სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

7 მიზეზი, თუ რატომ უნდა უყუროთ HBO-ს “ჩერნობილს”

Cinemania ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
რუბრიკა რეკომენდაცია, ჩვენ გირჩევთ
473
7 მიზეზი, თუ რატომ უნდა უყუროთ HBO-ს “ჩერნობილს”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სამეფო კარის თამაშების დასრულების თანმდევი ემოციები ჯერაც არ განელებულა, მაგრამ HBO მაყურებელს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. გარდა იმისა, რომ მაყურებელი ტელეარხისგან რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ელის (მათ შორის, ალან მურის ცნობილი კომიქსის, დარაჯების ტელევერსია), მსოფლიო ახლად გამოსულმა შოუმ – ჩერნობილმა მოიცვა. ამ სერიალმა სულ მოკლე ხანში მოახერხა მაყურებლის შოკირება და უპრეცედენტოდ მაღალი რეიტინგის მოპოვება. რა არის ამის მიზეზი? გარდა იმისა, რომ ის უმძაფრესად და რეალობასთან მაქსიმალური სიახლოვით აღწერს 1980-იანების საბჭოთა კავშირში მომხდარ ბირთვულ აფეთქებასა და მის თანმდევ მოვლენებს, სანახაობრივადაც უნიკალურია.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, წარმოგიდგენთ 7 მთავარ მიზეზს, რის გამოც ამ, რეალურ ტრაგედიაზე დაფუძნებულ შოკისმომგვრელ ტელეშოუს ყურადღება უნდა დაუთმოთ.

1. მორიგი ინტელექტუალური ტელეპროდუქტი

HBO ხშირად გვანებივრებს ამბიციური პროექტებით, რომლებიც ტელევიზიის შესაძლებლობებს ახალი კუთხით გვიჩვენებს. ამიტომ, მისი მაყურებელი სულ უფრო და უფრო მეტს ელის. პრობლემური თემები, იდუმალებით მოცული სიუჟეტები, ხარისხიანი დიალოგები – ეს ის კომპონენტებია, რომელთა გარეშეც HBO-ს სერიალები ვერ წარმოგვიდგენია. სამეფო კარის თამაშები, ველური დასავლეთის სამყარო, დიდი პატარა ტყუილები და ახლა უკვე ჩერნობილიც “ინტელექტუალური” ნაწარმის საუკეთესო მაგალითები არიან.

ჩერნობილს აქვე ყველაფერი, რის გამოც ხარისხიან სერიალებს ვაფასებთ: სულისშემძვრელი ამბავი, განვითარებული სიუჟეტი, არასწორხაზოვანი პერსონაჟები, პრობლემისადმი მიდგომა… ის ნამდვილად დაგტვირთავთ შთაბეჭდილებებით, დაგაფიქრებთ და ამბისკენ ისევ და ისევ მიბრუნებას გაიძულებთ.

2. დაძაბულობა

5-ეპიზოდიანი მინისერიალი უკვე თამამად შეგვიძლია მოვიხსენიოთ მისი შოურანერის, კრეიგ მაზინის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად. შოუში სრულყოფილადაა გადმოცემული ის პანიკა, ქაოსი და სიკვდილის თანმდევი საფრთხე, რაც რეალურად იყო გამეფებული ჩერნობილში. სწორედ ამის დამსახურებით, ეკრანს თვალს უბრალოდ ვერ მოწყვეტთ. გადამდები დაძაბულობა და ემოციების ნაკადი ისეთივე სწრაფად და ძლიერმოქმედია, როგორც რადიაცია.

3. რეალური ჰორორი

ჩერნობილში, როგორც რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ ტელეშოუში, სცენარისტებს თითქმის არაფერი გაუზვიადებიათ. მათთვის, ვინც საერთოდ ან ნაკლებ იცნობდა ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს, ნანახი კიდევ უფრო შოკისმომგვრელია. ოსტატურად გადმოცემული  საშინელებათა ფილმის ატმოსფერო და რადიაციის მსხვერპლთა რეალისტური ჩვენება წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.

4. ტრაგედია და უიმედობა

შოუ არ ერიდება ბირთვული კატასტროფის შედეგების ჩვენებას როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური კუთხით. მას დასაწყისიდან ბოლომდე გასდევს საშინელი მოვლენები და მათი გავლენა ადამიანებზე – უბრალო მოქალაქეებსა თუ უმაღლესი ხელისუფლების პირებზე; ყოვლისმომცველი ტანჯვა, ბრძოლა და უიმედობა. მაყურებელი მთავარი თუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟების თვალთახედვით უყურებს მოვლენებს, რის გამოც საშინელების შეგძნება უფრო რეალური ხდება. შემქმნელებს არ გამორჩენიათ არც ის, თუ რა დამღუპველად იმოქმედა რეაქტორის გაჟონვამ ცხოველებზე – მომაკვდავი ფრინველის კადრი კატასტროფას, მარცხსა და სიკვდილის საშიშროებას სიმბოლურად განასახიერებს.

5. ვიზუალი

კიდევ ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც შოუმ ყველა ჩაითრია, გასაოცარი ვიზუალი და კადრებია. საჭირო ეფექტის მოსახდენად სწორად არის შერჩეული უმეტესად პირქუში და ჭუჭყიანი ფერთა გამა, რითაც შემქმნელებს სურდათ, რეალისტურად გადმოეცათ არსებული ქაოსის და უბედურების შეგრძნება. ეს მათ ნამდვილად გამოუვიდათ.

რეაქტორის გაჟონვის ადგილზე აალებული ტერიტორია მუქ ყვითელ ტონებშია – ეს თითქოს თავად სიკვდილის ფერია და შავი ცის ფონზე კიდევ უფრო მძაფრად იკვეთება. კატასტროფის ადგილიდან მოშორებით კი ნაცრისფრის ელფერები ბატონობს, რაც უსიხარულო, საბჭოეთის მიწურულის ხანის უკრაინის დასახატად ასევე სწორი დრამატული არჩევანია. გამოირჩევა ციანიდისფერიც, რაც კატასტროფის თანმდევ შხამიან გარემოს უსვამს ხაზს. ვიზუალური მხარე, ისევე როგორც დანარჩენი, შოუში ძალიან დახვეწილია.

6. სტელან სკარშგორდი

HBO-ს სხვა გამორჩეული სერიალების მსგავსად, არც ჩერნობილშია გამოკვეთილი მთავარი გმირი. სიუჟეტური ხაზი რამდენიმე მთავარი პერსონაჟის გზას მიჰყვება. თუმცა თუ ვინმე აუცილებლად უნდა გამოიყოს, ასეთი სტელან სკარშგორდი და მისი პერფორმანსია.

ჯარედ ჰარისთან ერთად ის შოუს წამყვანი ვარსკვლავია – მათ პერსონაჟებს თითქმის თანაბარი ეკრანული დრო ეთმობათ და მათი დუეტი შეუდარებელია. სტელან სკარშგორდი, რომლისთვისაც  უემოციო ან ნევრასთენიკი, თუნდაც სუსტი ბუნების პერსონაჟების თამაში პრობლემას არ წარმოადგენს, ახლაც მთლიანად როლშია: მისი გმირი, ბორის შჩერბინა კატასტროფის პერიოდში მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელი და ჩერნობილის კომისიის წევრი გახლდათ. ამ რეალური პიროვნების დიდებულად განსახიერებით სკარშგორდმა თავის კარიერასაც და სატელევიზიო სივრცესაც კიდევ ერთი დაუვიწყარი სახე შემატა.

7. დაფარული ისტორიული ფაქტების გამოაშკარავება

ჩვენ ვიცით, რომ ჩერნობილის კატასტროფა რეალურია. მაგრამ კონკრეტულად როგორ განვითარდა მოვლენები? რამ გამოიწვია კატასტროფა და თუ შეიძლებოდა ეს არ მომხდარიყო? როგორ მუშაობდა სისტემა კატასტროფის დროს, მანამდე და მერე?.. – ჩერნობილის ტრაგედიის გარშემო კითხვები დღემდე არსებობს, ხოლო პასუხები, გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოთა პერიოდში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბევრი რამ დაფარული იყო, ბოლომდე დღემდე არ გაცემულა.

მიუხედავად ყველაფრისა, შოუ ცდილობს, მაქსიმალურად მიუახლოვდეს რეალობას და ამბავი გადმოსცეს ზუსტად ისე, როგორც მას თვითმხილველები ხედავდნენ. ის სიუჟეტს აგებს მსხვერპლთა მონაყოლზე და მასობრივ სასოწარკვეთაზე, რომელიც თანაბრად იყო მოდებული დაბალ და მაღალ ეშელონებში. ჩერნობილის კატასტროფა სიმბოლურადაც და რეალურადაც დასასრულის დასაწყისად იქცა, რაც სერიალში ასევე კარგად არის გამოხატული.

#რეკომენდაციაChernobylHBOახალი სერიალივიზუალიისტორიარეალური მოვლენებისაბჭოთა კავშირისერიალისტელან სკარშგორდიტრაგედიაჩერნობილიჩერნობილის კატასტროფაჰორორი
Previous Post

კიტ ჰარინგტონს ფანებმა 45 ათასი დოლარი შეუგროვეს

Next Post

"ჰარი პოტერიდან" ამოჭრილი 15 სცენა, რომელიც გულს აგიჩუყებთ

Next Post
“ჰარი პოტერიდან” ამოჭრილი 15 სცენა, რომელიც გულს აგიჩუყებთ

"ჰარი პოტერიდან" ამოჭრილი 15 სცენა, რომელიც გულს აგიჩუყებთ

Please login to join discussion

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5665

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020