მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის 1 მაისს, კინოსამყარო „MCU“-ს მე-4 ეტაპის პირველი ბლოკბასტერის, „Black Widow“-ს პრემიერისათვის ემზადებოდა. წლის დასაწყისში, ჩვენ მალევე ვიხილეთ, სურათის პირველი და მეორე თრეილერი და მოლოდინები რა თქმა უნდა დიდი იყო და ამჟამად ასეც არის. თუმცა ფილმის პრემიერის თარიღი, მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის გათვალისინებით შეიცვალა და არჩევანი 06.11.2020-ზე შეჩერდა. სამწუხოროა, ის რომ ეს თარიღიც შეიცვალა და 09.07.2021-საკენ გადაინაცვლა. ნებისმიერი მარველის მსხვილბიუჯეტიანი ფილმის თარიღის ცვლილება საკმაოდ ცუდია, რადგან მას ავტომატურად კომპანიის სხვა პროექტებიც ჯაჭვურად მიჰყვება, რადგან მარველის სამყაროში ყველაფერი დაკავშირებულია და ქრონოლოგია აუცილებლად დასაცავია, შესაბამისად აღმოჩნდა, რომ „WandaVision“ იყო პირველი პროექტი დისნეისა და მარველისაგან, რომელსაც უკვე „The Falcon and The Winter Soldier“ მოჰყვა. ახლა კი სრულიად მოულოდნელად მარველმა გადაწყვიტა ფანები გაეხალისებინა და ნატაშა რომანოვის შესახებ დაგეგმილი ბლოკბასტერის მესამე თრეილერი შემოგვთავაზა:
როგორც თქვენთვის ცნობილია პირველად „შავი ქვრივი“ „Iron Man 2“-ში ვიხილეთ და მას შემდეგ „S.h.i.e.l.d“-ის ჯაშუში მარველის კინოსამყაროს განუყოფელი ნაწილი გახდა. აი, 10 წლის შემდეგ, ურიცხვი დამსახურებების, ღვაწლისა და სამყაროს გადარჩენისათვის გაწირული სიცოცხლის (Avengers: Endgame) გათვალისწინებით მისი პირველი სოლო ფილმს სამყარო მალე იხილავს. სკარლეტ იოჰანსონის კინოგმირის წარსულის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა ცნობილია. ვიცით, რომ იგი ბავშვობაში რუსულ ჯაშუშების სპეც. სკოლაში იზრდებოდა და ეუფლებოდა შპიონაჟის განსაკუთრებულ ხელოვნებას. ამასთან ვიცით, რომ შემდგომ იგი „S.h.i.e.l.d“-ის ხელმძღვანელმა ნიკ ფიურიმ გადამოიბირა, თუმცა უცნობია როგორ. ასევე, „Hawkeye“-თან არაერთი საუბრისას გამორჩეულად აღუნიშნავთ პრაღის ინციდენტი, რომლის დეტალები ასევე უცნობია და ბურუსით არის მოცული. ერთი სიტყვით, „Black Widow“-ზე იმაზე ნაკლებია ინფორმაციაა ცნობილი ვიდრე გვსურს რომ ვიცოდეთ. შესაბამისად, ამ პერსონაჟზე გადაღებულმა პირველმა დამოუკიდებელმა სურათმა, შესაძლოა ბევრ მის ცხოვრებისეულ ისტორიას ნათელი მოჰფინოს.
ფილმის რეჟისორი ასევე ქალბატონი კეიტ შორტლანდია. ახალ ბლოკბასტერში სკარლეტ იოჰანსონის გარდა, რომელიც სურათში მთავარ როლს ასრულებს მონაწილეობას იღებენ რეიჩელ უაისი, უილიამ ჰართი, დევიდ ჰარბორი და რეი უინსტონი. ასევე ვარაუდობენ, რომ ფილში შესაძლოა რობერტ დაუნი უნცროსმა კამეო შეასრულოს, ან ტიტრების ბოლოს ტონი სტარკის როლით მოგვევლინოს.
ახლა კი გადავიდეთ დესერტზე, ზოგისათვის კი შესაძლოა ტყუილისა და ცბიერების ღმერთის შესახებ გადაღებული სერიალი საერთოდ მთავარი კერძიც კი აღმოჩნდეს. ცოტა ხნის წინ ჩვენ შემოგთავაზეთ, „LOKI“-ის პირველი თრეილერი, სადაც TVA-ის (Time Variance Authority) თანამშრომელს, მობიუსს, რომელსაც ოუენ უილსონი ანსახიერებს დატყვევებული ჰყავს აზგარდის პრინცი და ლიფტის მეშვეობით გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავს. თრეილერის მსვლელობისას გავიგეთ, რომ TVA ერთგვარი სპეც დანიშნულების სამსახურია, რომელიც დროში და პარალელურ სამყაროებში „არალეგალ“ მოგზაურებს აკავებს. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მთავრდება „Avengers: Endgame“-ი სადაც, შურისმაძიებელთა დროში მოგზაურობის გამო ლოკი ჩიტაურის ნიუ იორკზე შემოტევისას ერთ-ერთ უსასრულობის ქვასთან, ტესერაქტთან ერთად გაიქცევა მარტივი მისახვედრია, რომ სწორედ ამ საბედისწერო ტელეპორტაციისას დააკავა ლოკი TVA-იმ.
უყურე LOKI-ის მეორე თრეილერს adjaranet.com-ზე
ახალი თრეილერით უბრალოდ ვრწმუნდებით ზემოხსენებულ ინფორმაციაში, ვხედავთ ახალ კადრებს და უკვე დამატებით ინფორმაციაზე მიგვიწვდება ხელი. რა თქმა უნდა ლოკის თავისუფლების (ან რაიმე მსგავსის) სანაცვლოდ უილსონის პერსონაჟი შესთავაზებს თანამშრომლობას და გარკვეული დავალებ(ებ)ის შესრულებას, რომელზეც რა საკვირველია ჰიდელსტონის ანტგმირი მომენტალურად დათანხმდება იმ იმედით, რომ იგი TVA-ის მოატყუებს და „გადააგდებს“, რაც საბოლოოდ მას მარტივ გაქცევის საშუალებას მისცემს. სახალისო სცენა კი ზუსტად აქ იწყება, როდესაც მობიუსი ლოკის ერთ-ერთი დიალოგისას ეუბნება:
– “Loki, I’ve studied almost every moment of your entire life, You’ve literally stabbed people in the back, like, 50 times.” (ლოკი, მე შევისწავლე შენი ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპი, შენ პირადპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით 50-ჯერ ჩაარტყი სხვა ადამიანებს ზურგში დანა).
– „Well, I’ll never do it again,” (ნუ, მე ამას აღარასოდეს ჩავიდენ!) პასუხობს ლოკი იმგვარად, თითქოს მას რაიმე მზაკვრული უკვე ჩაფიქრებული აქვს.
ეს სიტყვები კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მობიუსისათვის ცნობილია ლოკის ტყუილებისა და არასანდობობის შესახებ და თავისთავად იგი მზად არის ასგარდის პრინცის ნებისმიერი მსგავსი გამოხტომისათვის. სერიალში, კი ზუსტად ეს ნაწილი განსაკუთრებულად საინტერესო იქნება, თუ როგორ შეძლებს ცბიერებისა და მზაკვრობის ღმერთი გაუმკლავდეს მათ, ვინც მის შესახებ აბოლუტურად ყველაფერი იცის, თანაც ისე, რომ მასზე დაკისრებული მისია (რომელიც სავარაუდოდ სამყაროს ან/და რომელიმე TimeLine-ის გადარჩენას ეხება) შეასრულოს! ასევე ძალიან საინტერესოა ის კადრი, რომელიც სულ რაღაც წამნახევრით ვიხილეთ, როდესაც ლოკი ვორმირზე, სკარლეტ იოჰანსონის კინოგმირის „Black Widow“-ს გვერდით ზის. თუ რა მიზეზით მოხვდება ლოკი ამ უცნაურ პლანეტაზე და რა საერთო ექნებათ ამ ორ პერსონაჟს ერთმანეთთან ამას უკვე მიმდინარე წლის 11 ივნისს „დისნეი+“-ზე ვიხილავთ, მანამდე კი შეგვიზლია არაერთი კონსპიროლოგიური ტეორია ჩამოვაყალიბოთ. To be Cont…