სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 ფილმი ომზე

Cinemania ავტორი Cinemania
9 აგვისტო, 2018
რუბრიკა კოლექციები
0
კადრი ფილმიდან "ჯარისკაცის მამა"

კადრი ფილმიდან "ჯარისკაცის მამა"

0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მილიონობით ადამიანს აქვს გამოვლილი ტრაგედია, რომელსაც ომი ჰქვია. ეს არის თემა, რომელიც კინორეჟისორებისთვის ამოუწურავია და მოუბეზრებლად იღებენ ფილმებს ომზე და ადამიანების ბედისწერაზე. რუსეთ-საქართველოს ომიდან, რომელშიც 170 ადამიანი დაიღუპა, უკვე 10 წელი გავიდა. აგვისტოს ომთან დაკავშირებით გთავაზობთ 10 ფილმს, რომელიც ამ საშინელი მოვლენის სიმძიმეს კიდევ ერთხელ გაგვააზრებინებს.

 

 აგვისტოს 5 დღე (2011)

პირველ რიგში, რენი ჰარლინის ფილმი უნდა აღვნიშნოთ, რომელიც სწორედ აგვისტოს ომს ეძღვნება. ფილმის გადაღებები 2009 წელს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით წალკაში დაიწყო, შემდეგ კი გორში, ვაზიანში და თბილისში გაგრძელდა. საქართველოს პრეზიდენტის როლი ენდი გარსიამ შეასრულა. ფილმში მოვლენები ამერიკელი ჟურნალისტის, მისი ოპერატორის და ქართველი მოქალაქეების თვალით არის დანახული. ფილმში ასევე მონაწილეობენ რუპერტ ფრენდი, ემანუელ შრიკი, ველ კილმერი და სხვ.

რისხვა (2014)

დევიდ აიერის ფილმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. ის სასიკვდილო მისიაზე მოგვითხრობს, რომელშიც 5-კაციანი სატანკო ბრიგადაა ჩართული. ფილმში გამოყენებულია ორი ტანკი “შერმანი” და “ტიგერი” (ვეფხვი), რომლებიც ტანკების მუზეუმიდან ბოვინგტონიდან იქირავეს. მიუხედავად თანამედროვე ტენდენციებისა, გამოიყენონ ციფრული კინოკამერები, “რისხვის” გადაღებები კინოფირით მიმდინარეობდა. ფილმში მთავარ როლებს ბრედ პიტი, ლოგან ლერმანი და შია ლაბაფი ასრულებენ.

ჰაქსოუს გმირი (2016)

მელ გიბსონის ფილმი, რომელიც რეალურ მოვლენებს ასახავს. ფილმის სიუჟეტი დესმონდ დოსის ისტორიას მოგვითხრობს, რომელმაც უარი თქვა ადამიანების მკვლელობაზე სინდისის ქენჯნის მიზეზით. ის იყო პირველი არასამხედრო, რომელმაც ღირსების მედალი მიიღო. დოსის როლი ენდრიუ გარფილდმა შეასრულა. ფილმი ოსკარზე 6 კატეგორიაში იყო ნომინირებული, რომლიდანაც ორში გაიმარჯვა: საუკეთესო ხმისთვის და საუკეთესო მონტაჟისთვის. ფილმი ასევე იყო ნომინირებული ოქროს გლობუსზე სამ, BAFTA-ზე კი – ხუთ კატეგორიაში.

შინდლერის სია (1993)

სტივენ სპილბერგის საუკეთესო ნამუშევარი, რომელმაც 7 ოსკარი მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო სურათის და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციებშიც. რეჟისორი ათი წელი ატარებდა იდეას გადაეღო ფილმი ჰოლოკოსტის შესახებ, ცდილობდა პროექტი სხვა რეჟისორებისთვის გადაეცა, მაგრამ საბოლოოდ მაინც თავად გადაიღო. “შინდლერის სია” ბიოგრაფიული დრამაა გერმანელი ბიზნესმენის ოსკარ შინდლერის შესახებ. “კვალიფიცირებული სპეციალისტების” სიის დახმარებით მან 1200 ადამიანის გადარჩენა მოახერხა.

საულის ვაჟი (2015)

სცენარისტებმა ასობით დოკუმენტური კინოფირების არქივი გადაქექეს, სანამ საქმეს შეუდგებოდნენ. ეს აუცილებელი იყო სიკვდილის ბანაკის თითოეული დეტალის აღსადგენად. მოქმედება ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ხდება. მთავარი გმირი, საული, პატიმრების სპეციალურ ჯგუფში შეჰყავთ, რომლებსაც ბინძურ საქმეებს ავალებენ. ლაშლო ნემეშისის ფილმმა, რომელიც საკმაოდ რთული საყურებელია, ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის მიიღო.

ირმებზე მონადირე (1978)

მაიკლ ჩიმინოს საოცარი ნამუშევარი სამ მიამიტ მეგობარზე, რომლებიც ომს, როგორც დროის ერთ მონაკვეთს აღიქვამენ და არ იციან, თუ რა ჯოჯოხეთი ელოდებათ წინ. ერთ-ერთ მათგანს სამუდამოდ უჩნდება დანაშაულის გრძნობა, მეორე ხეიბარი რჩება, მესამის ბედისწერა კი იმდენად ტრაგიკულია, რომ გულგრილს არც ერთ მაყურებელს არ დატოვებს. კრისტოფერ უოკენის როლი ერთ-ერთი გამორჩეულია მის კარიერაში: კეთილი, მხიარული, შეყვარებული ახალგაზრდა, რომელსაც წინ მთელი ცხოვრება ჰქონდა, ომის შემდეგ საკუთარი თავი დაკარგა, თითქოს ის სამუდამოდ მძევალი დარჩა. ფილმმა ოსკარზე 9 ნომინაციიდან 5 კატეგორიაში გაიმარჯვა.

ცხოვრება მშვენიერია (1998)

რობერტო ბენინის ფილმში მოქმედება საკონცენტრაციო ბანაკში ვითარდება, სადაც მამა მთელი ძალებით ცდილობს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენასთან ერთად, ბავშვის ფსიქიკა გადაარჩინოს. ყველა უბედურებას რაც ხდება, ის ხსნის როგორც თამაშს, რომლის მთავარი პრიზიც ტანკია. ტანკის მისაღებად კი წესების დაცვაა საჭირო: დაემალო დაცვას, არ ითხოვო საჭმელი, არ იტირო და არ იწუწუნო. ფილმი ოსვენციმის პატიმრის წიგნის “მე დავამარცხე ჰიტლერი” მიხედვითაა გადაღებული. ფილმმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა და მიიღო უამრავი ჯილდო, მათ შორის სამი ოსკარი.

რიგითი რაიანის გადასარჩენად (1998)

სტივენ სპილბერგის კიდევ ერთი ფილმი გმირებზე და ტრაგედიაზე. “ბლოკბასტერი ადამიანური სახით” – ფილმმა ეკრანებზე გამოსვლიდან მალევე დაიმსახურა მაყურებლის და კრიტიკოსების სიყვარული. “რიგითი რაიანის გადასარჩენად” 1999 წლის ოსკარის ტრიუმფატორი გახდა, რომელმაც 5 ქანდაკება მიიღო. სპილბერგის ნამუშევარი დღემდე ინარჩუნებს უმაღლეს შეფასებებს და ამერიკის კინემატოგრაფიის ღირსებად ითვლება.

დიუნკერკი (2017)

ქრისტოფერ ნოლანის ბოლო ნამუშევარი, რომელიც დიუნკერკის ოპერაციას ეყრდნობა. მოქმედება ფილმში 1940 წელს საფრანგეთში ვითარდება და უამრავი ადამიანის გადარჩენის ისტორიას მოგვითხრობს. ფილმმა აღაფრთოვანა კრიტიკოსები, რომლებიც განსაკუთრებით რეჟისურას და დადგმას გამოარჩევდნენ, ბევრი კი ამ ფილმს ნოლანის კარიერაში საუკეთესოდ ასახელებს. “დიუნკერკმა” განსაკუთრებული ადგილი დაიკავა საომარ ფილმებს შორის და 8 ოსკარის ნომინაციიდან სამში გაიმარჯვა.

ჯარისკაცის მამა (1964)

და ბოლოს… ამბავი, რომელმაც მთელი მსოფლიო აატირა. რეზო ჩხეიძის “ჯარისკაცის მამა”, რომელიც მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში ომის თემაზე შექმნილ ფილმებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ბევრმა არ იცის, რომ ფილმში სცენარისტის, სულიკო ჟღენტის პირადი ცხოვრების რეალური ამბავია გამოყენებული, რომელიც 18 წლის ასაკში ოჯახის დაუკითხავად ომში მოხალისედ წავიდა, ერთ-ერთი შეტაკებისას მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალში მოათავსეს, მამამისმა კი შვილის მოსაძებნად მძიმე გზა გაიარა. დღეს მაყურებელს “ჯარისკაცის მამის” ფერადი ვერსიის ნახვაც შეუძლია.

აგვისტოს 5 დღედიუნკერკიირმებზე მონადირეკოლექციარიგითი რაიანის გადასარჩენადრისხვასაულის ვაჟიშინდლერის სიაცხოვრება მშვენიერიაჯარისკაცის მამაჰაქსოუს გმირი
Previous Post

რიჩარდ გირი 68 წლის ასაკში ისევ მამა ხდება

Next Post

მონიკა ბელუჩის სილამაზის 7 საიდუმლო

Next Post
მონიკა ბელუჩი

მონიკა ბელუჩის სილამაზის 7 საიდუმლო

ახალი ამბები

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2518

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5595

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
3711

ბოლოს დამატებული

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020