სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ნახოთ “დიდი პატარა ტყუილები”

Cinemania ავტორი Cinemania
11 ივნისი, 2019
რუბრიკა რეკომენდაცია, ჩვენ გირჩევთ
2756
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ნახოთ “დიდი პატარა ტყუილები”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გუშინ, ორწლიანი მოლოდინის შემდეგ, მაყურებელმა დიდი პატარა ტყუილების მეორე სეზონის პირველი ეპიზოდი იხილა. ლაიან მორიარტის ამავე სახელწოდების მქონე ნოველის მიხედვით გადაღებულმა სატელევიზიო შოუმ მაყურებლის სიყვარულთან ერთად, კრიტიკოსების აღიარება და არაერთი პრესტიჟული ჯილდოც დაიმსახურა.

სერიალს იმდენად დიდი რეზონანსი მოჰყვა, რომ, ძალიან გვიკვირს იმ ადამიანების, ვისაც ის ჯერ კიდევ არ უნახავს. ალბათ, თქვენი შეგვშურდებოდა კიდეც, მეორე სეზონის ჯერ კიდევ გამოუსვლელი ეპიზოდები რომ არ გვიმშვიდებდეს გულს…

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 მიზეზს ამ გენიალური შოუს სანახავად და დარწმუნებულები ვართ, რომ პირველ სერიას სტატიის კითხვის დასრულებისთანავე ჩართავთ:

1. “ცუდი გოგონები” “გაუჩინარებულ ქალს” ხვდებიან

“დიდი პატარა ტყუილები” არ ჰგავს არც ერთ ტელესერიალს, რომელიც ამჟამად გადის, თუმცა მას ხშირად ადარებენ სათაურში აღნიშნული ძალიან პოპულარული ფილმების გაერთიანებულ ვერსიას. ნოსტალგიურ მაყურებელში, შესაძლოა, მან სასოწარკვეთილი დიასახლისების ასოციაციაც კი გამოიწვიოს – სიუჟეტი ქალაქგარეთ მცხოვრები წარმატებული დედების ისტორიას მოგვითხრობს, რომელთა ღიმილისა და უდარდელობის მიღმა ძალიან რთული და ბნელი საიდუმლოებიც კი იმალება.

2. მკვლელობის საიდუმლო

პირველივე ეპიზოდში, რომლის სახელწოდებაც არის “ვიღაც მოკვდა”, მაყურებელი იგებს მკვლელობის შესახებ, თუმცა წარმოდგენა არ აქვს იმის შესახებ, თუ რა მოხდა. წიგნის მსგავსად, თითოეულ სერიაში ჩვენ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ამ საიდუმლოს ამოხსნას, თუმცა ბოლო წუთამდე დაინტრიგებულები ვრჩებით და თავში არაერთი აზრი გვიტრიალებს სავარაუდო მსხვერპლისა თუ დამნაშავეების შესახებ.

3. ვარსკვლავური დასი

ნიკოლ კიდმანი, რიზ უიზერსპუნი, ლორა დერნი, ზოე კრავიცი, შეილინ ვუდლი, ადამ სკოტი, ალექსანდრ სკარშგორდი… გასაკვირი არ არის, რომ მაყურებელი ამ შოუს ჯერ კიდევ მანამ ელოდა, სანამ სიუჟეტის შესახებ რაიმეს გაიგებდა. ახლა კი, ერთით მეტი მიზეზი გაქვთ იმისთვის, რომ სერიალის ყურება სასწრაფოდ დაიწყოთ, რადგან მეორე სეზონიდან ამ ვარსკვლავურ შემადგენლობას ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსახიობი, მერილ სტრიპი შეუერთდა.

4. მაღალი ხარისხი

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ცნობილი მსახიობებისა, შოუზე პროფესიონალით დაკომპლექტებული გუნდი მუშაობს. ხარისხი კი, რომელსაც ისინი გვთავაზობენ, ნამდვილად ძალიან მაღალია. მაყურებელი ამას თითოეულ დეტალში გრძნობს, იქნება ეს სცენარი, რეჟისურა, სამსახიობო ოსტატობა თუ ნებისმიერი სხვა რამ!

5. ესთეტიკა

აუცილებლად ცალკე უნდა გამოვყოთ სერიალის ესთეტიკური მხარე, რომელიც მაყურებელს უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს. მომხიბვლელი მსახიობების გარდა, ჩვენს თვალს დაატკბობს კალიფორნიის სანაპირო ზოლის ულამაზესი ხედები, გემოვნებით შერჩეული კოსტუმები და თითოეული ის დეტალი, რაც შოუს იდეალურს ხდის.

6. ფორმატი

თუ თქვენ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, რომელთაც სერიალების სანახავად დრო არ ჰყოფნის და ეს ძალიან ხანგრძლივ ვალდებულებად ეჩვენებათ, გილოცავთ – “დიდი პატარა ტყუილების” ფორმატი სწორედ თქვენზეა მორგებული! მინისერიალის პირველი სეზონი მხოლოდ 7 ეპიზოდისაგან შედგება და, დაგვერწმუნეთ, მისი დასრულების შემდეგ ნამდვილად გაგიჩნდებათ უფრო მეტის მოთხოვნილება!

7. პერსონაჟები

საბედნიეროდ, ეს შესანიშნავი მსახიობები ასევე შესანიშნავ პერსონაჟებს განასახიერებენ. ეპიზოდების მიმდინარეობისას მაყურებელი ნელ-ნელა ხსნის მათ დაფარულ სიღრმეებს, ეცნობა თითოეული მათგანის საიდუმლოებას, უჩნდება ემოციური კავშირი და, რაც მთავარია, ხედავს როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათი ურთიერთობების განვითარებას.

8. ქალური სოლიდარობა

“დიდი პატარა ტყუილები” ეხება თემას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ტაბუდადებული იყო – ის ამხელს ძალადობას და გვიჩვენებს ძალას, რომელსაც ქალები ამ საზარელი მოვლენის წინაშე ფლობენ… განსაკუთრებით კი, იმ შემთხვევაში, როდესაც მათ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის განცდა ამოძრავებთ!

9. დადებითი შეფასებები

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, შოუმ გამოსვლისთანავე ფურორი მოახდინა და კრიტიკოსების მხრიდან ძალიან პოზიტიური შეფასებები დაიმსახურა. ამ ყოველივეს, რა თქმა უნდა, არაერთი პრესტიჟული ჯილდო და, რაც მთავარია, მაყურებლის უდიდესი სიყვარულიც მოჰყვა!

10. მუსიკა

და ბოლოს, გიტოვებთ “დიდი პატარა ტყუილების” გამხსნელ საუნდტრეკს, რომელსაც არა მხოლოდ თითოეული ეპიზოდის დასაწყისში სიამოვნებით მოუსმენთ, არამედ თქვენს პირად ფლეილისთშიც აუცილებლად შეიტანთ… ისევე როგორც, სხვა სიმღერებს, რომელიც სერიალის ატმოსფეროს იდეალურად ერგება.

ადამ სკოტიალექსანდრ სკარშგორდიგაუჩინარებული ქალიდიდი პატარა ტყუილებიზოე კრავიცილორა დერნიმერილ სტრიპინიკოლ კიდმანირიზ უიზერსპუნისასოწარკვეთილი დიასახლისებიშეილინ ვუდლიცუდი გოგონები
Previous Post

"როკეტმენში" ფრედი მერკურის კამეოს ჩასმა უნდოდათ

Next Post

ნახეთ: Frozen-ის ახალი თრეილერი გამოვიდა

Next Post
ნახეთ: Frozen-ის ახალი თრეილერი გამოვიდა

ნახეთ: Frozen-ის ახალი თრეილერი გამოვიდა

Please login to join discussion

ახალი ამბები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

ავტორი Cinemania
24 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ბოლოს დამატებული

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

ავტორი Cinemania
24 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020