სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 ფილმი, თუ ფსიქოლოგია გიყვართ

Cinemania ავტორი Cinemania
7 მაისი, 2019
რუბრიკა კოლექციები
0
სახიფათო მეთოდი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ქვემოთ ჩამოთვლილი ფილმები დრამის ჟანრს მიეკუთვნება და გვიყვება ისტორიებს ფსიქოპათოლოგიებზე, დამოკიდებულებაზე, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე, ფსიქოლოგებზე და ექსპერიმენტებზე. მოკლედ, თუ ფსიქოლოგია გიყვართ, ეს 10 ფილმი თქვენთვისაა:

უკეთესი არ არსებობს (1997)

უკეთესი არ არსებობს

სიუჟეტის ცენტრში ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე შუახნის ასაკის კაცია, რომელსაც ეძლევა შანსი, თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ფილმი ნათლად გვიჩვენებს, თუ რა სირთულეების გადალახვა უწევს ადამიანს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით.

მექანიკური ფორთოხალი (1971)

მექანიკური ფორთოხალი

ენტონი ბერჯესის რომანის კუბრიკისეული ეკრანიზაცია სასტიკი ფსიქოპათის ისტორიას აცოცხლებს. ალექსი, თავის მეგობრებთან ერთად, მიზანმიმართულად სჩადის ბოროტებას, რითაც თითქოს ამტკიცებს, რომ მექანიკურად მოქმედი არსება არ არის. ციხეში მოხვედრის შემდეგ, თავისუფლების მოპოვების სურვილით, ის თანხმდება ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტში მონაწილეობას, რომლის მიზანიც ადამიანში ბოროტებისა და ძალადობრივი მიდრეკილებების განადგურებაა.

სირცხვილი (2011)

სირცხვილი

ახალგაზრდა კაცს, რომელიც სექსითაა შეპყრობილი, დესტრუქციელი პირადი ცხოვრება აქვს და მისი ობსესია მისი სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას…

შავი გედი (2010)

შავი გედი

წამყვანი ბალერინას გრაციოზული მოძრაობების უკან მძიმე შრომა, ოფლი და ცრემლი დგას. დგას მოძალადე დედის გამუდმებული კონტროლი და შეშლილობა, რომელიც ნაწამები სულისთვის ჩახშული სურვილების გათავისუფლების ადგილია.

შინაგანი ცეცხლი (1963)

შინაგანი ცეცხლი

ისტორია ალკოჰოლზე დამოკიდებულ ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც სარეაბილიტაციო კლინიკა ახლახანს დატოვა და სამყაროსთან ურთიერთობა უჭირს. უჭირს, გაუმკლავდეს მუდმივ სევდასა და დეპრესიას, რომელიც საშუალებას არ აძლევს, სხვა ადამიანებივით იცხოვროს.

სახიფათო მეთოდი (2011)

სახიფათო მეთოდი

ფილმი იკვლევს ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ფსიქოლოგიის ორი ყველაზე გამორჩეული ფიგურის – ზიგმუნდ ფროიდისა და კარლ გუსტავ იუნგის ურთიერთობიდან.

კრისტინი (2016)

კრისტინი

ფილმი რეალურ ამბავს ეფუძნება და გვიყვება ისტორიას ტელეწამყვანზე, რომელმაც თავი პირდაპირ ეთერში მოიკლა. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ კარგავს თანდათან მთავარი გმირი კავშირს რეალობასთან, იქცევა თვითდესტრუქციულად, ემართება დეპრესია და პიროვნული დეზორიენტაცია, რასაც საბოლოოდ, ფატალურ დასასრულამდე მიჰყავს.

ბრწყინვალე გონება (2001)

ბრწყინვალე გონება

ფილმი გენიოსი მათემატიკოსის, ჯონ ნეშის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ცხოვრებაზე, სადაც მან თავისი რევოლუციური აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიიღო, და ცხოვრებაზე, სადაც ის პარანოიით იტანჯებოდა.

შეწყვეტილი ცხოვრება (1999)

შეწყვეტილი ცხოვრება

ნერვული შეტევის შემდეგ, ფილმის მთავარი გმირი ფსიქიატრიულ კლინიკაში ხვდება, სადაც სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებების მქონე ქალებს უმეგობრდება. ერთ-ერთი კი მას გაქცევაში დაარწმუნებს… ფილმი ეფუძნება სუზანა კეისენის ავტობიოგრაფიულ წიგნს, რომელიც ფსიქიატრიულში გატარებულ 18 თვეს აღწერს.

ექსპერიმენტი (2010)

ექსპერიმენტი

ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, სადაც კვლევის მონაწილეებს პატიმრის ან მცველის როლი აქვთ… ფილმი ეფუძნება ფილიპ ზიმბარდოს გახმაურებულ ციხის ექსპერიმენტს, რომლის შედეგებმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო.

 

ბრწყინვალე გონებაენტონი ბერჯესიექსპერიმენტიზიგმუნდ ფროიდიკარლ გუსტავ იუნგიკრისტინიმარი ბექაურიმექანიკური ფორთოხალისახიფათო მეთოდისირცხვილისტენლი კუბრიკისუზანა კეისენიუკეთესი არ არსებობსფილიპ ზიმბარდოშავი გედიშეწყვეტილი ცხოვრებაშინაგანი ცეცხლიჯონ ნეში
Previous Post

ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომელიც GOT-ის მეოთხე სერიაში პერსონაჟების სიკვდილს მოასწავებს

Next Post

GOT-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოვიდა

Next Post
GOT-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოვიდა

GOT-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოვიდა

ახალი ამბები

როგორები იქნებოდნენ გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები დღეს

როგორები იქნებოდნენ გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები დღეს

ავტორი Cinemania
12 აპრილი, 2021
0

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5644

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3306

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6349

ბოლოს დამატებული

როგორები იქნებოდნენ გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები დღეს

როგორები იქნებოდნენ გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები დღეს

ავტორი Cinemania
12 აპრილი, 2021
0

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020