„მარველის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ფანების საყვარელი სუპერგმირი „Spider-Man“-ია. ტომ ჰოლანდის მონაწილეობით „Spider-Man“-ის ორი დამოუკიდებელი ფილმი „Homecoming“ და „Far From Home“ ვიხილეთ, ასევე სუპერგმირი „Avengers“-ის რამოდენიმე ბლოკბასტერშიც ასრულებდა საკმაოდ მნიშვნელოვან როლს, ჩვენს წინა სტატიაში გაცნობეთ, რომ მიმდინარე წლის საშობაო პერიოდში სპაიდის თავგადასავლის მესამე ფილმს, „Spider-Man: No Way Home“-ს ვიხილავთ, რომლის ანონსიც თავად მსახიობებმა, მოკლე სახალისო ვიდეოში შემოგვთავაზეს:
ახალი ბლოკბასტერის გადაღებები მარტის თვეში დასრულდა, ხოლო ერთ წლიანი პროდაქშენის პერიოდში მაყურებლისათვის არაერთი საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი, მათ შორის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან, სხვადასხვა სახის საეჭვო თუ დასაჯერებელი ინფორმაცია და სხვა. აქვე აღსანიშნავია, რომ საინტერესო დეტალებს შორის ფიქსირდებოდა ისეთი ინფორმაციაც, რომლის დაჯერებაც რთული იქნებოდა, მაგალითად ის, რომ ფრანჩიზის მესამე ნაწილი იმდენად მასშტაბური და გრანდიოზულია, რომ სპოილერებისგან თავის არიდების მიზნით სტუდიამ გადაწყვიტა, რომ მას თრაილერიც კი არ ექნებოდა, თუმცა ხსენებული ფაქტი თავისთავად მცდარი აღმოჩნდა, რადგან დღეს სულ რამოდენიმე საათის წინ შედგა „Spider-Man: No Way Home“-ის სამ წუთიანი თიზერ თრეილერის პრეზენტაცია:
უყურე Spider-Man: No Way Home-ის თრეილერს adjranet-ზე
კინოფრანჩიზის მესამე ნაწილის დასახელება „No Way Home“ ქართულად შეგვიძლია ვთარგმნოთ როგორც „არავითარი გზა შინ დასაბრუნებლად“, რაც მეორე ფილმიდან გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით შესანიშნავი სათაურია (აქვე აღსანიშნავია, რომ სიტყვა Home, ფრანჩიზის სამივე ფილმის დასახელებაში გვხვდება). შეგახსენებთ, რომ ადამიანი ობობას უკანასკნელი ბრძოლა ჯეიკ ჯილენჰალის პერსონაჟის, „Mysterio“-ს წინააღმდეგ შედგა, რომელმაც ინსცენირებული ვიდეოსა და ჯ. ჯონა ჯეიმსონის დახმარებით (Daily Bugle-ის რედაქტორი) მთელს სამყაროს აცნობა, რომ მისტერიო ადამიანმა ობობამ მოკლა, ხოლო წითელი ნიღბის ქვეშ კი ვინმე პიტერ პარკერი იმალებოდა. მსგავს „Cliffhanger“-ზე სრულდება ბოლო ფილმი, რაც Spider-Man-ს საკმაოდ მძიმე სიტუაციაში აყენებს და არავინ იცის როგორ გამოსავალს იპოვის იგი. თიზერიდან ვხედავთ, თუ როგორ დაუპირისპირდა მთელი სამყარო პიტერ პარკერს, მას აპატიმრებენ კიდეც და როგორც ჩანს ბრალდებასაც უყენებნ. ის, რომ Doctor Strange დაგეგმილ ბლოკბასტერში გამოჩნდებოდა და ამასთან ერთად პიტერის დახმარებას შეეცდებოდა, თავიდანვე ნათელი იყო, თუმცა რა გზით, ეს უცნობი რჩებოდა. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ სტივენი პიტერთან ერთად აკრძალულ შელოცვას გამოიყენებს, რომელსაც სუპერგმირების ჩანაფიქრით დედამიწის მაცხოვრებელთათვის უნდა დაევიწყებინა სპაიდერმენიის გამხელილი ვინაობა, მათ შორის პიტერ პარკერის უახლოსი ადამიანების, ემჯეისა და ნედისთვისაც. მაგრამ, როგორც ჩანს, ვონგის გაფთხილება სწორი აღმოჩნდა და სტრეინჯის ზედმეტმა თავდაჯერებულობამ ჩვენი საყვარელი ორი სუპერგმირი გაურკვეველი მიმართულებით, პარალელურ სამყარო(ებ)ში გააგზავნა. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად ვარაუდობდნენ, რომ დაგეგმილ ბლოკბასტერში „Sinister Six“-ს (სპაიდერმენის სამყაროს ბოროტმოქმედთა დაჯგუფება) რაიმე ფორმით აუცილებლად ვიხილავდით, რასაც ჯეიმი ფოქსისა და ალფრედ მონილას როგორც კასტში, ასევე თრეილერში გამოჩენა სრულიად შესაძლებელს ხდის. შეგახსენებთ, რომ ალფრედ მოლინას Doc. Octopus პირველად სემ რეიმის სპაიდერმენში გამოჩნდა, რომელშიც სპაიდერმენის როლს ტობი მაგუაერი ასრულებდა, ხოლო ჯეიმი ფოქსის ელექტრო, რომელიც უკვე მოგვიანებით ენდრიუ გარფილდის ადამიანი-ობობას მეტოქე გახლდათო რეჟისორმა მარკ უებმა შემოგვთავაზა.
ასევე თრეილერში ვხედავთ, მწვანე ყუმბარას, რომელიც რა თქმა უნდა Green Goblin-ს ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ მწვანე ბოროტმოქმედს, სემ რეიმის ტრილოგიის პირველ ფილმში უილიამ დეფო ასახიერებდა, შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ ხსენებული მსახიობი ახალ ფილმში კვლავ ვიხილოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ყურადღებით მოუსმენთ თრეილერში, ფონს უკან გაჟღერებულ ფრაზას „Be careful what you wish for Parker“ (მოუფთხილდი საკუთარ სურვილებს), რომელიც ძალიან ჰგავს დეფოს ხმას. თავისთავად სონი და მარველი მაქსიმალურად ეცდება, რომ რაიმე მნიშვნელოვანი თრეილერებში არ გვაჩვენოს ან/და პირიქით, გვაჩვენოს რაიმე ისეთი ფორმით, რომ რეალური ფილმისაგან საპირისპირო აზრი ჩამოგვიყალიბდეს. ასევე შეგვიძლია 100% დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ თავად ფილმში არაერთი გრანდიოზული სურპრიზი დაგვხვდება, რომლის განჭვრეტაც მიმდინარე ეტპაზე შეუძლებელია. მაგალითად ის, რომ ყველაზე დიდი სურპრიზი კი რა თქმა უნდა 3 ობობას ერთ კადრში ნახვა იქნებოდა, მაგრამ მსგავსი სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინეგბით ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა როგორც იტყვიან ხოლმე, იმედი ბოლოს კვდება. სხვა
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სხვა მიმდინარე ბლოკბასტერში სხვა ბოროტმოქმედებთან ერთად შესაძლოა გამოჩნდეს ენდრიუ გარფილდის სპაიდერმენის პირველი მტერიც, ექიმი კურტ კონორის სახით, რომელიც საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად ანტრომორფულ ქვეწარმავლად გადაიქცა. ხსენებულის ვარაუდის საშუალებას, თრეილერში სულ რაღაც ერთი წამით გამოჩნეილი სილუეტი იძლევა, რომლის შემჩნევაც 2:25-2:27 შორის არის შესაძლებელი. ერთი სიტყვით, საკმაოდ საინტერესო, სურპრიზებით აღსავსე, დამაინტრიგებელი და რა თქმა უნდა შესანიშნავი ეფექტებით შესრულებული ატრაქციონი გველოდება, რომელიც მარველის მეოთხე ფაზაში დიდ აურზაურს გამოიწვევს.
ამ ყველაფერთან ერთად ყველაზე გემრიელი ბოლოსათვის მოვიტოვეთ, რადგან ერთ-ერთი Leak-ის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ნედს (პარკერის უახლოესი მეგობარი) დაავიწყდება ის ფაქტი, რომ პიტერი ადამიანი ობობაა, ჯერ-ჯერობით გაურკვეველი მიზეზით გაგიჟდება, რაც მისი ალტერ ეგოსა და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ბოროტმოქმედის „HobGoblin“-ის ჩამოყალიბებას გამოიწვევს. დიდი ალბათობით, ხსენებული მოვლენები მესამე ფილმში არ განვითარდება, თუმცა ვარაუდობენ, რომ „End Scene“-ში Cliff Hanger სწორედაც რომ ყვითელ გობლინზე გაკეთებული მინიშნებები იქნება:
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ექიმი სტრეინჯი ტონი სტარკის გარდაცვალების შემდგომ პიტერზე „მზრუნველობას“ გადაიბარებს და მის სწორ გზაზე დაყენებასა და დახმარებას ეცდება. ამასთან ვარაუდობენ, რომ „Doctor Strange In The Multiverse of Madness“-ის მოვლენათა განვითარება აუცილებლად იქნება დაკავაშირებული „No Way Home“-თან. ეს უკანასკნელი ვერსია მეტად დასაჯერებელია, რადგან მეასმე ფილმით გამოწვეულ მოვლენებს აუცილებლად ექნება შესაბამისი შედეგები, რომელიც თავად სტრეინჯის გამოსასწორებელი გახდება. ასევე ერთ-ერთი ინტერვიუს დროს თავად ჰოლანდმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთ წლიან გადაღებებში იღებდა მონაწილეობას დღემდე ზუტად მაინც არ იცის ფილმში მოვლენები როგორ განვითარდება და სხვა დაგეგმილ ფილმებზე როგორ ზეგავლენას იქონიებს, იმდენად ჩახლართული, გრანდიოზული და ამასთან ერთად მასშტაბურია როგორც სცენარი, ასევე თავად ფილმი.
ფილმის რეჟისორი კვლავ ჯონ უათსია, რომელმაც „Spider-Man“-ის წინა ორი ფილმი გადაიღო, ასევე თუ მის ფილმოგრაფიაში ჩავიხედებით, შევამჩნევთ, რომ იგი ახალი „Fantastic Four“-ის რეჟისორადაც არის ნახსენები.