მოგეხსენებათ, რომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშის „Mortal Kombat”-ის ამავე დასახელების ეკრანიზაცია 1995 წელს გამოვიდა, ხოლო 1997 წელს ფანებს უკვე სასიკვდილო ბრძოლიის სიკველის ნახვა შეეძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფილმმა სხვადასხვა იმ დროინდელი კრიტიკოსების მიერ საკმაოდ დაბალი შეფასებები მიიღო, კინომოყვარულებისათვის ორივე სურათი მაინც ფასდაუდებელ საგანძურად იქცა და საბრძოლო ხელოვნების კატეგორიის ფილმებს შორის დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოა.
მოგეხსენებათ, რომ „Warner Brothers” საკულტო კომპიუტერული თამაშის მორიგი ეკრანიზაციისთვის ემზადება და ნელ-ნელა სხვადასხვა სახის თიზრებით გვანებივრებს, თუმცა ოფიციალური თრეილერი ჯერ-ჯერობით არ გვინახავს.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ „Warner.Bros“-მა ფილმიდან რამოდენიმე საინტერესო ფოტოსურათი გამოაქვეყნე, რითაც საკმაოდ გაახარეს ფანები და ამასთან ერთად შეგვახსენეს, რომ ფილმზე მუშაობა არ შეჩერებულა და მას სულ მალე ვიხილავთ. ახლა კი Mortal Kombat-ის ოფიციალურ Twitter-ზე ახალი ფოტოსურათები, მეტად კორექტული იქნებოდა გვეთქვა, პოსტერები გამოქვეყნდა:
Joe Taslim is Sub-Zero. #MortalKombatMovie trailer Thursday. pic.twitter.com/63Rv7Kwahs
— Mortal Kombat Movie (@MKMovie) February 17, 2021
Josh Lawson is Kano. #MortalKombatMovie trailer Thursday at 9am PT. pic.twitter.com/C9DSFBtQYe
— Mortal Kombat Movie (@MKMovie) February 17, 2021
Tadanobu Asano is Raiden. #MortalKombatMovie trailer tomorrow at 9am PT. pic.twitter.com/KVp7h5Grfh
— Mortal Kombat Movie (@MKMovie) February 17, 2021
Ludi Lin is Liu Kang. #MortalKombatMovie trailer tomorrow at 9am PT. pic.twitter.com/C1rFsgnsyg
— Mortal Kombat Movie (@MKMovie) February 17, 2021
Jessica McNamee is Sonya Blade. #MortalKombatMovie trailer tomorrow at 9am PT. pic.twitter.com/esN6nGMwme
— Mortal Kombat Movie (@MKMovie) February 17, 2021
Chin Han is Shang Tsung. #MortalKombatMovie trailer tomorrow at 9am PT. pic.twitter.com/5Bym7XaiQJ
— Mortal Kombat Movie (@MKMovie) February 17, 2021
Lewis Tan is Cole Young. #MortalKombatMovie trailer tomorrow at 9am PT. pic.twitter.com/PUzHjZm1PL
— Mortal Kombat Movie (@MKMovie) February 17, 2021
Max Huang is Kung Lao. #MortalKombatMovie trailer tomorrow at 9am PT. pic.twitter.com/dKwIIX2FkH
— Mortal Kombat Movie (@MKMovie) February 17, 2021
Sisi Stringer is Mileena. #MortalKombatMovie trailer Thursday at 9am PT. pic.twitter.com/TMCNsdzsfg
— Mortal Kombat Movie (@MKMovie) February 17, 2021
აქვე აღვნიშნავთ, რომ რებუთის სიუჟეტის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა პატარ-პატარა დეტალები ცნობილი ნამდვილად ხდება. მაგალითად ის რომ ფილმში, თამაშისათვის დამახასიათებელი FATALITY-ების ნახვა არაერთხელ იქნება შესაძლებელი და ასევე, ის რომ კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ხანგრძლივი ხელჩართული ბრძოლით დატკბობა იქნება შესაძლებელი. რეჟისორის სკამს საიმონ მაკკუოიდი დაიკავებს, სცენარის ავტორი გრეგ რუსო იქნება, ხოლო ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერის მოვალეობებს ჯეიმს ვანი შეასრულებს.
ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის 16 აპრილს შედგება, როგორც კინოთატრებში, ასევე HBOMAX-ზე.