როგორ თქვენთვის ცნობილია, კომპანია „Digital Ads“-მა თავის ქოლგის ქვეშ არსეულ ვებგვერდებთან, „adajaranet“, „imovies“, „myvideo“, „amindi“-სა და „Cinemania“-სთან ერთა წამოიწყო საინფორმაციო კამპანიას ,,სანახავი ჯერ კიდევ ბევრი გაქვს”, რომლის ფარგლებშიც კომპანიის ყველა ვებგვერდზე განთავსდება რეკომენდაციები მოსახლეობისთვის, თუ როგორ დავიცვათ თავი სახიფათო ვირუსისგან. ამასთან მათთვის ვინც შინ დარჩა და პრევენციის მიზნით თავს არიდებს ადამიანთა თავშეყრის ადგილებისაგან, გუშინდელის მსგავსად ვთავაზობთ ფილმებიის სიებსა და ჩამონათვალს, რომელიც ცოტათი მაინც გაგიხალისებთ სახლში ყოფნის რეჟიმს.
მიმდინარე ეტაპზე მედიცინა და ექიმები საკმაოდ აქტუალური საკითხია, შესაბამისად, „Cinemania“ „Adjaranet“-თან ერთად გთავაზობთ ფილმებს, სერიალებსა და TV შოუებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისა და ზოგადად მედიცინის შესახებ ძალიან ბევრ ახალსა და საინტერესოს შემოგთავაზებთ.
„გმირი ექიმების“ სიის ნახვა შესაძლებელია „Adjaranet.com“-ზე
Grey’s Anatomy (გრეის ანატომია)
მოვლენათა ეპიცენტრში სიეტლის გადაუდებელ საავადმყოფოს ვხედავთ, სადაც სხვადასხვა დარგის შესანიშნავი ქირურგები საკმაოდ რთულ და საინტერესო ოპერაციებს ატარებენ, როდესაც მუდმივ სტრესის ქვეშ მყოფნი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. შეგახსენებთ, რომ სერიალი 2005 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება, ჯამში 16 სეზონით. იმის გათვალისწინებით, რომ სერიალი სასკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა, ხორციელდება პერსონაჟებიც მაყურებლისათვის ეტაპობრივი გაცნობა, მათი ემოციებისა და გრძნობების გადმოცემა უზრუნველყოფილია მაქსიმალურად და ასევე, მომსწრენი ვხდებით პროტაგინისტთა მუდმივ ზრდასა და კარიერულ წარმატებებს.
House (ექიმი ჰაუსი)
სერიალი, რომელიც 2004 წელს დაიწყო და ენით აუღწერელ წარმატებას მიღწია, TV შოუ, რომელმაც ჰიუ ლორისს სახელი ასევე სრულიად საამყაროში გაუთქვა და ადამიენებს ექიმები მეტად შეაყვარა. გარდა იმისა, რომ სერიალის პროტაგონისტი არაჩვეულებრივი ტერაპევტია და მაყურებელს ყოვლად წარმოუდგენელ დიაგნოზებს სრულიად გასაოცარი წესით დადგენას თავაზობს, იგი თავისი განსხვავებული ქარიზმით, ანტისოციალურობით, ცინიზმითა და სარკაზმით აღსავსე ხასიათით არაერთ საინტერესო ფრაზას შემოგთავაზებთ და გულიანად გაცნიბეთ. ეს ის სერიალია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.
PATCH ADAMS (მკურნალი ადამსი)
გაიცანით მკურნალი ადამსი – ექიმი, რომელიც სრულიად განსხვავდება თავისი კოლეგებისგან. ადამსმა, თანამედროვე მედიცინაში არაჩვეულებრივი აღმოჩენა გააკეთა, როდესაც დაადგინა, რომ ყველანაირი ავადმყოფობისგან განკურნება სიცილით არის შესაძლებელი. რათქმაუნდა მას ტრადიციული მედიცინის მიმდევარი ექიმი არ ეტანხმებიან, თუმცა ადამსი მზადაა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ თავისი პაციენტები სიცილით განკურნოს და ამით საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს. როგორც ყოველთვის რობინ უილიამსი შესანიშნავია და მაყურებელი მისი ყურებით სიამოვნებას იღებს.