HBO-ს მინისერიალმა Chernobyl უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირი რეკორდი მოხსნა.
ისტორიული დრამა 1986 წლის 26 აპრილს, ჩერნობილში მომხდარი ბირთვულ კატასტროფაის შესახებ მოგვითხრობს და იმ შემზარავ ისტორიებს გვიყვება, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა საბჭოთა ხელისუფლების არასწორი და დაგვიანებული რეაქციის შედეგად.
ბირთვული აფეთქების შედეგები შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
მიუხედავად იმისა, რომ შოუს თითოეულ ეპიზოდს კრიტიკოსებისა თუ მაყურებლის მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა, საყოველთაო აღტაცებას არ იზიარებს რუსული მედია და შოუს რამდენიმე დეტალს აკრიტიკებს.
რუსული ტელეკომპანია Russia 24-ს ეთერში გასულ სიუჟეტში, Chernobyl-ის ერთ-ერთ მთავარ მინუსად თვლიან იმას, რომ რუსი მაღაროელები არაყს სამუშაო პროცესის დროს სვამენ. გადაცემის ავტორის თქმით, ეს ფაქტი მცდარია, რადგან მაღაროებელი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებდნენ ალკოჰოლს მანამ, სანამ მუშაობას არ მორჩებოდნენ და ქვანახშირის მტვერს არ ჩამოირეცხავენ.
გარდა ამისა, გადაცემის წამყვანი ჩერნობილის კატასტროფის შესახებ გადაღებულ სერიალში ერთ-ერთ პრობლემად იმას ხედავს, რომ კადრში მეტალო-პლასტმასი ფანჯრები ჩანს და ამბობს, რომ ორმაგი მინებისა და პლასტმასის ფანჯრები 1986 წელს არ არსებობდა.
რუსების აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში ლეგასოვს ბორისი ემუქრება. მათი აზრით, საბჭოთა აკდემიკოსს ვერტმფრენიდან გადმოგდებით ვერავინ დაემუქრებოდა, რადგან შემთხვევა 1986 წელს მოხდა და არა 1936 წელს.
რუსულ გადაცემაში მოყვანილი ერთ-ერთი “უზუსტობა” მიმართვა “ამხანაგოც” გახდა. ავტორის თქმით, 1986 წელს საბჭოთა მოქალაქეები ერთმანეთს “ამხანაგოს” მხოლოდ კომუნისტური პარტიის ყრილობებზე ეძახდნენ და არა საზოგადოდ.