სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 ფილმი შესანიშნავი ოპერატორული ნამუშევრით

Cinemania ავტორი Cinemania
13 ივნისი, 2019
რუბრიკა კოლექციები
0
10 ფილმი შესანიშნავი ოპერატორული ნამუშევრით
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კინემატოგრაფს ეძახიან “მხატვარს შუქის დახმარებით”, ოპერატორული ნამუშევარი კი კინოწარმოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ოპერატორებს პირდაპირი ურთიერთობა აქვთ რეჟისორებთან და ისინი ერთად ქმნიან სასურველ გამოსახულებას. ზოგიერთი ოპერატორი თავის სფეროში ლეგენდა გახდა, მათ სხავდასხვა ინსტრუმენტითა და მეთოდით უნიკალური სტილი შექმნეს. წარმოგიდგენთ სხვადასხვა ჟანრის ფილმების კოლექციას, რომლებშიც ოპერატორული ნამუშევარი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

 

ლევიათანი (2013)

ჰარვარდის უნივერსიტეტის სენსორული ეთნოგრაფიის ლაბორატორიას არაერთი საინტერესო დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული. ლევიათანი ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში დოკუმენტური კინოს ჟანრშია გადაღებული ბევრი წყალგაუმტარი GoPro კამერით, რომლებიც სათევზაო გემის ყველა ნაწილში იყო დამაგრებული, მათ შორის მეზღვაურებზეც. პატარა ციფრულმა კამერებმა ნამდვილად წარმოუდგენელი ხედები გადაიღეს.

შუაღამე პარიზში (2011)

ფილმის ოპერატორი დარიუს ჰონჯია, რომელსაც მჭიდრო სამსახურეობრივი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა სხვადასხვა ტიპის რეჟისორებთან. კომედიურ მელოდრამაში, პარიზი რომანტიკულ ადგილად, თბილ ფერებში არის წარმოდგენილი. გადაღებები Kodak-ის 35 მმ. ფირზე მიმდინარეობდა, შემდეგ მასალა ციფრულად დამუშავდა და ჯამში შესანიშნავი შედეგი მივიღეთ.

ქალაქი, რომელსაც დაისის ეშინოდა (2014)

ფილმის სიუჟეტი სერიული მკვლელის დანაშაულებს ეფუძნება, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში მოხდა. ეს საშინელებათა ფილმი Sony-ს ფირმის არაჩვეულებრივი კამერით არის გადაღებული. ფილმი სავსეა მკვეთრი ფერებით, ობიექტების გარეშემო ნათებით და ასევე შესამჩნევია ფოკუსის რბილი გადასვლები, რაც, პრინციპში, თანამედროვე კინემატოგრაფიაში ერთგვარი კლიშეცაა. ძალიან კარგია, როგორც განათება, ისე კამერის მძრაობები.

ველური სამხრეთის ცხოველები (2012)

მსახიობი კუავენჟაეი უოლისი 9 წლის ასაკში ოსკარის ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი გახდა კინოპრემიის ისტორიაში. ეს ფილმი შესანიშნავია არა მარტო თავისი ჯადოსნური რეალიზმით, არამედ ის კიდევ ერთი ნათალი მაგალითია იმისა, თუ როგორ წარმატებით შეიძლება შეერწყას ერთმანეთს ფირი და ციფრული დამუშავება. თავდაპირველად ფილმი 16 მმ. ფირით გადაიღეს, შემდეგ კი გააციფრულეს.

ოზი – დიდებული და ძლევამოსილი (2013)

ეს ფილმი ხელოვნურად დამუშავებული ნამუშევარია. გადამღები ჯფუდი ოპერატორ პიტერ დემინგთან ერთად, რომელსაც არაერთხელ უმუშავია დევიდ ლინჩთან, დიდი მონდომებით ქმნიდა ძველი ჰოლივუდისთვის დამახასიათებელ მხატვრულ სტილს. მაგრამ ძველი ტექნოლოგიების ნაცვლად თანამედროვე რეზოლუციური კომპიუტერული ტექნოლოგიები გამოიყენეს. ფილმი 3D ფორმატში არის გადაღებული.

დაწყევლილი კოცნა (2013)

ქსან კასავეტის გოთიკურმა საშინელებათა ფილმმა 1970-იანი წლებისგან რბილი ფოკუსირება ისესხა, რომელიც, უმეტესად, დაბალი ხარისხის ფილმებს ახლდა. ასეა თუ ისე, ეს ნამდვილად კარგი ნამუშევარია. რამდენიმე დეტალს თუ არ გავითვალისწინებთ, ეს ფილმი არ არის ზემოთ ნახსენები სტილის პირდაპირი ასლი. ფილმი რეტრო სტილისადმი პატივისცემას უფრო გამოხატავს და არა იმიტირებს მას.

ტაბუ (2012)

მიგელ გომეშის მესამე მხატვრული ფილმი, რომელმაც რეჟისორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. პორტუგალიელი რეჟისორის ისტორიამ განწირულ სიყვარულზე უამრავი კრიტიკოსის სიმპათია დაიმსახურა. ოეპრატორი რუი პოსასი “ძველი სკოლის” წარმომადგენელია. ფილმი 16მმ. შავ-თეთრ ფირზეა გადაღებული. გომესმა ფ. ვ. მურნაუს 1931 წელს გადაღებული ფილმიდან სახელის გარდა, ორსაათიანი შავ-თეთრი მუნჯი კინოს სტრუქტურაც გამოიყენა.

ჰუგო (2011)

მარტინ სკორსეზემ ამ სათავგადასავლო ფილმში ჟორჟ მელიესის კინემატოგრაფიული მემკვიდრეობის გამოსაკვლევად ფაქტები და თხზულება შეურია. “ჰუგო” პირველი ფილმი გახდა, რომელიც ციფრული ფოტოკამერით Arri Alexa-თი გადაიღეს. რობერტ რიჩარდსონმა, რომელმაც ოსკარი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის მიიღო, გამოიყენა რეალური ადგილები და ბუნებრივი განათება, როდესაც ეს შესაძლებელი იყო. მაგალითად, ბიბლიოთეკის სცენის განათება – ეს არ არის ციფრული ილუზია, არამედ ნამდვილი მზის შუქია.

მაკბეტი (2015)

“მაკბეტი” ავსტრალიელი რეჟისორის ჯასტინ კურზელის მეორე ნამუშევარია. რეჟისორის შთაგონების წყაროდ იტალიური შუა საუკუნეების ფერწერის ფერები იქცა, რომელიც ლურჯს, ოქროსფერს და წითელს გულისხმობს. კომპოზიციები ასევე მოგაგონებთ რენესანსის ეპოქის პირველნახევარის ნახატებს და ფრესკებს.

ნამე (2017)

და ბოლოს, ქართველი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ფილმი უნდა აღვნიშნოთ, რომელსაც საფუძვლად ქართული მითები უდევს. მისტიკურმა ფილმმა მსოფლიო მასშტაბით მოიპოვა აღიარება, ფილმის ოპერატორმა კი, გიორგი შველიძემ, ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების დაჯილდოებაზე Spotlight კატეგორიაში გაიმარჯვა.

დაწყევლილი კოცნაველური სამხრეთის ცხოველებიკოლექციებილევიათანიმაკბეტინამეოზი - დიდებული და ძლევამოსილიტაბუქალაქი რომელსაც დაისის ეშინოდაშუაღამე პარიზშიჰუგო
Previous Post

დონა ბარბარას როლის შემსრულებელი, ედიტ გონსალესი გარდაიცვალა

Next Post

კიანუ რივზის 20 ინტერნეტმემე, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ უყვარს ის მსოფლიოს

Next Post
კიანუ რივზის 20 ინტერნეტმემე, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ უყვარს ის მსოფლიოს

კიანუ რივზის 20 ინტერნეტმემე, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ უყვარს ის მსოფლიოს

ახალი ამბები

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ავტორი Cinemania
25 თებერვალი, 2021
0

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
24 თებერვალი, 2021
1

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

ავტორი Cinemania
23 თებერვალი, 2021
1

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
646

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
2566

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3008

ბოლოს დამატებული

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ავტორი Cinemania
25 თებერვალი, 2021
0

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
24 თებერვალი, 2021
1

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

ავტორი Cinemania
23 თებერვალი, 2021
1

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020