დედამიწაზე აღარ დარჩა ადამიანი, რომელმაც არ იცის, უხანის ვირუსის, „Covid-19“-ის შესახებ. სრულიად სამყაროში, მათ შორის შტატებში შეჩერებულია არაერთი საქმიანობის სფერო, ხოლო ჰოლივუდში შეჩერდა არაერთი მსხვილბიუჯეტიანი ბლოკბასტერის გადაღებები. კინომოყვარულები 2021-ის მოახლოებაზე დიდ იმედებებს ამყარებდნენ, რადგან მეტ რივზისა ბეტმენისა და სხვა ცნობილი კინოფრანჩიზების ნახვა იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა „გვირგვინას“ თავისი გეგმები ჰქონდა და ყველა ძალა იხმარა იმისათვის რომ ახალი ბეტმენის პრემიერას რამოდენიმე თვით გადაეწია. შესაბამისად 07.21-ის ნაცვლად რობერტ პატინსონის განსახიერებული ბეტმეტნის ნახვა 04.03.2022-ში იქნება შესაძლებელი. სიმართლე, რომ ვთქვათ „კორონა“ ვირუსმა DC-ის არცერთი ფილმი არ დაინდო, რასაც „Shazam 2“-ისა და „Flash“-ის შესახებ გადაღებული ბლოკბასტერების პრემიერის თარირების ცვლილება მოჰყვა. ზაქარი ლევის სუპერგმირის ნახვა 2022-ის ნოემბრის თვეში იქნება შესაძლებელი, ხოლო ფლეშის პრემიერა იმავე წლის 3 ივნისს იგეგმებოდა.
ახლა კი სასიხარულო ინფრომაცია ვრცელდება, რადგან ბარბარა მუსკიეტი, რომელიც საკმაოდ ცნობილი პროდუსერია, საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე საკმაოდ საინტერესო ფოტოსურათი გაავრცელა, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ „Flash“-ის ფილმის გადაღებები დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ჩქარი სპიდსტერის შესახებ გადაღებული ბლოკბასტერის შესახებ არაფერია ცნობილი, ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, რომ ბლოკბასტერი მიუყვება „The Flashpoint Paradox“-ის კომიქს, სადაც ყველაზე სწრაფი ადამიანი დროში იმოგზაურებს, კერძოდ კი წარსულში და დედის გადარჩენას ეცდება. რას გამოიწვევს მისი დროში მოგზაურობა და როგორი პრობლემების გადაჭრა მოუწევს სუპერგმირს ამას წესით 2022 წლის 4 ნოემბერს გავიგებთ.
საინტერესო ფაქტები
აქვე აღსანიშნავია, რომ ბარი ალენი წარსულსა და პარალელურ სამყაროებში იმოგზაურებს, სადაც იგი სხვადსხვა, სრულიად განსხვავებული სამყაროების სახელგანთქმულ პერსონაჟებს შეხვდება; მაგალითად, მაიკლ კიტონისა (Batman 1989) და და ბენ აფლეკის (Batman v Superman: Dawn of Justice 2016) ბეტმენებს (თუ ჭორებს ვენდობით შესაძლოა ვიხილოთ ველ კილმერისა და ჯორჯ კლუნის, შავი რაინდებიც), ასევე იმოგზაურებს იმ პრალელურ სამაროში, სადაც ნიკოლას კეიჯი სუპერმენია (კეიჯს მონაწილეობა უნდა მიეღო ტიმ ბარტონის „Man of Steel“-ში იხილეთ ლინკი), ასევე ვარაუდობენ, რომ ფლეში გალ გადოტის ქალ საოცრებაქსა (Wonder Woman) და დენი დევიტოს პინგვინსაც (Batman Returns) კი შეხვდება.
ერთი სიტყვით, ფილმის რეჟისორი, ანდრე მუსკეტი გვპირდება, რომ „Flash“ ესტუმრება (კინოფრანჩიზის განმავლობაში) DC-ის სრული კინოსმაყაროს ყველა პერსონაჟს. მსგავსი, ჯერ არავის გაუკეთებია, როდესაც სხვადასხვა რეჟისორების, სხვადსხვა დროის მონაკვეთებში გადაღებული ფილმები ერთმანეთზე მიება (თუ არ ჩავთვლით მ.ნაით შიმალანის ტრილოგიას), მაგრამ თუ, ჩანაფიქრი გამოვიდა, ეს ნამდვილად ახალი, თანაც ხმამაღალი სიტყვა იქნება კინემატოგრაფიაში, რომელიც თავდაპირველად წარმოდგენლად საინტერსო პრეცედენტსა და შემდგომ გარდაუვალ პრაქტიკას შექმნის კინოინდუსტრიაში.
Tremendous things here. I’m very satisfied to see your post.
Thank you so much and I’m looking forward to touch you.
Will you kindly drop me a e-mail?
Baby has received it perfectly
There are some interesting points in time in this article however I don’t know if I see all of them middle to heart. There may be some validity however I’ll take hold opinion till I look into it further. Good article , thanks and we want more! Added to FeedBurner as well
It’s actually a great and useful piece of info. I’m glad that you shared this helpful info with us. Please keep us informed like this. Thanks for sharing.