აქამდე ჩვენ წარმოგიდგინეთ 10 სამეცნიერო ფანტასტიკა, რომლებიც ასევე შესანიშნავი და ბევრიც საკულტო საი-ფაი წიგნის ეკრანიზაციას წარმოადგენს. დღეს კი გვინდა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სხვა გამოჩენილი ფილმები გაგაცნოთ, რომლებიც ამ მნიშვნელოვან მიმდინარეობაში საკუთარ გამორჩეულ სიტყვას ამბობენ.
1. ექს რობოტი – Ex Machina
ახალგაზრდა კაცს ქირაობს მილიარდერი, რომელმაც ფული მაღალტექნოლოგიური გამოგონებებით იშოვა. მამაკაცს ევალება, ერთი კვირა გაატაროს საიდუმლო ადგილას, სადაც მას ხელოვნური ინტელექტის მქონე ქალი-რობოტის ტესტირება მოუწევს.
2. დეტონატორი – Primer
გამომგონებელი მეგობრები გარაჟში ააწყობენ მოწყობილობას, რომელსაც ობიექტის მასის დაპატარავება შეუძლია, მაგრამ შემთხვევით აღმოაჩენენ გაუთვალისწინებელ ძალას და მოწყობილობის შესაძლებლობებს, რომელთა დახმარებითაც თითქმის ყველაფერის გაკეთება შეუძლიათ.
3. ვარსკვლავური გზა სიბნელეში – Star Trek Into Darkness
“ვარსკვლავური გზის” მორიგი თავგადასავალი. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, ხომალდ “ენტერპრაიზის” გუნდი ამჩნევს, რომ მათი ორგანიზაციის საქმიანობა და პრინციპები შიგნიდან იხრწნება. ფლოტი გაუაზრებლობის შიშითა და უმოქმედობითაა შებოჭილი. მსოფლიო კი ნელ-ნელა მიექანება წყვდიადისაკენ. კაპიტანი კირკი თავის თავზე იღებს ქაოსთან ბრძოლას.
4. ხელსაყრელი – Adventageous
ახლო მომავლის ქალაქში ეკონომიკური სიძნელეებია. მიუხედავად ამისა, გვენი და მისი ქალიშვილი ჟიული ყველაფერს აკეთებენ ცხოვრების ხალისის შესანარჩუნებლად.
5. უკუნი სიბნელე — Pitch Black
უკაცრიელ პლანეტაზე ხომალდის დამტვრევის შემდეგ პილოტი კაროლინ ფრაი და დანარჩენი მგზავრები, მკვლელი რიდიკისა და პოლიციელ უილიამ ჯეი ჯონის ჩათვლით, საშინელი არსებების მთელს ჯარს გადააწყდებიან, რომელთა ერთადერთ სუსტ წერტილს სინათლის სხივი წარმოადგენს. ღამით, როცა უცხოპლანეტელები შეტევისთვის ემზადებიან, მგზავრებს ისღა დარჩენიათ, რიდიკის სიბნელეში ხედვის ზებუნებრივ უნარს დაეყრდნონ, რაც მათი ბოლო იმედია სინათლეში გასასვლელად.
6. მატრიცა – The Matrix
ვაჩოვსკების ტრილოგიის გარეშე სამეცნიერო ფანტასტიკის კინოს წარმოდგენა შეუძლებელია. თომას ა. ანდერსონი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. დღისით ის კომპიუტერის პროგრამისტია, ღამით კი ჰაკერი, სახელად ნეო. ის გაიცნობს მორფეუსს, ლეგენდარულ ჰაკერს, რომელიც მას შოკის მომგვრელ სიმართლეს გაუმხელს ჩვენს რეალობაზე.
7. მთვარე — Moon
სემის კონტრაქტი იწურება: მან სამი წელი მთვარეზე გაატარა, სადაც იშვიათი გაზის მოპოვების ავტომატიზებულ ქვესადგურს აქცევდა ყურადღებას. მარტოობის სამმა წელმა შეიძლება ნებისმიერი ადამიანი შეცვალოს. დედამიწაზე დაბრუნებამდე ორი კვირით ადრე სემი თავის შემცვლელს ხვდება, რომელიც გაჭრილი ვაშვილით ჰგავს მას. იქნებ ეს ჰალუცინაციაა? ან იქნებ დადამიწაზე რამე მოხდა და სახლიდან წლების მანძილზე მიღებული ვიდეო-გზავნილები ყალბია…
8. ტერმინატორი – The Terminator
მორიგი საკულტო ფილმი, რომლის გარეშეც სამეცნიერო ფანტასტიკა წარმოუდგენელია. პოსტაპოკალიპტურ მომავალში სუპერკომპიუტერები ტელეპორტით კიბორგ მკვლელს გამოგზავნიან, რომელიც “ტერმინატორის” სახელით არის ცნობილი. ტერმინატორის მიზანია, გაანადგუროს სარა კონორი, რომლის შვილი მომავალში, 21-ე საუკუნეში, მექანიკური ჰეგემონიის წინააღმდეგ აჯანყებულ ადამიანთა ლიდერი იქნება. ამავე დროს, ერთ მებრძოლს ადამიანებიც აგზავნიან სარას დასაცავად. შეძლებს თუ არა იგი ამ ვირტუალური მკვლელი მანქანის შეჩერებას?
9. მონსტრო – Cloverfield
იაპონიაში მიმავალი რობის გამოსამშვიდობებელ საღამოს საზარელი ამბავი არღვევს — ნიუ-იორკს რაღაც გაურკვეველი დაესხა თავს. არმია უძლურია გიგანტური მონსტრის წინაშე, მანჰეტენი დახურულ ზონადაა გამოცხადებული. მაგრამ ცენტრალური პარკის მახლობლად რობის შეყვარებულია გასაჭირში.
10. შადრევანი — The Fountain
დარენ არანოვსკის ოსკაროსანი ფილმი — ათასი წლის გავლით და სამი პარალელური ისტორიით, ეს არის ამბავი სიყვარულზე, სიკვდილზე, სულიერებაზე და ჩვენი არსებობის ამაოებაზე ამქვეყნად.