სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 მიზეზი “ჭორიკანას” სანახავად

Cinemania ავტორი Cinemania
7 ივნისი, 2019
რუბრიკა რეკომენდაცია, ჩვენ გირჩევთ
3282
10 მიზეზი “ჭორიკანას” სანახავად
36
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სერიალის თაყვანისმცემლებისათვის, ალბათ, დაუჯერებლადაც კი ჟღერს, მაგრამ ჭორიკანას  გამოსვლიდან უკვე 12 წელი გავიდა. ჩვენ 6 სეზონის განმავლობაში, უბრალოდ, მიჯაჭვულები ვიყავით ტელეეკრანებს და ერთი სული გვქონდა გაგვეგო, თუ ვინ იყო ადამიანი, რომელიც ჭორებსა თუ მართალს მთელ სკოლაში, უფრო სწორად, მთელ ქალაქში ავრცელებდა!

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ შემოერთებიხართ ჩვენს რიგებს, წარმოგიდგენთ 10 მიზეზს იმის დასასაბუთებლად, რომ ამ სერიალის ყურება ახლავე უნდა დაიწყოთ:

1. დრამა

თუ ოდესმე საპნის ოპერა გინახავთ და გიფიქრიათ, რამდენად უკეთესი იქნებოდა ის, მაყურებელს საკუთარ ცხოვრებასთან გაიგივების საშუალება რომ ჰქონოდა, გილოცავთ – ე.ი. თქვენ “ჭორიკანას” ეძებდით! ამ შოუში დრამა არასოდეს ილევა და, შესაბამისად, მოსაწყენად ერთ მომენტსაც კი ვერ პოულობთ… პირველივე ეპიზოდიდან, საკუთარ თავსა და პერსონაჟებს შორის უამრავ საერთოს აღმოაჩენთ, რადგან სიუჟეტი დატვირთულია უამრავი ინტრიგითა და ცხოვრებისეული მაგალითებით.

2. სასიყვარულო სამკუთხედები

დრამა და ინტრიგები ვახსენეთ, რაც, რა თქმა უნდა, სასიყვარულო სამკუთხედების გარეშე წარმოუდგენელია! რაც მთავარია, პერსონაჟებს შორის ურთიერთობები მუდმივად ვითარდება, მაყურებელს კი ისღა დარჩენია, ერთი ეპიზოდის დასრულებისთანავე შემდეგი დაიწყოს, რადგან ერთი სული აქვს გაიგოს – დარჩება ესა თუ ის წყვილი ერთად?

3. ბიჭები

ვფიქრობთ, შოუში ამ სიმპათიური მსახიობების არსებობაც კი საკმარისი მიზეზია მის ახლავე სანახავად – ცისფერთვალება ნეითიდან დაწყებული ქარიზმატული ჩაკით დასრულებული, ჭორიკანაში მართლაც საუკეთესო ბიჭები თამაშობენ! თამამად შეგვიძლია ისინი კარგ ღვინოსაც კი შევადაროთ, რადგან დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო უკეთესები ხდებიან….

4. და, რა თქმა უნდა, გოგოები

უბრალოდ შეუძლებელია, მათ თვალი მოაშორო… ჭორიკანას ულამაზესი გოგონები, რომლებიც სერიალის დასაწყისში თინეიჯერები არიან, ბიჭების მსგავსად, სეზონების მატებასთან ერთად კიდევ უფრო მშვენდებიან და იხვეწებიან.

5. ტანსაცმელი

დარწმუნებულები არ ვართ, რომ ამ პუნქტით არ უნდა დაგვეწყო – ჭორიკანას პერსონაჟებს განსაკუთრებული გემოვნება აქვთ! მათი ჩაცმულობები აუცილებლად გახდება თქვენი ინსპირაციის წყარო და, რა თქმა უნდა, იმაზეც იოცნებებთ, რომ სკოლის პერიოდში ასე გამოწყობა შეგძლებოდათ…

6. მუსიკა

მუსიკას ამ შოუში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება – მაყურებელი მოისმენს როგორც 2000-იანი წლების დასაწყისის ჰიტებს, ასევე ნაკლებად ცნობილ ინდი ბენდებსაც.

7. ნიუ იორკი

ისევე როგორც ბევრ ლეგენდარულ სერიალში, ნიუ იორკი ჭორიკანას შემთხვევაშიც ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად გვევლინება. ამ კადრების ნახვის შემდეგ, შეუძლებელია, კიდევ ერთხელ არ შეგიპყროთ სურვილმა, რომ რაც შეიძლება მალე წახვიდეთ საოცნებო ქალაქში და საკუთარი თვალით ნახოთ ის ადგილები, სადაც ჭორიკანას გმირები დასეირნობდნენ, თავს იწონებდნენ, უყვარდათ, ჩხუბობდნენ და… ჭორაობდნენ!

8. პარიზის ეპიზოდი

როგორც ჩანს, ჭორიკანა ფეხდაფეხ მისდევს ლეგენდარული სერიალის, “სექსი დიდ ქალაქში” ფაბულას და მხოლოდ ნიუ იორკს არ სჯერდება! დიახ, შოუში ჩვენ ვიხილავთ სერენასა და ბლერის მოგზაურობას პარიზში და კიდევ ერთხელ დავტკბებით ამ უმშვენიერესი ქალაქის ხედებით, რომელიც, თითქოს, მართლაც ამ ორი ელეგანტური გოგონასათვის არის შექმნილი!

9. კამეოები

დიახ, არ მოგჩვენებიათ – ეს სწორედ ლედი გაგაა, რომელმაც სერიალებსა და ფილმებში გამოჩენამდე სამსახიობო კარიერა სწორედ ჭორიკანაში შესრულებული კამეოთი დაიწყო… შოუში ასევე იხილავთ ისეთ სახეებს, როგორებიც არიან ჰილარი დაფი, სებასტიან სტენი, არმი ჰამერი და ა.შ.

10. ვინ არის ჭორიკანა?

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, სერიალის მთავარი ინტრიგა სწორედ ამ საკითხის გარშემო ტრიალებს – სეზონების განმავლობაში უამრავჯერ შეგეცვლებათ აზრი იმის შესახებ, თუ ვინ არის ჭორიკანა…. ბოლოს კი, როდესაც ამ საიდუმლოს ფარდა აეხდება, უბრალოდ შოკირებული დარჩებით!

არმი ჰამერილედი გაგასებასტიან სტენისექსი დიდ ქალაქშიჭორიკანაჰილარი დაფი
Previous Post

Spotify-ზე "And Then We Danced"-ის საუნდტრეკები დაიდო

Next Post

ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი დაშორდნენ

Next Post
ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი დაშორდნენ

ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი დაშორდნენ

Please login to join discussion

ახალი ამბები

„Sony Pic.“-ის ახალი ფილმის, „The Woman King“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

„Sony Pic.“-ის ახალი ფილმის, „The Woman King“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
6 ივლისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ბოლოს დამატებული

„Sony Pic.“-ის ახალი ფილმის, „The Woman King“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

„Sony Pic.“-ის ახალი ფილმის, „The Woman King“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
6 ივლისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020