„Jumanji“ ის მხატვრული, სათავგადასავლო ფილმია, რომელიც 90-იანების ახალგაზრდებსა და ბავშვებს განსაკუთრებულზე მეტად შეუყვარდათ. სურათმა ჯუმანჯიმ, რომელის მოქმედებაც ამავე დასახელების სამაგიდო თამაშის ირგვლივ ვითარდება, ყველა, პატარა თუ დიდი, აოცნება მსგავსი გასართობით თამაშზე. 1995 წელს გამოსულმა ფილმმა, სადაც რობინ უილიამსი ასრულებს მთავარ როლს წარმოუდგენელი წარმატება ნახა, თუმცა სიკველის ნახვის შესაძლებლობა კინომოყვარულებს მხოლოდ დაახლოებით 20 წლის შემდგომ მიეცათ.
ზემოხსენებული ფილმის წარმატებაზე აღარ ვისაუბრებთ, რადგან მის შესახებ წესით ყველამ უნდა იცოდეს, მაგრამ თუ არიან ისეთი კინომოყვარულებიც, რომელთაც „ჯუმანჯი“ არ აქვთ ნანახი შეუძლიათ ქართულად/ინგლისურად დატკბნენ სანახაობით ამ ბმულზე.
2017 წელს შედგა „Jumanji: Welcome to the Jungle“-ის პრემიერა, სადაც დუეინ „Rock“ ჯონსონმა, კევინ ჰარტმა და ჯეკ ბლექმა შეასრულებს მთავარი როლები. ფილმი სკოლის მოსწავლეებზე მოგვითხრობს, რომლებიც ამჯერად ჯუმანჯიში (რომელიც კომპიუტერულ თამაშად იქცა) ცოცხალ მოთამაშეებად იქცნენ. მათ 2-2 სიცოცხლე აქვთ და როგორც გეიმერები იტყვიან, თამაში უნდა დახურონ. 90-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფილმმა მილიარდზე ოდნავ ნაკლები შემოსავალი მიიღო, რის შედეგადაც მე-3 ნაწილის გადაღება გარდაუვალი გახდა.
შესაბამისად, უკვე ვინაცვლებთ 2020-ში და ზემოხსენებული ყველა მსახიობის მონაწილეობით კინოფრანჩიზის მე-3 სურათის, „JUMANJI: THE NEXT LEVEL“-ის (ფილმის ნახვა ქართლად/ინგლისურად შესაძლებელია adjaranet-ის ამ ბმულზე) ნახვა გახდა შესაძლებელი. ამასთან შეგახსენებთ, რომ სამსახიობო გუნდს დენი დე ვიტო და დენი გლოვერი შეემატნენ, რომლებიც ფილმში…
ფილმის მესამე ნაწილში, სცენარში რადიკალურად არაფერი იცვლება, თუმცა თითონ თამაში ჯუმანჯი აბსოლუტურად სხვანაირი გახდა, ამიტომაც ეწოდება სურათის „ჯუმანჯი: შედგომი საფეხური“. მეგობრები სახიფათო თავგადასავალებით სავსე ჯუმანჯის სამყაროში დაბრუნდნენ, რათა ერთ-ერთი მათთაგანი უკან დააბრუნონ. ამჯერად, თამაშის სისტემური ხარვეზი მოთამაშეების ყველაზე მოულოდნელ შერჩევას გამოიწვევს, რომლებსაც სამაშველო ჯგუფებად გადაქცევა მოუწევთ. ახლა, თუ გმირებს სურთ, რომ საშიში თამაშიდან ცოცხლები გავიდნენ, მათ თამაშის შიგნით უდაბნოებისა და დათოვლილი მთების გადალახვა უწევთ, სადაც აქამდე არნახული სირთულეები მათი ახალი თავსატეხები გახდება.
კინოფრანჩიზის მესამე ეპიზოდი, როგორც მისი წინამორბედები, საკმაოდ კარგი რეიტინგებით სარგებლობს. „ჯუმანჯი: შემდგომი საფეხური“ ფენტეზი, სათავგადასავლო ჟანრის ფილმია, სადაც კარგი ვიზუალური ეფექტებისა და სასაცილო ხუმრობების თანხვედრა გვხდება, რომლის საშუალებითაც, სახლში ყოფნის პერიოდში, შეგიძლიათ სასიამოვნო და სახალისო კვირა საღამო მოიწყოთ.
უყურე „JUMANJI: THE NEXT LEVEL“-ს ქართლად/ინგლისურად adjaranet-ზე: