სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 დაუფასებელი ფილმი, რომელიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს

Cinemania ავტორი Cinemania
17 იანვარი, 2019
რუბრიკა კოლექციები
0
10 დაუფასებელი ფილმი, რომელიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბოლო წლების მანძილზე ძალიან ბევრი ფილმია გადაღებული. მრავალმილიონიანმა ბლოკბასტერებმა და სუპერგმირებზე გადაღებულმა ფილმებმა დაიპყრეს კინოთეატრები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ არსებობს ერთი დეტალი – ამ კინოფირების ოკეანეში იკარგება ბევრი ხარისხიანი და მაღალი დონის ფილმი, რომლებიც, ხანდახან, იმაზე მეტ ყურადღებას იმსახურებენ, ვიდრე ფილმები კინოგაქირავების კოსმიური შემოსავლით. დღეს წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ნაკლებად დაფასებულ ფილმს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ:

შენ აქ არასოდეს ყოფილხარ (2017)

ცოტა სისხლიანი, მაგრამ ამავე დროს სენტიმენტალური ფილმი, რომელიც სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელის ისტორიას მოგვითხრობს. მისი ტრამვირებული ფსიქიკა ხელს უშლის, რომ ნორმალურად იცხოვროს. BAFTA-ზე ნომინირებული ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ფილმების “გლადიატორი” და “ის” ვარსკვლავი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. მიუხედავად არაერთი პრემიის ნომინაციისა, ფილმმა მაინც ვერ მოიპოვა ის აღიარება, რომელსაც იმსახურებდა და ბევრს არც გაუგია მის შესახებ.

გემი (2016)

ხულიო კვინტანის სადებიუტო ნამუშევარი, რომელიც ცხოვრების, სიკვდილის და ადამიანისთვის რწმენის მნიშვნელობის საკითხებზეა აწყობილი. გარდა ამისა, ფილმი ძალიან ხარისხიანად არის გადაღებული და პირველივე კადრებიდან ახერხებს მაყურებლის მოხიბვლას. რეჟისორი ლათინოამერიკული პატარა დასახლების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფილმი არ არის ყველასთვის, მაგრამ მოეწონება ყველას, ვინც ღიაა უჩვეულო აზრებისა და იდეების მოსასმენად.

დაკარგული ქალაქი Z (2017)

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმი. ჩარლი ჰანამის გმირი ბრიტანელი მკვლევარია, რომლის ანგარიშზეც უამრავი წარმატებული ექსპედიციაა. მაგრამ მოგზაურობა იდუმალ ამაზონიაში მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც მეცნიერი გაუჩინარდა. ამ ფილმში აღდგენილია მოვლენები და მაყურებელს საშუალება აქვს თვალყური ადევნოს მკვლევარების წარმოუდგენელ, რისკიან და ნაწილობრივ საშიშ თავაგდასავალს.

ბოლო დღეები უდაბნოში (2015)

ფილმში რეჟისორი როდრიგო გარსია იესოს სიწმინდეს ეხება. აქ იესო უდაბნოში მოგზაურობს, რომელიც ყველა მის სუსტ მხარეს წარმოაჩენს და აიძულებს საკუთარ დემონებთან შეჯახებას. მისი გზა საკუთარ თავთან ბრძოლაა, მაგრამ მიზნის მისაღწევად ის ყველაფერზეა წამსვლელი. კინემატოგრაფიული ხედები და უჩვეულო შეხედულებები კლასიკურ რელიგიურ პერსონაჟებზე კარგად არის ერთმანეთთან შეხამებული, რის გამოც, ვთვლით, რომ ფილმი მეტ ყურადღებას იმსახურებდა.

დაპატიჟება (2015)

კარინ კუსამას ფილმი მათთვის, ვისაც ბოლო სცენამდე გაურკვევლობაში ყოფნა უყვარს. ეს ფილმი ნებისმიერ მაყურებელს დააეჭვებს, თუ რამდენად რეალურია ის, რაც ეკრანზე ხდება. სადილი ახლობლების წრეში, რომელიც კარგად დაიწყო, მაგრამ  მალე დიდ დაძაბულობაში გადაიზარდა. ეს დაძაბულობა მაყურებელზეც გადადის და ბოლომდე არ უშვებს. ფილმმა კინოკრიტიკოსების დადებითი შეფასება მიიღო, თუმცა მის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის.

სიცოცხლის ხე (2011)

ფილმი, რომელსაც “სიცოცხლის ჰიმნს” ეძახიან. მას შეუძლია მაყურებელს ისეთი ემოცია აჩუქოს, როგორსაც ვერანაირი სხვა ფილმის ყურებისას ვერ იგრძნობს. “სიცოცხლის ხეში” რეჟისორი ტერენს მალიკი მთელი ცხოვრების ილუსტრირებას ახდენს – ფესვებიდან დაწყებული უმაღლეს მწვერვალამდე. ამაღელვებელი და ღრმა ფილმი ულამაზესი კადრებით. ფილმი 2 საათს გრძელდება და ყველას არ შეუძლია მისი ბოლომდე ყურება და ალბათ, სწორედ ამით განსაზღვრავს თავად ფილმი თავის ნამდვილ მაყურებელს.

ვალჰალა: საგა ვიკინგზე (2010)

სისასტიკე, სიჩუმე, მისტიკა, არაჩვეულებრივი მონტაჟი და ოპერატორული ნამუშევარი ერწყმის ერთმანეთს ამ ფილმში. ფილმში არ არის ბევრი დიალოგი, ასე რომ მოწყენის დრო არ გექნებათ. იმის გამო, რომ ფილმში არ არის უბრალო და ლოგიკური სიუჯეტური ხაზები, მისი ინტერპრეტაცია დაუსრულებალდ არის შესაძლებელი.

რევოლვერი (2005)

შავი იუმორით, უწყვეტი ექშენით და საინტერესო პერსონაჟებით სავსე ფილმი. გაი რიჩის ნამუშევარმა საკმაოდ ბევრი ნეგატიური შეფასება მიიღო, როგორ ჩანს, აუდიტორიას არ მოეწონა რთული იდეებითა და კონცეფციით გაჯერებული ფილმი. ფილმში შეხვდებით დაშიფრულ კაბალისტურ სიმბოლოებს და ნუმეროლოგიას. ფილმში წამოჭრილია ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის, ადამიანური ეგოს და არჩევანის საშუალების საკითხები.

ახალი სამყარო (2005)

ეს არის პოკაჰონტასის უფრო რეალური და დრამატული ვერსია, ვიდრე ამავე სახელწოდების მულტფილმი. ჯონ სმიტის და ინდიელი ლამაზმანის ლეგენდარული ისტორიის კიდევ ერთი ილუსტრაცია  ორი არაჩვეულებრივი კულტურის დაპირისპირების ფონზე ვითარდება, რაც მაყურებელში სხვადასხვა ემოციას იწვევს. არაჩვეულებრივ მსახიობებთან ერთად, უნდა აღინიშნოს იდეალურად შერჩეული ადგილები, რომლებიც მე-18 საუკუნის ამერიკაში გამოგზაურებთ.

ნიშნები (2002)

ფილმის მთავარი გმირი უბრალო ფერმერია. მისი ცხოვრება არაფრით გამოირჩეოდა, სანამ სიმინდის ყანაში გაურკვეველი წარმოშობის გიგანტური ნიშნები არ იპოვა. ამან მთელი სოფლის ყურადღება მიიპყრო და ახლა ის საიდუმლოს გარკვევას აპირებს. ფილმში მთავარ როლებს მელ გიბსონი და ხოაკინ ფენიქსი ასრულებენ, რაც ამ ფილმის ყურების კიდევ ერთი მიზეზია.

ახალი სამყარობოლო დღეები უდაბნოშიგემიდაკარგული ქალაქი Zდაპატიჟებავალჰალა: საგა ვიკინგზეკოლექციანიშნებირევოლვერისიცოცხლის ხეშენ აქ არასოდეს ყოფილხარჩვენ გირჩევთ ფილმებს
Previous Post

მაკალეი კალკინი მის და მაიკლ ჯექსონის უცნაურ ურთიერთობაზე საუბრობს

Next Post

კევინ კოსტნერი: "არასოდეს ვნებდები"

Next Post
კევინ კოსტნერი: “არასოდეს ვნებდები”

კევინ კოსტნერი: "არასოდეს ვნებდები"

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

ქვიზები

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020