ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ უამრავი კინოფრანჩიზა ვიხილეთ, რომლებმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა მათგან ბევრი ახლოსაც კი ვერ მივა მსოფლიო აღიარების იმ საფეხურთან, რომელსაც ჯეიმს კამერონის ფილმმა, „ავატარმა“ მიაღწია. სურათმა, შემოსავლების კუთხით არაერთი რეკორდი დაამყარა და მსოფლიოს მასშტაბით 2 782 000 000 აშშ დოლარის მოგება ნახა. ჩვენ მდუმარედ და მოთმინებით ველოდებით ფრანჩიზის გაგრძელებას და სანამ ჩვენ ვიცდით, ფილმის შემქმნელები დიდ იმედებს ამყარებენ სურათის სამომავლო პერსპექტივაზე
„ავატარი 2“-სა და მისი სიკველების გადაღებაბა უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს, შესაბამისად გვინდა გიამბოთ, თუ რა არის ცნობილი ამ ეტაპზე კინოფრანჩიზის სამომავლო გაგრძელებების შესახებ
როდის გამოვა „ავატარი 2“?
თავდაპირევლად, კინოფრანჩიზის გაგრძელების გამოსვლის თარიღად 2015 წელი იყო მიჩნეული, თუმცა, ამ თარიღმა რამდენმეჯერ გადაიწია. ცნობილია, რომ ფილმის პრემიერა საახალწლო პერიოდს უნდა დამთხვეოდა, თუმცა კონკრეტული წელი და დღე არასოდეს ყოფილა დაანონსებული. მას შემდეგ, რაც „Disney“-მ კომპანია „FOX“ შემოიერთა, მან ფილმის გაგრძელების გამოსვლის ზუსტი თარიღი დაასახელა – 2021 წლის 17 დეკემბერი, თუმცა მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ხსენებული ბლოკბასტერის სიკველის პრემიერის თარიღს კიდევ ერთხელ დაუსვა კითხვის ნიშავი. შესაბამისად დიდი მოლოდინებით მომავალი წლის საახალწლო პერიოდსა და 2022 წლის ბოლოს ველით!
რომელი მაყურებლისათვის იქნება ფილმი დაშვებული?
მსხვილ ბიუჯეტიანი ბლოგბასტერების, ისეთი როგორიცაა „ავატარ 2“, უდიდესი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიზიდოს კინოთეატრებში. იმისდა მიუხედავად, რომ ჯერ-ჯეობით უცნობია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ახალ ფილმებში, ნაკლებ სავარაუდოა ის ფაქტი, რომ ფილმი „R“ შეფასებას მიიღებს (რაზეც მაყურებელთა ნაწილი დიდ იმედებს ჰამყარებდა). პირველ ფილმს „PG-13“ რეიტინგი ჰქონდა და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კინოფრანჩიზის ყველა გაგრძელებას შესაბამისი შეფასება ექნება, თუ რაიმე ნაკლები არა, მაგალითად PG, რათა მაქსიმალური აუდიტორიის შემოკრება მოხდეს, თუმცა რამდენად გამართლებულია იქნება და რამდენად შეეფერება აღნიშნული რეიტინგი კამერონის ფილმსა და ჩანაფიქრს ეს უკვე ცალკე განსჯის საკითხია:
რეჟისორი
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ პირველი „ავატარი“ ჯეიმს კამერონისათვის ნამდვილად უმნიშვნელოვანესი პროექტი იყო, რადგან რეჟისორი წლების განმავლობაში წერდა სცენარს და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად აუმჯობესებდა ფილმის ვიზუალს. შესაბამისად, არავინ დაიჯერებს იმ ფაქტის, რომ ჯეიმს კამერონმა შესაძლოა დატოვოს ან ვინმე სხვას დაუთმოს რეჟისორის სკამი. გავრცელებული ინფორმაციით, კამერონი ასევე უხელმძღვანელებს კინოფრანჩიზის მე-3, მე-4 და მე-5 ეპიზოდებს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჯეიმს კამერონი, მაქსიმალურად გამოიყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და კინოინდუსტრიაში იტყვის ახალ სიტყვას, რითაც აბსოლუტურად განსხვავებულ ზღვარს დაადგენს ვიზუალური შედევრების შექმნაში.
სულ რამდენი ფილმი გამოვა
მიმდინარე წლის აგვისტოში, როდესაც ფილმის მომავალი წლის 16 დეკემბრამდე გადადება გადაწყდა, კამერონა აღნიშნა, რომ კინოფრანჩიზის მეორე ფილმი სრულად იყო დასრულებული, ხოლო მესამე ფილმს რამოდენიმე დღის მუშაობა დააკლდა და დაახლოებით 95%-ით იყო დასრულებული. აქვე ისიც ვიცით, რომ კამერონი ხსენებული სამყაროს ირგვლივ სულ 5 ფილმის გადაღებას გეგმავს და დიდი ალბათობით მესამე ფილმის დასრულების შემდგომ 4-5-ზე მუშაობა დაიწყო. საინტერესო და სასიხარულო ის ფაქტია, რომ გაამართლებს თუ არა ბლოკბასტერის მეორე სურათი, მესამე ფილმს მაინც აუცილებლად ვიხილავთ, რადგან ისიც უკვე 100% დასრულებულია, თუმცა რა თქმა უნდა თადარიგი და ქრონოლოგიაა დასაცავი:
რა იქნება ახალი ფილმის დასახელება და სავარაუდო Plot?
ამ წუთისათვის, „ავატარ 2“-ის ოფიციალური დასახელება უცნობია. ჭორის დონეზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფილმის სათაური „Avatar: The Way of Water“ იქნება და კამერონმაც აღნიშნა, რომ გაჟონილი ინფორმაცია ნაწილობრივ სიმართლეა და ხსენებული სათაური პოტენციურ ფილმის დასახელებად შეიძლება განიხილებოდეს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ გავრცელებული ფოტოსურათების მიხედვით ჯეიკისა და ნეიტირის ოჯახი საცხოვრებლად ოკიანისაკენ გადაინაცვლებს, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს ხსენებული სათაურის რეალობას (სხვა შესაძლო დასახელებები: Avatar: The Seed Bearer, Avatar: The Tulkun Rider and Avatar: The Quest for Eywa). რადგან ჯეიკი (ავატარის სახელი სალი) და ნეიტირი ვახსენებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ სიკველში მოქმედება პანდორაზე ბოლო სურათის მოვლენების დასრულებიდან 30 წლის შემდგომ ვითარდება, სადაც სალი კლანის ბელადია, ხოლო ნეიტირი მთავარი სასულიერო პირი. მთავარი აქცენტი წყვილის ოჯახსა და მათ შვილებზე გააკეთდება, მშობლებისა და შვილების ურთიერთობებსა და თაობებს შორისი არსებულ სირთულეებზე. აქვე იმასაც დავამატებთ, რომ ფილმში მოქმედებათა დიდი ნაწილი წყლის ქვეშ განვითარდება
ვინ მიიღებს ფილმში მონაწილეობას
კამერონის თქმის, იმისათვის, რომ ფილმში სრულად გაიაზრო მისი შინაარსი, სიკველების ქრონოლოგიურად ყურება საერთოდ არ იქნება საჭირო, თუმცა მიუხედავად მსგავსი განცხადებისა ძველი მსახიობები და ნაცნობი სახეები აუცილებლად აბრუნებიან სამომავლო ფილმებში. ზოი სალდანა კვლავ შეასრულებს ნავის პრინცესას ნეიტირის როლს, ხოლო სემ უორთინგტონი ასევე დაბრუნდება, ჯეიკ სალის როლში, რომელიც კლანის ბელადია გამხდარი.
მკვდარი პოლკოვნიკი, მაილს კუარიჩი, რომელსაც სტივენ ლენგი ასახიერებდა დაბრუნდება სიკველებში და მომავალ ოთხ ფილმში მთავარი ბოროტმოქმედის როლსაც შეასრულებს. როგორ და რანაირად გაცოცხლდა პოლკოვნიკი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა წესით იმ პერიოდში როდესაც კაცობრიობა სხვა პლანეტებზე გადასახლდა და ავატარების შექმნა შეუძლია, ადამიანის გაცოცხლება დიდ სირთულეებთან არ იქნება დაკავშირებული, ასევე თუ გავითვალისწინებთ თავად პლანეტის ზებუნებრივ ძალებს, პოლკოვნიკის გაცოცხლების საკითხი კიდევ უფრო მარტივი საკითხი ხდება. დაბრუნდება სიგურნი უივერი უკვე ახალი პერსონაჟით. 1997 წლის შემდგომ კეიტ უინსლეტმა და ჯეიმს კამერონმა კიდევ ერთხელ ითანამშრომლეს და ამჯერად მსახიობი Ronal-ის როლს შეასრულებს, რომელიც ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ ან/და რა არის, თუმცა ის ყველა სიკველში გამოჩნდება. ასევე სიკველ(ებ)ში არაერთ ახალ თუ ძველ სახეებს ვიხილავთ, რომელთა სახელები და გვარები სრულად მალე გახდება ცნობილი:
ვიზუალი და ბიუჯეტი
ჯეიმს კამერონის ბოლო ინტერვიუში, რეჟისორმა თქვა, რომ დარჩენილი ოთხი ფილმის ერთობლივი ბიუჯეტი 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო ფილმი დაახლოებით 250 მილიონი დაჯდება, რაც დღეის სტანდარტებით არ არის ისეთი ბიუჯეტი რომ ვინმე გააკვირვო, თუმცა მაინც საკმაოდ სოლიდური თანხაა. იმისდა მიუხედავად, რომ „ავატარი“ 10 წლის წინ არის გადაღებული, დღევანდელი თვალსაზრისითაც მისი ვიზუალური ეფექტები თანამედროვე ბლოკბასტერებს არაფრით ჩამოუვარდება და მეტიც რამოდენიმე სურათს, რომელსაც 250+ მილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდა უმეტეს შემთხვევაში ჯობია კიდეც. არ არის რთული წარმოსადგენი, თუ რა იქნება ტრილოგიის შემდეგი სურათები. თუ ფრანჩიზის პირველი სურათით ვიმსჯელებთ და იმ ფაქტით, რომ ხსენებულ ორ სურათს (II და III), როგორც პირველს დაახლოებით 10 წლის განმავლობაში იღებდნენ არ იქნება მოულოდნელი, რომ კინოფრანჩიზამ მაყურებელს გრანზიოზული სანახაობა შესთავაზოს. თუმცა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჯეიმს კამერონი აუცილებლად შეძლებს მაყურებლის გაგვირვებას, რითაც მათ თვალებს განუმეორებელ ვიზუალურ ზეიმს მოუწყობს.