ჩვენ უკვე არაერთხელ განვიხილეთ მარველის კინოსამყაროში მიმდინარე მოვლენები და ამასთან ერთად შევეხეთ დაგეგმილი ბლოკბასტერებისა თუ TV შოუების პრემიერის თარიღებს, ასევე როგორც მათში მონაწილე მსახიობებსა და პერსონაჟებს. კეპი, რკინის კაცი, ჰალკი, თორი და სხვა, ის სუპერგმირიები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში სხვადასხვა თავბრუდამხვევ ისტორიებში იღებდნენ მონაწილეობას და არაერთხელ დაამარცხეს წარმოუდგენლად ძლიერი ბოროტმოქმედები.
აქვე აღსანიშნავია, რომ მარველი დისნეისთან ერთად ნელ-ნელა გეგმავს არსებული სუპერგმირების ახლებით ჩანაცვლებას. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი მიჯაჭვულია ზემოხსენებულ პერსონაჟებზე, მათი ახალი გმირებით ჩანაცვლება და პერსონაჟების გადახალისება 11 წლის შემდგომ უკვე აუცილებლობასაც კი წარმოადგენს. როგორც თქვენთვის ცნობილია, მარველის მეოთხე და მეხუთე ფაზებისათვის არაერთი მსხვილბიუჯეტიანი ბლოკბასტერი, ტვშოუ და ანიმაციაა იყო და არის დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ მეოთე ფაზის დასაწყისიდან უკვე არაერთი შესანიშნავი პროექტი ვიხილეთ, მარველის კინოსამყარო თითქმის ყოველ კვარტალურად გვანებრივრებს ახალი პროექტებით და ახლა კლინტ ბარტონის a.k.a Hawkeye-ის ჯერიც დადგა.
სინემანიას წინა სტატიაში შემოგთავაზეთ დაგეგმილი შოუს პირველი თრეილერი და ასევე, განხვიხილეთ ის ინფორმაცია, რაც გვაჩვენეს ორ წუთიან ვიდეოში, ხოლო ახლა სტუდია გვთავაზობს მეორე თრეილერსა და მასში ნაჩვენებ ახალ დეტალებს:
„Hawkeye“-ის II თრეილერი
უყურე „Hawkeye“-ის I თრეილერს adjaranet-ზე
პირველრიგში უნდა ვთქვათ, რომ დაგეგმილი შოუ მინი სერიალი იქნება, დაახლოებით ისეთი, როგორიც „Loki“. აქვე შეგახსენებთ, რომ სერიალში მოვლენები „Ironman“-ის „Snap“-ის შემდგომ ვითარდება, როდესაც სამყაროს 5 წლით დაკარგული მოსახელობის მეორე ნაწილი დაუბრუნდა. ამ საგმირო ისტორიის შემდგომ სუპერგმირები საბოლოოდ სოციუმის განუყოფელი ნაწილი გახდნენ. მათ საპატივსაცემოდ ქმნიან მონუმენტებს, ნაყინებსაც კი არქმევენ მათ სახელებს და თუ ეს არასაკმარისი გგონიათ, თრეილერში ჩანს თუ როგორ ესწრება საშობაო პერიოდში კლინტ ბარტონი მიუზიკლს, სადაც ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი სუპერგმირები სამყაროს გადასარჩენად „იბრძვიან“. „Avengers: Endgame“-ის მოველენებისა და კლინტ ბარტონის ოჯახის „snap“-ის შედეგად გაუჩინარდა შემდეგ, გმირმა ბოროტმოქმედებზე ნადირობა გამოაცხადა (იმ მოტივით, რომ კეთილშობილი ადამიანები გაქრნენ და დარჩენილ კრიმინალებს სიცოცხლის უფელბა არ ჰქონდათ) და მათ განადგურებაში საკმაოდ წარმატებულიც კი აღმოჩნდა, სანამ მას Black Widow ახალი იმედებითა და ჩანაფიქრებით არ ეწვია. თრეილერებიდან ვიგებთ, რომ მოვლენები სერიალში საშობაო პერიოდში ნიუ იორკში ვითარდება, სადაც შურისმაძიებლების ყოფილ წევრს კლინტ ბარტონს, a.k.a Hawkeye-ს ერთი შეხედვით მარტივი მისია ამოძრავებს, დაუბრუნდეს ოჯახს, თუმცა საუკეთესო მშვილდოსანს დავალების შესრულებაში „კონკურენტი“ და ამასთან ერთად ფანი, 22 წლის კეიტ ბიშოპი შეუშლის ხელს, რომელსაც „Bumblebee“-ის ვარსკვლავი ჰეილი სტეინფილდი ასახიერებს. საქმე იმაშია, რომ კლინტს წარსული ცხოვრების მოჩვენებები (როდესაც კრიმინალებზე ნადირობდა) თავს არ ანებებენ და შიგადაშიგ თავსაც ახსენებენ, ხოლო მისი ახალი პროტეჟე, ბიშოპის სახით ამ პრობლემებისათვის მაგნიტის პუნქციას ასრულებს. რა თქმა უნდა ზუსტი ინფორმაცია, სერიალის შინაარსის შესახებ უცნობია, თუმცა (Major Spoilers Ahead: თუ Black Widow ნანახი არ გაქვთ შემდეგ აბზაცზე გადადით) მათ ვინც შავი ქვრივის „endscene“ აქვს ნანახი, გაიხსენებს ელენა ბელოვას ფლორენს პაფის შესრულებით, რომელიც ნატაშა რომანოვის სიკვდილში სწორედაც რომ ბარტონს ადანაშაულებს. ფლორენსის სერიალში გამოჩენა კი თავისთავად ბარტონზე ნადირობის გამოცხადებაზე მიგვანიშნებს…
აქვე აღსანიშნავია, რომ სერიალის პირველი სეზონი ექვსი ეპიზოდისაგან იქნება შემდგარი და თითო ეპიზოდი საშუალოდ 40-50 წუთ გაგრძელდება. მისი პრემიერა „Disney+“-ზე მიმდინარე წლის 24 ნოემბერს არის დაგეგმილი. ამასთან უნდა ვთქვათ ისიც, რომ პრემიერის დღეს მაყურებლებს ექნებათ საშუალება ერთბაშად ნახონ პირველი და მეორე ეპიზოდები, რასაც ყოველი მომდევნო კვირით ახალი ეპიზოდები მოჰყვება, ხოლო 22 დეკემბრის VI ეპიზოდით დასრულდება პირველი სეზონი. ასევე, მინისერიალის დასრულების შემდგომ, ასევე „Disney+“-ზე ვიხილავთ ე.წ. „Hawkeye-ის Special“-ს, რომელიც მონაწილეობას ჯერემი რენერი მიიღებს და სავარაუდოდ შოუს გადაღების შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას:
ესეც, თუ როგორ ამზადებენ რენერს გადაღებებისათვის!