სტრიმინგ სერვისმა Amazon ბრუტალური მძაფრსიუჟეტიანი სერიალის The Boys-ის კიდევ ერთი, სრულფასოვანი თრეილერი გამოაქვეყნა.
სეთ როგენისა და ივენ გოლდბერგის მიერ შექმნილი სატელევიზიო შოუ სი აი ეის აგენტების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც უკონტროლო სუპერგმირების წინააღმდეგ იბრძვიან. პროექტში მთავარ როლებს კარლ ურბანი, ჯესი აშერი და დენის ქუეიდი ასრულებენ. The Boys-ს R რეიტინგი ექნება.
სერიალის პრემიერა მიმდინარე წლის 26 ივლისს არის დაგეგმილი.