შექმნილ სცენარში წითელი მაშიები ბალერინას გაჩერების საშუალებას არ აძლევს, და ასევე არ ჩერდება შთაბეჭდილებების ნაკადი. “ეს ფილმი ჩემს გულზე მოქმედებს” – ამბობს ისევ და ისევ სკორსეზე. იმის მიუხედავად, თუ რა პერიოდშია გადაღებული, წითელი ფეხსაცმელები გვაოცებს კამერის პოზიციებით, შესანიშნავი ქორეოგრაფიით და საინტერესო მონტაჟით. შეიძლება ითქვას, ყველაზე მოძრავი და ფერადი ფენტეზი მიუზიკლია.

7. სამი ფერის ტრილოგია (1993 – 1994)

ლეგენდარული პოლონელი რეჟისორის, კშიშტოფ კისლიოვსკის ბრწყინვალე ნამუშევარი საფრანგეთის დროშის ფერებზე და დევიზზე მოხდენილი თამაშია. სამი ფერი: ლურჯი (1993), სამი ფერი: თეთრი (1994), და სამი ფერი: წითელი (1994) გამოსვლის დღიდან კინომოყვარულთა მარადი დისკუსიისა და მსჯელობის საგანია.

როგორც ტრილოგიის შემადგენელი ფილმების სახელები გვეუბნება, რეჟისორი აღნიშნულ ფერებს გარკვეულ სიმბოლიკას ანიჭებს და იმ ფერის საგანს ან საგნებს ფილმში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაყურებელს არ შეუძლია, ფერებს სხვა, თავისებური ახსნა მოუძებნოს.

8. სასიყვარულო განწყობა (2000)

ჩინეთის, კამბოჯისა და ტაილანდის ერთობლივი ნამუშევარი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს თანამედროვა აზიურ კინოში. ფილმის მოქმედება ჰონგ კონგში 1962 წელს ვითარდება და მოგვითხრობს მეზობლებზე, რომლებიც ქმრების სავარაუდო საყვარლებზე ეჭვებს უზიარებენ ერთმანეთს.

ნათელ ფერებს დამატებული წითელი მგრძნობიარე, ცოტა დანისლულ განწყობას ქმნის და სასიყვარულო განწყობას კინოისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სევდიან, ნოსტალგიურ ფილმებში უჩენს საპატიო ადგილს.

9. წითელი უდაბნო (1964)

წითელი უდაბნო მიქელანჯელო ანტონიონის პირველი ფერადი კინოსურათია. ჯულიანა (მონიკა ვიტი) დიასახლისია, რომელიც შვილთან და მეუღლესთან ერთად ჩრდილოეთ იტალიაში, რავენში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ ავტოკატასტროფაში მოყოლილი ქალი ყველაფრის მიმართ შიშს განიცდის. მისი მეუღლის მეგობრის, კორადოს საშუალებით იგი სულის სიღრმეში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს.

ფილმის გამოსვლიდან მალევე აღნიშნეს ანტონიონის ინოვაციური ფერწერა (ინდუსტრიული ლანდშაფტის ეფექტის მისაღებად მან ბალახი და ხეები “გააფერადა”).

10. თავბრუსხვევა (1958)

ფერების გამოყენების კიდევ ერთი დიდებული მაგალითი – ვერტიგოს, იგივე თავბრუსხვევას, ხშირად ალფრედ ჰიჩკოკის ყველაზე პერსონალურ ფილმად მიიჩნევენ.

ჰიჩკოკის ეს კლასიკა ყოფილ პოლიციელზე მოგვითხრობს, რომელსაც სთხოვენ, თავისი ძველი მეგობრის ცოლით – მოჩვენებებით შეწუხებული ქალით დაინტერესდეს. სიმაღლის შიშით შეპყრობილი მამაკაცი, საუბედუროდ, სიმაღლისკენ უნდა გაჰყვეს ქალს, რომლის მიმართ არაჯანსაღი ლტოლვითაა შეპყრობილი.

მთელი ნაშრომები შეიძლება დაიწეროს ვერტიგოს მრავალ ინდივიდუალურ ასპექტზე – მის ექსტრაორდინალურ ვიზუალურ სიზუსტეზე, რომელიც ზუსტად გვიჩვენებს პერსონაჟების სულის სიღრმეებს, იდუმალებასა და პოეტურ მომენტებზე. თავბრუსხვევა წმინდად მონუმენტური და ილუსტრაციული ნამუშევარია, რომელიც ფერების თამაშით შექმნილ ფილმებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

დარიო არჯენტოეჭვიზიზღითავბრუსხვევაინგმარ ბერგმანიკატრინ დენევიკშიშტოფ კისლიოვსკიმარტინ სკორსეზემიქელანჯელო ანტონიონიჟაკ დემიჟან-ლუკ გოდარისაკულტო რეჟისორებისამი ფერის ტრილოგიასასიყვარულო განწყობასასტუმრო "გრანდ ბუდაპეშტი"უეს ანდერსონიფერადოვნებაფერებიფერთა გამაფილმებიშერბურის ქოლგებიჩურჩული და ყვირილიწითელი უდაბნოწითელი ფეხსაცმელებიჰიჩკოკი
Previous Post

ჯეიმს ფრანკო Marvel-ის კომიქსის გმირს ითამაშებს

Next Post

როგორ იქმნებოდა "დანის პირზე მორბენალი 2049"-ის მინიატურული ქალაქი

Next Post
როგორ იქმნებოდა “დანის პირზე მორბენალი 2049”-ის მინიატურული ქალაქი

როგორ იქმნებოდა "დანის პირზე მორბენალი 2049"-ის მინიატურული ქალაქი

ახალი ამბები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ბოლოს დამატებული

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020