სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 დიდებული ფილმი, რომელსაც “ოსკარი” არ მოუგია (I ნაწილი)

Cinemania ავტორი Cinemania
26 თებერვალი, 2019
რუბრიკა კოლექციები
0
10 დიდებული ფილმი, რომელსაც “ოსკარი” არ მოუგია (I ნაწილი)
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ძალიან ხშირად ხელოვნების ნაწარმის სიდიადისთვის დრო საუკეთესო საზომია. რასაკვირველია, ფილმის წარმატებას ჯილდოები, კარგი შემოსავალი და შეფასებებიც განსაზღვრავს, მაგრამ მხოლოდ რჩეულები უძლებენ დროს და ათწლეულების გასვლის შემდეგაც ინარჩუნებენ ან თავიდან მოიპოვებენ მაყურებლის სიყვარულს. ხალხი, როგორც “კლასიკას”, ისე მოიხსენიებს? სიუჟეტი დღესაც მიმზიდველია? მაყურებელს ბევრჯერ შეუძლია მისი განმეორებით ნახვა? კინემატოგრაფია და სამსახიობო ოსტატობა მუდამ მაღალი დონისად ჩანს? ესე იგი, ფილმმა ყველაზე მთავარი – მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა. და მაინც, არსებობს საუკეთესო ფილმები, რომელთაც არათუ მოუგიათ კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, არამედ ნომინირებულებიც კი არ ყოფილან ოსკარზე.

ქვემოთ სწორედ ასეთ, ყველა დროის გამორჩეულ ფილმებს წარმოგიდგენთ, რომელთაც ყველანაირი წინაპირობა ჰქონდათ, რომ ოსკარი დაემსახურებინათ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

1. გაქცევა შოუშენკიდან

1994 წელს ეს შესანიშნავი ფილმი კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ფორესტ გამპთან დამარცხდა. მას, მიუხედავად შვიდი ნომინაციისა, არცერთი ოსკარი არ მოუგია. მიუხედავად ამისა, დრომ დაამტკიცა, რომ გაქცევა შოუშენკიდან ნამდვილად იმსახურებდა ნებისმიერ ჯილდოს. ფილმი ამჟამად უმაღლესი რეიტინგით IMDb-ის Top 250 ფილმში I ადგილს იკავებს, რაც იმის ნიშანია, რომ მან ყველაზე ძვირფასი – კინომოყვარულთა უდიდესი სიმპათია დაიმსახურა.

2. 12 განრისხებული მამაკაცი

სიდნეი ლუმეტის 1957 წლის სურათს ხშირად მოიხსენიებენ ერთ-ერთ საუკეთესო სამსახიობო ოსტატობისა და სცენარის მქონე ფილმად კინოს ისტორიაში. ის ოსკარის სამ ნოიმინაციაზე იყო წარდგენილი, მაგრამ არ გაუმართლა და იმავე წელს ნომინანტებში იყო ხიდი მდინარე კვაიზე, რომელმაც შვიდი ოსკარი მოიპოვა. 12 განრისხებული მამაკაცი IMDb-ის Top 250-ში მე-5 ადგილს იკავებს და უსწრებს ისეთ ლეგენდარულ ფილმებს, როგორებიცაა: ბეჭდების მბრძანებელი, შინდლერის სია, მატრიცა და ა.შ..

3. ფსიქო

სასპენსის დიდოსტატ ალფრედ ჰიჩკოკს, რომელსაც კინოისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს და გავლენიან რეჟისორად მიიჩნევენ, ოსკარი არასოდეს მოუგია, რაც კინოაკადემიის გემოვნებაზე ბევრს გვეუბნება. მისი საკულტო ფილმი ფსიქო ოთხ ოსკარზე იყო წარდგენილი. ცხადია, მხოლოდ ამ ნამუშევრის გამო ჰიჩკოკიც დაიმსახურებდა საუკეთესო რეჟისორის ტიტულს, მაგრამ 1961 წელს კინოაკადემია გენიალურ რეჟისორს უბრალოდ არც კი ცნობდა. ფსიქო ამჟამად AFI-ს რეიტინგში ყველა დროის საუკეთესო ამერიკული ფილმების ჩამონათვალში მე-14 ადგილს იკავებს.

4. დარჩი ჩემთან

გაგიჭირდებათ დაასახელოთ უკეთესი ფილმი თინეიჯერებზე და ასაკობრივ სირთულეებზე, როგორიც არის რობ რეინერის 1986 წლის დარჩი ჩემთან. ფილმი სტივენ კინგის რომანის სხეულის ადაპტაციას წარმოადგენს და ფილმის შემქმნელებმა შესანიშნავად მოახერხეს წიგნში აღწერილი დეტალების სცენარში გადმოტანა. ცალკე აღსანიშნავია ახალგაზრდა მსახიობების ოსტატური თამაში, განსაკუთრებით კი რივერ ფენიქსის გულისგამგმირავი პერფორმანსი – მათ შორის ყველანი იმსახურებდნენ, სულ მცირე, ოსკარის ნომინანტობას.

5. ეს მშვენიერი ცხოვრება

40-იანი წლების საკულტო რეჟისორის, ფრენკ კაპრას სენტიმენტალური სურათი ეს მშვენიერი ცხოვრება, მიუხედავად გადაღების წლისა (1946), დღემდე რჩება ფილმად, რომელსაც მუდმივად უყურებენ არდადეგებზე. ამჟამად ის AFI-ს ყველა დროის საუკეთესო ამერიკული ფილმების სიაში მე-20 ადგილს იკავებს. ფილმს გამოსვლისას დიდი კომერციული წარმატება არ ჰქონია, თუმცა ოსკარის ხუთ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მათ შორის, საუკეთესო ფილმზეც. სურათს თავისუფლად შეეძლო ხუთივე ჯილდოს დასაკუთრება, მაგრამ განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ მთავარი როლის შემსრულებელი ჯეიმს სტიუარტი კინოაკადემიამ ხელცარიელი გაუშვა.

6. ტაქსის მძღოლი

“You talking me?” – მარტინ სკორსეზეს დაუვიწყარი ფილმის დაუვიწყარი პერსონაჟის მიერ ნათქვამი ეს ფრაზა დღეს საკულტოა, ტაქსის მძღოლი კი კინომოყვარულთა ერთ-ერთი გამორჩეულად ფავორიტი სურათი. მარტოსული, უცნაური ნიუიორკელი ტაქსის მძღოლის ამბავმა ოსკარებზე ოთხი ნომინაცია დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო ფილმისაც. დღეს სასაცილოდაც კი მოჩანს ის ფაქტი, რომ ტაქსის მძღლისთვის მარტინ სკორსეზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაშიც კი არ მოხვედრილა. ფილმმა 1976 წლის კანის კინოფესტივალზე “ოქროს პალმის რტო“ მოიგო, ამერიკული კინოს ინსტიტუტის მიერ კი ის ყველა დროის საუკეთესო ამერიკული ფილმების სიაში 52-ე ადგილზეა.

7. წვიმის ქვეშ მომღერალი

ჯინ კელის უამრავ მიუზიკლში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ მათ შორის საუკეთესო წვიმის ქვეშ მომღერალია. 1952 წლის მიუზიკლი კინოაკადემიის ჯილდოზე საუკეთესო მუსიკისა და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის ნომინაციაში იყო წარდგენილი. ჯინ კელი საერთოდ დაივიწყეს და, მიუხედავად იმისა, რომ წვიმაში მომღერალი AFI-ს მიერ ყველა დროის საუკეთესო მიუზიკლად არის მიჩნეული, საუკეთესო ფილმის ნომინაციაშიც კი არ წარდგენილა. უკიდურეს შემთხვევაში, წვიმაში მომღერალს საუნდტრეკებში მაინც შეეძლო აეღო ოსკარი, რომელიც ამ წელს With a Song in My Heart-ს ერგო.

8. კარგი, ცუდი, ბოროტი

სერჯიო ლეონეს კინოაკადემია არასდროს სწყალობდა. ასევე მოხდა 1966 წელს, “დოლარის ტრილოგიის” მესამე ნაწილის, საკულტო კარგი, ცუდი, ბოროტის შემთხვევაშიც, რომელმაც ერთი ნომინაციაც კი ვერ დაიმსახურა. სურათი ნამდვილად იმსახურებდა ოსკარს და ფაქტი, რომ ლეონეს ეპიკური ფილმებიდან არცერთი ყოფილა ოსკარებზე წარდგენილი, ნამდვილი კინემატოგრაფიული კრიმინალია.

9. ნათება

ჰორორ ფილმები იშვიათად იმსახურებენ დაჯილდობებების მესვეურთა ყურადღებას. სტენლი კუბრიკის 1980 წლის კლასიკაც ოსკარის ნომინაციის გარეშე დარჩა, მეტიც, არც კინოგაქირავებაში მოუპოვებია დიდი წარმატება. მეორე მხრივ, ნათება “რაცის” ორ ნომინაციაზე იყო წარდგენილი: შელი დიუვალის, როგორც ყველაზე უარესი მსახიობი ქალისთვის და კუბრიკის – ყველაზე უარესი რეჟისორისთვის. დამსახურებული პატივისცემა ნათებას დრომ მოუტანა. ის კინოისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფსიქოლოგიურ ჰორორად არის მიჩნეული, კუბრიკის რეჟისორული სტილი და ხანგრძლივი სტედიკამის გამოყენება მსოფლიო კინოს მონაპოვრად ითვლება.

10. ამერიკული ისტორია X

1998 წლის კონტროვერსიული სურათი ნეონაცისტებზე ედვარდ ნორტონის ერთ-ერთი დაუვიწყარი პერფორმანსია. ფილმმა ოსკარის ნომინაცია მოუტანა ევარდ ნორტონს (საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში), თუმცა ის რობერტო ბენინიმ დაამარცხა. ამერიკული ისტორია X დრომ დააფასა, თუმცა კინოთეატრებში გამოსვლისას მაყურებლის მოწონება არ დაუმსახურებია. ფილმი დღესდღეობით IMDb-ის Top 250-ში 34-ე ადგილზეა.

12 განრისხებული მამაკაციAFIIMDbალფრედ ჰიჩკოკიამერიკული ისტორია Xგაქცევა შოუშენკიდანდარჩი ჩემთანეს მშვენიერი ცხოვრებაკარგი ცუდი ბოროტიკინოაკადემიამარტინ სკორსეზენათებაოსკარირეიტინგირობ რეინერისაუკეთესო ფილმებისერჯიო ლეონესტენლი კუბრიკიტაქსის მძღოლიფილმებიფსიქოწვიმის ქვეშ მომღერალიჯილდოჯინ კელი
Previous Post

ლინდსეი ლოჰანის დედინაცვალი ავტობუსის მძღოლთან ჩხუბის გამო დააკავეს

Next Post

"Rotten Tomatoes"-მა 2018 წლის 20 საუკეთესო ფილმი დაასახელა

Next Post
“Rotten Tomatoes”-მა 2018 წლის 20 საუკეთესო ფილმი დაასახელა

"Rotten Tomatoes"-მა 2018 წლის 20 საუკეთესო ფილმი დაასახელა

ახალი ამბები

ცნობილი პერსონაჟების სიმეტრიულად გაყოფილი პორტრეტები

ცნობილი პერსონაჟების სიმეტრიულად გაყოფილი პორტრეტები

ავტორი Cinemania
23 იანვარი, 2021
0

ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში და ახლა

ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში და ახლა

ავტორი Cinemania
22 იანვარი, 2021
1

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

ავტორი Cinemania
21 იანვარი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
2648

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6194

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
2392

ბოლოს დამატებული

ცნობილი პერსონაჟების სიმეტრიულად გაყოფილი პორტრეტები

ცნობილი პერსონაჟების სიმეტრიულად გაყოფილი პორტრეტები

ავტორი Cinemania
23 იანვარი, 2021
0

ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში და ახლა

ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში და ახლა

ავტორი Cinemania
22 იანვარი, 2021
1

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

ავტორი Cinemania
21 იანვარი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020