ბოლო რამდენიმე წელში კვენტინ ტარანტინომ არაერთხელ აღნიშნა, რომ მე-10 ფილმის გადაღების შემდეგ რეჟისორობას შეწყვეტს. შეგახსენებთ, რომ “ერთხელ, ჰოლივუდში“ მისი მე-9 ფილმია. ტარანტინომ GQ Australia-სთან მიცემულ ინტერვიუში ამის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ვფიქრობ, თუკი საქმე საკინოთეატრო ფილმებს ეხება, მე უკვე გზის ბოლოს ვარ. მე ჩემს თავს წიგნების და პიესების წერაში ვხედავ, ასე რომ კვლავ კრეატიულ ველში ვიქნები. ვფიქრობ, რომ რისი გაკეთებაც შემეძლო კინოსთვის, უკვე გავაკეთე.
რეჟისორმა ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა “ერთხელ, ჰოლივუდში” აღმოჩნდეს უკანასკნელი.
თუკი ამ ფილმს კარგად მიიღებენ, მეათეზე არც ვიფიქრებ. ამაზე გავჩერდები! ვნახოთ, რა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ტარანტინოს რეჟისორობით ორი ფილმის შესაძლო გადაღება დააანონსდა – ტარანტინო ადასტურებს, რომ “Star Trek”-ის სცენარი მზადაა და ტარანტინო ჯანგო/ზოროს ქროსოვერზე იწყებს მუშაობას. საინტერესოა, აქედან რომელიმეს განხორციელება თუ უწერია.
vanityfair.com