სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ჯორჯ ლუკასის 10 ფავორიტი ფილმი

Cinemania ავტორი Cinemania
11 მაისი, 2018
რუბრიკა კოლექციები
0
ჯორჯ ლუკასის 10 ფავორიტი ფილმი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი, ჯორჯ ლუკასი, რომელმაც მსოფლიოს უსაყვარლესი საგით – ვარსკვლავური ომებითა და სათავგადასავლო სერიით – ინდიანა ჯონსით გაითქვა სახელი, დღემდე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია. მან არამარტო ფილმები შექმნა, არამედ მთელი სამყაროები, რომელშიც კინომოყვარულები ბავშვობიდან მოგზაურობენ. ის განსაკუთრებული ფანტაზია, ზღაპრული განზომილება და გასაოცარი თავგადასავლები, რაც მის ფილმებს ახასიათებს, ჩვენი ბავშვობის განუყრელი ნაწილია.

საინტერესოა, კინოს რომელი შედევრები შთააგონებდა დიდ რეჟისორს, რომელიც თავად იქცა ბევრის შთაგონებად. დღეს მის რჩეულ ათეულს წარმოგიდგენთ.

1. მეტროპოლისი, 1927

გერმანელი რეჟისორის, ფრიც ლანგის ძველი სამეცნიერო ფანტასტიკა დღემდე ჟანრის ერთ-ერთი საკულტო ფილმია. ფუტურისტულ ქალაქსა და მის მიწისქვეშეთში განვითარებულ მოვლენებს დღემდე შთააგონებს საი-ფაი ჟანრის მოყვარულებს.

2. მძებნელები, 1956

ჯონ ფორდის ვესტერნი სამოქალაქო ომის ვეტერანზე მოგვითხრობს, რომელიც ინდიელების ტერიტორიაზე სახიფათო მოგზაურობას იწყებს თავისი ძმისშვილის საპოვნელად. გასაკვირი არაა, რომ ჯორჯ ლუკასის სამყაროში ველური დასავლეთს ხედების სიყვარული იგრძნობა.

3. შვიდი სამურაი, 1954

მე-16 საუკუნის იაპონურ სოფელში განვითარებული ისტორია, რომელიც შვიდი მამაცი სამურაისა და ყაჩაღთა ბანდის დაპირისპირებაზე გვიყვება, აკირა კუროსავას საკულტო ფილმია, რომლის ჰოლივუდურ რიმეიქს შესანიშნავი შვიდეული წარმოადგენს. აკირა კუროსავა ჯორჯ ლუკასის უდავოდ ყველაზე საყვარელი რეჟისორია. ლუკასის გრძელ სიაში ამ რეჟისორის რამდენიმე ფილმი შედის, მათ შორის: რაშომონი, იცხოვრო, დამალული ციხესიმაგრე, მცველი და კაგემუშა: მებრძოლის ჩრდილი.

4. ხიდი მდინარე კვაიზე, 1957

დევიდ ლინის ეს მძაფრსიუჟეტიანი საომარი დრამა იაპონელების მიერ დატყვევებული ბრიტანელი ჯარისკაცებისა და მათი პოლკოვნიკის მიერ ბირმაში, მდინარე კვაიზე, ხიდის აშენების ისტორიას მოგვითხრობს.

5. დოქტორი სთრეინჯლავი, 1964

სტენლი კუბრიკის ამ შავ-თეთრ სურათში გენერალი ჯეკ დ. რიპერი, რომელიც ამერიკის სამხედრო-საჰაერო ბაზის მეთაურია, საბჭოთა კავშირის დასამბომბად ბომბდამშენების ესკადრილიას აგზავნის. პრეზიდენტი მაფი სიტუაციის გამოსწორების მიზნით თავის მრჩეველებს, გენერალ ტერგიდსონს და ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულ, ნაცისტების ყოფილ მეცნიერს – სთრეინჯლავს იბარებს.

6. წვეთი, 1988

ჩაკ რასელის სამეცნიერო ფანტასტიკა ნამდვილად არ მიეკუთვნება წარმატებულ ფილმებს, თუმცა მისი შემზარავი სანახაობა ყურადღებას იმსახურებს. სიუჟეტის მიხედვით მეტეორს დედამიწაზე საშინელი ნივთიერება ჩამოაქვს, პლაზმა წინ მიიწევს და გზად ყველაფერს შთანთქავს. რაც უფრო მეტი რამ ხვდება გზად უფრო იზრდება. პატარა ქალაქის მცხოვრებლებს კი მოახლოებული საფრთხისა არ სჯერათ.

7. კარგი, ცუდი, ბოროტი, 1966

ვესტერნი ლუკასის ერთ-ერთი საყვარელი ჟანრია. სერჯო ლეონეს კლასიკა, რომელიც სამოქალაქეო ომის დროის ველურ დასავლეთში განვითარებულ, სამი სხვადასხვაგვარი ადამიანის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთაც ბედისწერა აიძულებს, მოპარული ოქროს მოსაძებნად ძალები გააერთიანონ, არამარტო ვესტერნის ჟანრის, არამედ მთელი კინოისტორიის გამორჩეული ფილმია.

8. 2001 წელი: კოსმოსური ოდისეა, 1968

ეს განსაკუთრებული საი-ფაი ნაწარმოები, ჩანს, არამარტო სამეცნიერო-ფანატსტიკის ჟანრში მოღვაწე, არამედ ზოგადად კინორეჟისორების საყვარელი ფილმია. ის დიდი რეჟისორების რჩეულ ფილმებში თითქმის ყოველთვის იკავებს ადგილს. გამონაკლისი არც ლუკასი აღმოჩნდა. ცალსახაა, რომ მისი კოსმოსური საგა სტენლი კუბრიკის კოსმოსურ ოდისეას ბევრს უნდა უმადლოდეს.

9. მექანიკური ფორთოხალი, 1971

აკირა კუროსავასთან ერთად, სტენლი კუბრიკიც ჯორჯ ლუკასის საყვარელი რეჟისორების სათავეშია. მისი დისტოპიური კლასიკა, რომელიც მოძალადე ფსიქოპათების ბუნებას გვიმხელს, დიდი გავლენის მქონე ფილმია და საპატიო ადგილს იკავებს ვარსკვლავური ომების შემოქმედის რჩეულ ფილმებში.

10. ბრაიანის ცხოვრება, 1979

ტერი ჯონსის ბრიტანული კომედია სახარების პაროდიას წარმოადგენს. ესაა ისტორია ბიჭზე რომელიც არ ყოფილა იესო, უბრალოდ, მის მეზობელ სახლში დაიბადა. ჯორჯ ჰარისონის ფინანსური მხარდაჭერით გადაღებულ შავ კომედიას ჯორჯ ლუკასის ფავორიტ ფილმებში მოხვედრის პატივი დამსახურებულად ერგო.

 

2001 წელი: კოსმიური ოდისეააკირა კუროსავაბრაიანის ცხოვრებადოქტორი სთრეინჯლავივარსკვლავური ომებიკარგი ცუდი ბოროტიმეტროპოლისიმექანიკური ფორთოხალიმძებნელებისერჯიო ლეონესტენლი კუბრიკიტერი ჯონსიფავორიტი ფილმებიშვიდი სამურაიწვეთიხიდი მდინარე კვაიზეჯორჯ ლუკასი
Previous Post

ზღაპრული "Frozen" ბროდვეის სცენაზე

Next Post

ვიდეო: რაიან რეინოლდსი დევიდ ბექჰემს ბოდიშს უხდის

Next Post
ვიდეო: რაიან რეინოლდსი დევიდ ბექჰემს ბოდიშს უხდის

ვიდეო: რაიან რეინოლდსი დევიდ ბექჰემს ბოდიშს უხდის

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5665

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020