სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 ფილმი კოსმოსზე

Cinemania ავტორი Cinemania
24 აპრილი, 2018
რუბრიკა კოლექციები
0
10 ფილმი კოსმოსზე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

არსებობს თუ არა მარსზე ცხოვრება, მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ ეს ვარსკვლავურ სიღრმეებს უფრო მიმზიდველს ხდის. წარმოგიდგენთ ფილმებს გალაქტიკებს შორის მოგზაურობასა და ვარსკვლავურ ომებზე, ადამიანებზე და ნაშრომებზე, რომლებმაც სხვადასხვა დონის წარმატებით გაიმეორეს იური გაგარინის მიღწევები.

1 2001 წელი: კოსმიური ოდისეა (1968)

ჩვენი სიის პირველ ადგილს სტენლი კუბრიკის ნამუშევარი იკავებს, რომელიც კინოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამავე დროს, ყველაზე გაუგებარი ფილმია კოსმოსზე. ემოციები, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ – პირველი რეპლიკა დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ ისმის, ეგზისტენციალისტური ფილოსოფიური მოტივები ძნელად შესამჩნევია, ბოლოში კი ჰალუცინაციური ვიდეოარტი. 1968 წლის ფილმის სპეცეფექტები, რომლებიც ხელითაა გაკეთებული, დღესაც გაგაოცებთ. ოსკარის სამი ნომინაციიდან ფილმმა ოქროს ქანდაკება სწორედ საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის მიიღო.

2 ბარბარელა (1968)

ფრანგი როჟე ვადიმის ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმი გალაქტიკაში მოგზაურ სექსუალური თავგადასავლების მაძიებელ ბარბარელაზე – ჯეინ ფონდა არაამქვეყნიური სილამაზის კოსმიური პილოტის როლშია. ერთი შეხედვით ფილმი კოსმოსური ფენტეზია, რომლის მთავარმა გმირმაც შეშლილი მეცნიერი უნდა შეაჩეროს, რომელსაც პლანეტის განადგურება სურს, სინამდვილეში კი ყველაფერი სხვანაირადაა, ფილმი დამცინავი კომედიაა ეროტიკის მსუბუქი ელემენტებით.

3 ვარსკვლავური ომები (1977-2018)

ყველაზე ცნობილი და პოპულარული კოსმოსური კინოსაგა მსოფლიოში. ეპიკური ისტორია ბრძოლაზე ძალაუფლებისთვის. გიგანტური შემოსავლის და მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლების გარდა, “ვარსკვლავურმა ომებმა” უდიდესი გავლენა მოახდინა პოპ-კულტურაზე. ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 4 ოსკარზე 10 კატეგორიაში იყო ნომინირებული, რომლიდანაც ექვსში გაიმარჯვა, ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 5 კი კინოაკადემიის გამარჯვებული საუკეთესო ხმისთვის გახდა.

4 უცხო (1979)

რიდლი სკოტის საშინელებათა ფილმი კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟზე. დაუვიწყარი ფილმი იმის შესახებ, რომ კოსმოსი – ეს არ არის ყოველთვის გასართობი, ის საშიშიცაა. “უცხო” შეიძლება განვიხილოთ, როგორც მეტაფიზიკური იგავი, როგორც ისტორია ძლიერ ქალებზე, და ასევე, როგორც უბრალოდ საშინელებათა ფილმი საღამოსთვის. ამ ფილმს რამდენიმე გაგრძელება მოჰყვა, თუმცა ყურადღებას მხოლოდ ერთი, ჯეიმს კამერონის გადაღებული ნაწილი იმსახურებს. ფილმმა ოსკარი საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის მიიღო.

5 აპოლო 13 (1995)

ასტრონავტების ცხოვრების სევდიანი ეპიზოდის ეკრანიზაცია, რომელთა მისიამაც კრახი განიცადა. დედამიწიდან 200 000 მილით დაშორებული ასტრონავტები დედამიწის მართვის ჯგუფთან ერთად გააფრთებულნი ცდილობენ ტრაგედიის თავიდან აცილებას. რონ ჰოვარდის ფილმმა ოსკარი საუკეთესო ხმისთვის და საუკეთესო მონტაჟისთვის მიიღო.

6 მეხუთე ელემენტი (1997)

ლუკ ბესონის სამეცნიერო ფანტასტიკა, ტაქსისტი ბრიუს უილისის, ნახევრად შიშველი მილა იოვოვიჩის, კოსმოსური ფაშისტი გარი ოლდმანის და ტრანსგენდერი კრის ტაკერის მონაწილეობით, ვიდეოკასეტების ეპოქის ყველა კინომოყვარულმა იცის. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი უამრავი კოსმოსური ხომალდის და უცნაური გარეგნობის უცხოპლანეტელებით არის გაჯერებული, ის სინამდვილეში სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს. ფილმი ოსკარზე საუკეთესო ხმის მონტაჟისთვის იყო ნომინირებული.

7 უოლ-ი (2008)

სტუდია Pixar-ის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ქმნილება: პატარა რობოტის ისტორია, რომელიც მარტო ასუფთავებს დაცარიელებულ პლანეტას, უსასრულოდ უყურებს ფილმს ბარბარა სტრეიზანდის მონაწილეობით, სანამ პლანეტაზე მისი ახალი სიყვარული არ ჩამოფრინდება. ერთი შეხედვით ცივი და უსულო თემა კოსმოსზე კიდევ ერთხელ გახდა სიყავრულის ისტორიის საფუძველი – ამჯერად რობოტებს შორის, რომლებსაც, როგორც აღმოჩნდა, ასევე შეუძლიათ სიყვარული. ენდრიუ სტენტონის ფილმმა ოსკარი საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის მიიღო.

8 მთვარე (2009)

არაჩვეულებრივი დაბალბიუჯეტიანი ფილმი მარტოობის თემაზე. სემ როკველის პერსონაჟის კონტრაქტი იწურება, მან სამი წელი მთვარეზე გაატარა, სადაც უამრავ ტექნიკურ (დედამიწასთან კავშირის დაკარგვა) და პირად (ჰალუცინაციებით გართულებული ფსიქიკური აშლილობა) პრობლემებს შეხვდა. სამყაროს ღია სივრცე არ არის ყოველთვის სიყვარულის ისტორიებით ტკბობისთვის, ეს არის ცივილიზებული საზოგადოებისგან აბსოლუტური გაუცხოების მეტაფორა, სადაც მხოლოდ კომპიუტერი გეხმარებათ საბოლოოდ არ გაგიჟდეთ.

9 სტარ ტრეკი (2009, 2013, 2016)

სამოციანი წლების უდიდესი სერიალის კინოადაპტაცია, რომელმაც მაყურებელი ნამდვიალდ გაახარა. ამ ფილმის დახმარებით ჯ.ჯ. აბრამსმა ჰოლივუდის უმაღლეს ლიგაში გადაინაცვლა, რისთვისაც ახალი “ვარსკვლავური ომების” გადაღების უფლებაც დაიმსახურა. მის განახლებულ ფილმში ისეთი ვარსკვლავები თამაშობენ, როგორებიც არიან კრის ფაინი, ზაქარი ქუინტო, ზო სალდანა და სხვები. ფილმის პირველმა ნაწილმა ოსკარი საუკეთესო გრიმისთვის მიიღო.

10 გრავიტაცია (2013)

ვირტუოზულად გადაღებული და შესრულებული ფანტასტიკური ტრაგედია: ხომალდის დაზიანების და მეწყვილის დაღუპვის შემდეგ მებძროლი ასტრონავტი, რომელსაც სანდრა ბულოკი ასრულებს, თითქმის დაცლილი ჟანგბადით მარტო რჩება ღია კოსმოსთან. ალფონსო კუარონის ფილმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსებაა – ერთი კადრით გადაღებული ჩვიდმეტწუთიანი სცენა ღია კოსმოსში ჯორჯ კლუნის მონაწილეობით. ფილმმა 7 ოსკარი დაიმსახურა.

2001 წელი: კოსმიური ოდისეააპოლო 13ბარბარელაგრავიტაციავარსკვლავური ომებიკოლექციამეხუთე ელემენტიმთვარისტარ ტრეკიუოლ-იუცხო
Previous Post

კინოაკადემია 91-ე ოსკარის მნიშვნელოვან თარიღებს აქვეყნებს

Next Post

ცნობილია კანის კლასიკური ფილმების პროგრამა

Next Post
ცნობილია კანის კლასიკური ფილმების პროგრამა

ცნობილია კანის კლასიკური ფილმების პროგრამა

ახალი ამბები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5770

ბოლოს დამატებული

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020