ჰოლივუდის ერთ-ერთ საუკეთესო წყვილად აღიარებული ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი ფანებს ხშირად ანებივრებენ არამხოლოდ პირადი ფოტოებით, არამედ ვიდეოებითაც.
ვიდეოების სერიებს შორის კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილის მიერ ერთად შესრულებული სიმღერებია.
სწორედ ასეთი დუეტი შეასრულეს ნიკოლმა და კიტმა HBO-ს სერიალ Big Little Lies-ის დახურულ ჩვენებამდე და რა თქმა უნდა, ის ფანებსაც გაუზიარეს.
როგორც უკვე ვთქვით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კიტი და ნიკოლი ერთად მღერიან.
გასული წლის 11 ოქტომბერს, გოგოების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად წყვილმა ემოციური სიმღერა ჩაწერა და მსოფლიოს მასშტაბით ყველა გოგოს მიუძღვნა.
დაუვიწყარი იყო ჰოლივუდელი ვარსკვლავების შესრულებაც ერთ-ერთ კაფეში, როდესაც ურბანმა და კიდმანმა გავრცელებული ჭორების საპასუხოდ, თითქოს ისინი ერთმანეთს შორდებოდნენ, ერთად იმღერეს და სამყაროს კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს, რომ მათი სიყვარული დროს უძლებს.