HBO-ს მინისერიალმა Chernobyl ყველანაირი რეკორდი მოხსნა, გარდა მაყურებლის რაოდენობისა, ის ამ ეტაპზე IMDb-ის რეიტინგშიც ლიდერია. ისტორიული დრამა 1986 წლის 26 აპრილს, ჩერნობილში მომხდარი ბირთვულ კატასტროფაის შესახებ მოგვითხრობს და იმ შემზარავ ისტორიებს გვიყვება, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა საბჭოთა ხელისუფლების არასწორი და დაგვიანებული რეაქციის შედეგად.
მიუხედავად იმისა, რომ შოუს თითოეულ ეპიზოდს კრიტიკოსებისა თუ მაყურებლის მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა, საყოველთაო აღტაცებას არ იზიარებს რუსული მედია და შოუს თითქმის ყველა დეტალს აკრიტიკებს. სწორედ ამიტომ, გავრცელებული ცნობებით, პუტინის მედიად წოდებულმა რუსულმა არხმა NTV უკვე დააანონსა, რომ ისინი ჩერნობილის თავიანთი ვერსია უკვე იღებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სერიალის სიუჟეტი ჩერნობილის კატასტროფამდე რამდენიმე საათით ადრე იწყება და დეტალურად გაჰყვება როგორც აფეთქების შემდგომ, ასევე გამოძიების პერიოდს.
წინასწარი ინფორმაციით, ჩერნობილის რუსული ვერსიის მთვარი პერსონაჟები ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელი და KGB-ს აგენტი იქნებიან. ეს უკანასკნელი შეეცდება, რომ ჩერნობილში მომხდატ ტრაგედიაში უცხოური, უფრო ზუსტად კი ამერიკული კვალი იპოვოს.