კინოინდუსტრია მე-20 საუკუნის დასაწყისიდან საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი გახდა. სხვადასხვა კინოსტუდიები საუკეთესო პროდუქტის შექმნაში ერთმანეთს ეჯიბრებიან და ჯანმრთელი კონკურენციის პირობებში იქმნება პროდუქტი, რომელშიც მაყურებლი თანხას არ იშურებს. მიმდინარე ეტაპზე, ისეთი გიგანტი, როგორიც არის „დისნეი“, საკუთარი პროექტებით ყოველწლიურად მილიარდებს გამოიმუშავებს, მაგალითად, მხოლოდ 2019 წელს (2020-ის მონაცემებს ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო არ ვასახელებთ), კორპორაციის მიერ გადაღებული სურათების ჯამურმა შემოსავალმა 20 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთი შედევრი და შემდგომ უკვე საკულტო ფილმი (მაგალითად „BladeRunner“) პროდქშენის თანხების ამოღებასაც კი ვერ ახერხებს და ხანდახან ეს ნაწარმოებები ყველა დროის ფინანსურად წამგებიან პროექტებათაც კი სახელდებიან.
2020 ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო საკმაოდ მძიმე წელი გამოდა. კინოინდუსტრიისათვის, კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფულიც, კი. არაერთი ფილმის გადაღებების შეჩერება, პრემიერების ცვლილება და რაც ყველაზე სამწუხაროა, მნიშვნელოვანი ადამიანების გარდაცვალება. ამ ყველაფერმა ერთად კინოსამყაროს მილიარდობით დოლარის ზიანი მიაყენა, თუმცა როგორც უკვე არაერთხელ, სხვადასხვა სტატიაში აღვნიშნეთ იყვნენ ფიზიკური, თუ იურიდიულ8ი პირები, რომლებმაც „არმაგედონის“ პირობებშიც სამაგალითოდ იხეირეს, მაგალითად სამაუწყებლო პლატფორმები, როგორებიც არიან „Netflix“. „Disney+“, „HBMOMAX “ და სხვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი კინოსმაყარო დღეის მდგომარეობით ამ კორპორაციებზე დგას და დიდია იმის ალბათობა, რომ ყველაფერმა ზემოხსენებულმა მომავალზე (იგულისხმერბა ფილმების კინოთეატრების გვერდის ავლა და სხვა) საკმაოდ დიდი ზეგავლენა იქონიოს.
მიუხედავად ყველა პრობლემისა, 2020 მაინც საკმაოდ საინტერესო წელიწადი გამოდგა, სადაც სახელგანთქმულმა, თუ ახალმა რეჟისორებმა, საკმაოდ საინტერესო ფილმები გადაიღეს, გამოცოხლდნენ კარგად მივიწყებული რეჟისორები, ზოგიერთიც საკუთარ, როგორც იტყვიან აიკონურ სტილს დაუბრუნდა, ზოგისთვისაც კი უბრალოდ ავრორამ გაისროლა და შესაბამისად, ახალი ვარსკვლავიც ამოვიდა. აქვე გვინდა აღვნინოთ, რომ გვაქვს სურვილი წარმოგიდგინოთ, ჩვენი აზრით, გასული წლის საუკეთესო ფილმები, შემოგთავაზოთ პატარა რევიუ მათ შესახებ და განგიმარტოთ, თუ რატომ არის აუცილებელი მათი მომენტალური ყურება:
უყურე „1917“-ს adjaranet.com-ზე
შესანიშნავი ფილმი პირველი მსოფლიო ომის შესახებ. სემ მენდესის შედევრი, რომელსაც ბადალი არ ჰყავს. ფილმმა სამი ოსკარი მიიღო, საუკეთესო ოპერატორის ნამუშევარი, საუკეთესო ხმის დიზაინი და საუკეთესო ვიზუალური ეფექტები. ისტორია საკმაოდ ბანალურია, ორი ჯარისკაცი ვალდებულია სხვა დანაყოფს სასწრაფო ბრძანება ოპერაციის შეჩერების შესახებ მიუტანოს. მიუხედავად იმისა, რომ ისტორია საკმაოდ ბანალურია, ოპერატორის, ხმისა და ვიზუალური ეფექტების შექმქმნელი ადამიანები ნამდვილად იმსახურებდნენ ოსკარს. ერთი უწყვეტი კადრით გადაღებული ფილმი, რომლის ყურება და მოსმენაც ერთი დიდი სიამოვნება…
უყურე „Another Round“-ს adjaranet.com-ზე
ევროპელი რეჟისორის, ტომას უინტერბერგის შესანიშნავი ფილმი. ისტორიის განვითარება საკმაოდ საეჭვო თეორის ირგვლივ იწყება, სადაც აღნიშნულია, რომ ადამიანს წარმატებისათვის დღეში სისხლში სჭირდება 0.5 მილიგრამი ალკოჰოლი. ბავშვობის 4 მეგობარი გადაწყვეტს, ხსენებული თეორის გამოცდას და იწყებენ ალკოჰოლის მიღებას. წინასწარ შეგიძლიათ გააკეთოთ დასკვნები, იმის შესახებ, თუ სადამდე მიიყვანს აღნიშნული უცნაური წამოწყება მეგობრებს, თუმცა ფილმი ალკოზოლიზმის გარდა, საკმაოდ საინტერესოდ ხსნის, შეუმჩნევლად გაპარული ახალგაზრდობის, საკუთარი თავის აღიარების, გამოტოვებული შესაძლებლობებისა და შუახნის კრიზისის პრებლემებს.
უყურე „Uncut Gems“-ს adjaranet.com-ზე
ძმები სეფდების შესანიშნავი დრამა, რომელშიც გაგიკვირდებათ და მთავარ როლს ადამ სენდლერი ასრულებს. სიუჟეტის ცენტრში ებრაელი ძვირადღირებული ქვებით მოვაჭრე ჰოვარდ რატნერი ხვდება, რომელიც საკმაოდ კარგი მაცხოვრებელია, მას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა რომ საკმაოდ საინტერესო, ნაყოფიერი და მსუყე ცხოვრება ჰქონდეს, მაგრამ „არ უნდა“. იგი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროლმები შეიქმნას. ზუსტად ამ იდეის ქვეშ ვითარდება ფილმში მოვლენები, როდესაც იგი ხელში ჩაიგდეს აფრიკიდან ჩამოსულ საკმაოდ დიდ, ძვირადღირებულ და ამასთან ერთად დაუმუშავებელ ოპალს.
უყურე „Devil All The TIme“-ს adjaranet.com-ზე
რობერტ პატინსონი, ტომ ჰოლანდი, ბილ სკასგარდი, ჰარი მელინგი, ჯეისონ კლარკი, სებასტიან სტენი, მია ვასიკოვსკაია და კიდე სხვა მრავალი. ამომავალი ვარსკვლავის, ანტონიო კამპოსის ფილმი, რომელიც დონალდ პოლაკის ამავე დასახელების რომანის ეკრანიზაციაა, კინოთეატრების გვერდის ავლით პირდაპირ ნეთფლიქსზე გაშუქდა და მომენტალურად უზარმაზარ წარმატებას მიაღწია. ფილმში მოქმედება რამოდენიმე განსხვავებული ისტორიის თხრობით მიმდინარეობს და გვთავაზობს ამერიკელი „Redneck“-ების შემზარავი ცხოვრების დეტალებს. ფილმი საკმაოდ მძიმე, თუმცა უაღრესად საინტერესო საყურებელია და ადამიანის სულში არსებული ყველანაირი სიბუნძურის ამოტივტივების არაჩვეულებრივ მაგალითს იძლევა
უყურე „Spread Your Wings“-ს adjaranet.com-ზე
ნიკოლას ვანიეს არაჩვეულებრივი სათაგადასავლო ფილმი, რომელიც გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, ცხოველების კადრებით და ზოგადად ბუნების აღუწერელი სიყვარულით. რეჟისორის სხვა ნამუშევრებია The School of Life, Belle & Sebastian და Le dernier trappeur, რომლებიც, როგორც ზემოხსენებული ფილმი ადამიანისა და ბუნების აუცილებელი სინთეზის ირგვლივ ვითარდება. რეჟისორის უკანასკნელელ ნამუშევარში „გაშალე ფრთებში“, მოქმედების ეპიცენტრში, ფრანგი ორნიტოლოგი ხვდება, რომელიც დაინტერესებულია წითელ წიგნში შეტანილი იხვების გადარჩენის საკითხით. მისი გეგმაა, ასწავლოს ფრინველებს უსაფრთხო მარშრუტი გადაფრენის დროს. მასთან სტუმრად ჩავა შვილი, რომელსაც როგორც ყველა მოზარდს, გაჯეტების გარდა სხვა ინტერესი არ გააჩნია. საინტერესო კი ზუსტად აქ იწყება, როდესაც პატარა ბიჭს ბუნებისა და ფრინველების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული უჩნდება.
ფილმს, თამამად შეგიძლიათ პატარებთან ერთად უყუროთ, თანაც სურათი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს.
უყურე „Onward“-ის თრეილერს adjaranet.com-ზე
ჯერ კიდევ 70-იანებში „Pixar“ „Lucas Film“-ს ეკუთვნოდა, ხოლო შემდგომ უკვე მოგეხსენებათ, რომ მიკი მაუსის კონგლომერატმა კომპანია 7.5 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა. მიუხედავად ამისა, პიქსარი მაყურებელს ყოველწლიურად შესანიშნავ ანიმაციურ ფილმებს სთავაზობს და ამასთან ერთად პროექტების ხარისხის ვარდნა არ შეიმჩნევა. არც 2020 იყო გამორჩეული, როდესაც პიქსარმა „Onward“ შემოგვთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მოქმედება ქალაქის სტილის, ფენტეზიურ სამყაროში ვითარდება და ეპიცენტრში ობლად დარჩენილი ელფი ძმები (მამა დაავადების გამო გარდაიცვალა და მარტოხელა დედა ზრდიდა ბიჭებს) ექცევიან, სურათი მაინც ახერხებს ადამიანში კეთილი, თბილი და გულისამაჩუყებელი გრძნობების გაღვივებას. ძმური სიყვარული, ერთგულება, მიზნისკენ სწრაფვა და ფილმის საინტერესო დასარული საკმაოდ საინტერესო და ხალისიან საათნახევრიან სეანს გთავაზობთ, როგორც თქვენ ისე პატარებს და ზოგადად მთელს ოჯახს.
უყურე „THE TRIAL OF THE CHICAGO 7“-ს adjaranet.com-ზე
ამერიკული სასამართლო სისტემის რღვევა, ჩამოშლა და მიკერძოება. ასე შეიძლება დახასიათდეს აარონ სორკინის, შედევრი, რომელიც რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. ჩიკაგოში 7 მშვიდობიანი დემონსტრანტის დაკავება და მიკერძოებული სასამართლო პროცესი 1968 წლის აგვისტოში შედგა. დემონსტრანტები ვიეტნამში მიმდინარე ომს აპროტესტებდნენ, რის გამოც ისინი დააკავეს და … ფილმი უაღრესად საინტერესო საყურებელია, მით უმეთეს იმიტომ, რომ რეალურ და შემზარავ ისტორიაზე დაფუძნებული, როდესაც „სისტემას“ყოველგვარი მიზეზის, დასაფუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე შეუძლია გაწიროს საკუთარი მოქალაქეები, რომლებიც უბრალოდ საკუთარ აზრს მშვიდობიან გარემოში აფიქსირებდნენ. ფილმში მონაწილებას იღებენ ედდი რედმაინი, ალექს შარფი, საშა ბარონ კოენი, ჯონ კაროლ ლინჩი, ჯერემი სტრონგი, ჯოსეფ გორდონ ლევიტი, ფრენკ ლანგელა და სხვა…
უყურე „Richard Jewell“-ს adjaranet.com-ზე

ფილმის რეჟისორი, უდაოდ უდიდესი ხელოვანი, კლინტ ისტვუდია, რომელსაც 2020-ში ოთხმოცდაათი წლის იუბილე ჰქონდა. ყველასათვის ცნობილი რეჟისორისათვის რიჩარდ ჯოეილის საქმე 39-ე სრულმეტრაჟიანი სურათი გახდა. მიუხედავად საკუთარი ასაკისა, 5 გზის ოსკაროსანი ხელოვანი ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ კინოინდუსტრიაში მას უდიდესი ადგილი უკავია. ისტვუდის უკანასკნელი ფილმი რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული, რომელიც მოგვითხრობს ისტორიას უბრალო დაცვის ბიჭის შესახებ, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. 96 წლის ოლიმპიური თამაშების დროს, ატლანტაში, მან აღმოაჩინა ბომბი, შეძლო ხალხის გაფთხილება და საკმაოდ ბევრი ადამიანის გადარჩენა, თუმცა ეს ყველაფერი მას საკმაოდ ძვირად დაუჯდა. რკინის ლურსმნებით დატვირთული ბომბი საბოლოოდ მალევე აფეთქდა, თუმცა რიჩარდის მოქმედების შედეგად არაერთი ადამიანის სიცოხლის გადარჩენა მოხერხდა. ყველას სჭირდება განტევების ვაცი, შეაბამისად როგორც პრესასა და სისტემას სჩვევია, ეჭვმიტანილად თავად რიჩარდი აქციეს, რომელსაც ცხოვრება ამ კეთილშობილი ქმედების შედეგად ჯოჯოხეთად ექცა. ფილმში მონაწილეობას კეტი ბეიტსი და სემ როკველი იღებენ, რომლებიც კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ უმაღლესი რანგის მსახიობები არიან. თუმცა, ორივე პოლ უოლტერ ჰაუზერმა გადაფარა, რომელმაც დედასთან მცხოვრები კეთილშობილი და მიამიტი რიჩარდ ჯიუელი, ჩვენის აზრით ფენომენალურად განასახიერეა და მომავალ ოსკარის დაჯილდოებაზე ოქროს კაცუნასაც იმსახურებს.
უყურე „The Gentlemen“-ს adjaranet.com-ზე
თუ ვინმე დაბრუნდა ხმაურით, ეს გაი რიჩია. დიდი ბრიტანეთი, კლიპის მსგავსი კადრები, შედევრალური დიალოგები, შესანიშნავად გაწერილი და ნათელიწერილი პერსონაჟები, მარტივი და ამავე დროს ჩახლართული ისტორია, A რანგის სამსახიობო გუნდი და გაი რიჩის განუმეორებელი სტილი. ფილმის შესახებ არაფრის თქმა არ ღირს, უბრალოდ უნდა დასხდეთ და ორ საათიანი სიამოვნების სეანსი უნდა მოიწყოთ!