სულ ცოტა დრო დარჩა ოსკარის 91-ე დაჯილდოების ცერემონიამდე. მრავალი დაპირისპირების და სკანდალის შემდეგ, სასიამოვნო სიახლეც ვრცელდება. ოსკარის სცენის და დიზაინის გამფორმებელი, დევიდ კორინსი ინსტაგრამზე გვიმხელს, რომ სცენა 40,000 ცოცხალი ვარდით იქნება გაფორმებული.
ეს არის პირველი მონახაზი 91-ე ოსკარის დიზაინის. ამჯერად თემად ავირჩიე ჩართულობა და კომუნიკაცია. ავირჩიე თბილი, სასიამოვნო ფერები. ამ დიზაინს ჩვენ კრისტალური ღრუბელი ვუწოდეთ. ის ერთ-ერთია იმ მრავალი ლუქიდან, რომელთაც ოსკარზე ნახავთ. მისი წონა 725 კილოგრამია. ვახსენე, რომ სცენაზე 40,000 ცოცხალი ვარდი გვექნება?
vulture.com