სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

7 დამაფიქრებელი თეორია “ჰარი პოტერის” სამყაროდან

Cinemania ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
რუბრიკა კლუბი, პოტერომანები
9548
7 დამაფიქრებელი თეორია “ჰარი პოტერის” სამყაროდან
54
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მას შემდეგ, რაც ჩვენს ცხოვრებაში “ჰარი პოტერი” გამოჩნდა, ოც წელზე მეტია გასული, მაგრამ ეს ამოუწურავი სამყარო პოტერომანების გაოცებას არ წყვეტს. ამდენი ხნის შემდეგაც სერიაში კვლავ უხვად არის გამოცანები, თავსატეხები და დეტალები, რომლებზეც ფანები ნაირნაირ ახალ-ახალ თეორიას გვთავაზობენ. ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული თავად სამყაროს შემქმნელი ჯოან როულინგიც, რომელიც ხშირად პასუხობს დაინტერესებული ფანების კითხვებს ჰოგვორტსის, მისი სტუდენტებისა და ჯადოქრული საზოგადოების სხვა წარმომადგენლების შესახებ, რითაც კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რა მშვენიერი და უსასრულოა მის მიერ აღწერილი სამყარო.

დღეს გადავწყვიტეთ, ჯადოქრული სამყაროს შესახებ მორიგი თეორიები გაგაცნოთ – 7 თეორია, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ კარგად თუ ჩავუფიქრდებით, ყოველი მათგანი ლოგიკასთან ახლოსაა.

1. ნაიარევი ჰარი პოტერის შუბლზე უბრალო ელვა არაა

დაფიქრებულხართ ჰარი პოტერის ნაიარევის ფორმაზე თუ არასდროს მიგიქცევიათ ამისთვის ყურადღება? წიგნში ვკითხულობთ, რომ ჰარის შუბლზე “ელვასავით გაკლაკნილი ნაიარევი” აქვს. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ამ ფორმის? ერთ-ერთმა ფანმა მეტად საინტერესო აღმოჩენა გააკეთა და ამის შესახებ ტვიტერზე განაცხადა, რამაც ყველა პოტერომანი საგონებელში ჩააგდო. ჰარი პოტერის ენციკლიპედიის გვერდზე წყევლების შესახებ სტატიაში ვიზუალურად აღწერილია, ხელის როგორი მოძრაობა უნდა გააკეთო იმ მომაკვდინებელი წყევლის წარმოთქმისას, რომელსაც ჰარი პოტერი გადაურჩა. დიახ, ავადა კედავრას წარმოთქმას თან ხელის ზიგზაგისებური მოძრაობა ერთვის, რაც ჰარის ნაიარევზე “აირეკლა”.

მართალია, ფილმში ავადა კედავრას წარმოთქმისას ხელს არ ამოძრავებენ, მაგრამ ნამდვილი პოტერომანებისთვის ხომ ცნობილია, რომ ნებისმიერ შელოცვას საკუთარი მოძრაობა და წარმოთქმა აქვს (გაიხსენეთ “ვინ-გარ-დიუმ ლევი-ოო-სა”)!

2. ჰერმიონის კატა პოტერების ოჯახს ეკუთვნოდა

ამ თეორიის მიხედვით, ჰერმიონის წითური კატა ბო ლილი და ჯეიმს პოტერებთან ცხოვრობდა. ამას ფანები შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით ამტკიცებენ:

  • ჰერმიონმა კატა მრუდე ქუჩაზე მდებარე “ჯადოსნური ცხოველების” მაღაზიაში იყიდა თავისთვის დაბადების დღის საჩუქრად. ბო კნუტი არ ყოფილა – დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდათ მაღაზიაში და არავინ ყიდულობდა თავისი ანჩხლი ხასიათის გამო.
  • ბო იყო ერთადერთი, ვინც მაშინვე იცნო ვირთხად გადაქცეული პიტერ პეტიგრიუ და გამუდმებით ცდილობდა მის დაჭერას, ძაღლად გადაქცეულ სირიუს ბლექს კი მხოლოდ ის დაუმეგობრდა და ჰოგვორტსში შეღწევაშიც კი ეხმარებოდა. რანაირად მიხვდა ამ ყველაფერს კატა, თუ მანამდე არ ნახა რაც მოხდა პოტერების ოჯახთან დაკავშირებით?
  • “სიკვდილის საჩუქრებში” ჰარი სირიუსისადმი მიწერილ დედამისის წერილს ნახულობს, რომელშიც მოუთხრობს, რომ პატარა ჰარის ისე მოეწონა სათამაშო მფრინავი ცოცხი, რომ აქეთ-იქით დაქროდა და კინაღამ მათი კატა შემოაკვდა.

3. პროფესორ ტრელოუნის წინასწარმეტყველებები

ალბუს დამბლდორი პოტერიადას მე-6 ნაწილში მოკლეს და ფანებმა მხოლოდ მაშინ შეამჩნიეს სიბილ ტრელოუნის წინასწარმეტყველება მე-3 ნაწილში, აზკაბანის ტყვეში. როცა ჰოგვორტსში საშობაოდ დარჩენილები დიდ დარბაზში არიან შეკრებილები,  მისნობის პროფესორი იკითხავს, მეცამეტე ხომ არაა, რადგან ამ შემთხვევაში პირველი მათგანი, ვინც სუფრას დატოვებს, მოკვდება. სუფრასთან ერთი შეხედვით 12 ადამიანია და ტრელოუნი საშობაო სადილს უერთდება. მაგრამ მოგვიანებით ირკვევა, რომ იქ პიტერ პეტიგრიუც იმყოფება: ვირთხად გადაქცეული, რონის ჯიბეში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრელოუნის ჩათვლით სუფრასთან მართლაც 13 ადამიანი იყო. სადილი პირველმა დამბლდორმა დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ბედი ამ დროიდან გადაწყვეტილი იყო.

თუ ამ სქემას მივყვებით, წინასწარმეტყველება სხვა 13-კაციან სუფრაზეც მართლდება. ფენიქსის ორდენში სუფრას პირველად სირიუს ბლექი ტოვებს, რომელიც ამავე ნაწილის ბოლოს კვდება.

ტრელოუნი მთლად არც ჰარი პოტერის დაბადების თარიღში შემცდარა. მისნობის გაკვეთლის დროს პროფესორი ჰარის დაბადების დღედ შეცდომით ასახელებს ზამთარს, ჰარი კი აცნობებს, რომ არა ზამთარში, არამედ შუა ზაფხულს – 31 ივლისს დაიბადა. ამის შემდეგ კი ვიგებთ, რომ ჰარიში ლორდ ვოლდემორის სულის ნაწილია, ეს უკანასკნელი კი 31 დეკემბერს არის დაბადებული.

4. ნამდვილი მიზეზი, რის გამოც სნეიპი ბნელი ძალებისგან თავდაცვის პროფესორის თანამდებობას ხუთი წლის განმავლობაში ვერ იღებდა

საკუთარი თავისთვის თუ დაგისვამთ შეკითხვა, თუ რატომ არ გამოიყენა სნეიპმა დამბლდორის დიდი პატივისცემა და ნდობა თავისი სანუკვარი სურვილის ასასრულებლად და ბნელი ძალებისგან თავდაცვის პროფესორის ადგილის მისაღებად?  მართლაც საინტერესო კითხვაა, რომელსაც ასევე მოეძებნა პასუხი. დამბლდორი წლიდან წლამდე რწმუნდებოდა, რომ ამ პოსტზე ტომ რიდლის წყევლა მართლა მოქმედებდა და ბნელი ძალებისგან თავდაცვის პროფესორები სხვადასხვა მიზეზის გამო წელიწადზე მეტხანს ჰოგვორტსში ვერ ჩერდებოდნენ. სნეიპი კი მისი უმთავრესი მოკავშირე, ინფორმატორი და მეგობარი იყო, ამიტომ დამბლდორს გარისკვად არ უღირდა.

მას შემდეგ, რაც დამბლდორი მიხვდა, რომ დიდი დღე არ ეწერა, სნეიპი ნანატრ თანამდებობაზე დანიშნა – შეთქმულების მიხედვით, სწორედ სნეიპს უნდა მოეკლა ჰოგვორტსის დირექტორი, რის შემდეგაც სკოლაში აღარ დაედგომებოდა. ამიტომ, დამბლდორმა მას ერთი წელი მაინც სასურველი საგნის პროფესორობის პატივი არგუნა.

5. რატომ არის ჰარი პოტერი ჰოგვორტსის სხვა სტუდენტებზე “გამოცდილი” ჯადოქარი?

ჰოგვორტსში სწავლისას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ წლიდან წლამდე მისი წარმატებები სხვადასხვა მონსტრთან ბრძოლაში მხოლოდ იღბლის დამსახურება არ ყოფილა. მას დიდი ნიჭი ჰქონდა შელოცვების ათვისებაში და, გარდა ამისა, სხვებისთვის თავისი ცოდნის ეფექტურად გადაცემაც შეეძლო. მან მესამე კურსზე მოახერხა პატრონუსის გამოძახება, რაც, ლუპინის თქმით, მასზე უფროს ჯადოქრებსაც უჭირთ; მეოთხე კურსზე ძალიან სწრაფად აითვისა გამოძახების შელოცვა “აკციო”; მეხუთე კურსზე კი, დოლორეს ამბრიჯის რეჟიმის საწინააღმდეგოდ დაარსებულმა დამბლდორის არმიამ ბნელი ძალებისგან თავდაცვის მასწავლებლად არა ყოველმხრივ ნიჭიერი და მცოდნე ჰერმიონი, არამედ ჰარი აირჩია. გავრცელებული მოსაზრებით, ჰარის ასეთი ჯადოქრული გამოცდილება დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ის ვოლდემორის ერთ-ერთი ჰორკრუქსია. მას ბნელი ლორდისგან არამხოლოდ პარსულად ლაპარაკის უნარი, არამედ უდიდესი ჯადოქრული გამოცდილებაც გადაეცა.

6. ტყუპი უისლები წარმატებული ბიზნესმენები დოლორეს ამბრიჯის წყალობით გახდნენ

“ჰარი პოტერის” მე-5 ნაწილში (ფენიქსის ორდენი) სხვა მრავალთან ერთად მოხდა 4 ფაქტი, რომლებიც ერთმანეთთან ცოტამ თუ დააკავშირა:

  • ფრედმა და ჯორჯმა რონს შესთავაზეს ეყიდა იაფფასიანი კანფეტები, რომლებიც ცხვირიდან სისხლდენას იწვევდა. კანფეტების დაბალი ფასი იმით იყო განპირობებული, რომ ტყუპებმა არ იცოდნენ, როგორ შეეჩერებინათ სისხლდენა, სტუდენტებს კი (ისევე როგორც საკუთარ თავებს) ცდისპირებად იყენებდნენ.
  • ამ პერიოდში ჰარი დოლორეს ამბრიჯის სასტიკ სასჯელს იღებს – კალმით ქაღალდზე წერს სიტყვებს და ეს პროცესი მის ხელზე სისხლიან კვალს ტოვებს. ჭრილობას ჰერმიონი იფნურას ესენციით მკურნალობს.
  • ამბრიჯი ფრედისა და ჯორჯის მეგობარ ლი ჯორდანსაც სჯის და როცა ჰარი მის სისხლიან ხელს დაინახავს, ახსენდება, რომ ასეთ ჭრილობას იფნურას ესენცია შველის.
  • ლი ჯორდანისგან ტყუპები იგებენ, რომ სისხლდენას აღნიშნული ესენცია შველის და მაშინვე ღებენ ჰოგვორტსის დატოვების გადაწყვეტილებას – მათ უკვე აქვთ თავიანთი უპოპულარულესი ტკბილეულის, სისხლმდენი კანფეტების ანტიდოტი, ასე რომ, ოინების მაღაზიის გახსნა და ბიზნესის წამოწყება თავისუფლად შეუძლიათ.

7. ჯორჯ უისლი და ვილი ვონკა ერთი და იგივე პიროვნებაა!

ერთ-ერთი ყველაზე გიჟური თეორია, რომელსაც არსებობის უფლება აქვს: ჯორჯ უისლიმ დროის მდევარი გამოიყენა წარსულში დასაბრუნებლად და იქ სხვა – ვილი ვონკას სახელით დაიწყო მოღვაწეობა. ამაზე კი შემდეგი ფაქტები მიგვითითებენ:

  • ვილი ვონკას კაბინეტში ყველაფერი ნახევარია – ჩვენ ამის მიზეზი არ ვიცით, მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს სიმბოლოა იმისა, რომ ჯორჯ უისლი თავისი მეორე ნახევრის – თავისი ტყუპისცალის გარეშეა დარჩენილი.
  • ვილის ცუდად ესმის მარცხენა ყურში, ჯორჯმა კი სწორედ ეს ყური დაკარგა, როცა ჰარი პოტერად გადაქცეულს სიკვდილის მხვრელები დაედევნნენ. ყურის გარეგნულად მოზრდა მას არ გაუჭირდებოდა, მაგრამ სმენა შეიძლება დაქვეითებული დარჩენოდა.
  • ვილი ვონკას სამყაროში ვერავინ ხვდებოდა, რა არსებები იყვნენ მისი დამხმარეები, უუმპა-ლუმპები – პატარა ტანის კაცუნები, რომლებიც მის შოკოლადის ფაბრიკაში მუშაობდნენ. ჰარი პოტერის სამყაროში კი ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ასეთ მუყაით პატარა კაცუნებს – შინაურ ელფებს.
  • ამ ყველაფერს დაუმატეთ ისიც, რომ ტყუპი უისლები განსაკუთრებით სწორედ ჯადოსნურ ტკბილეულის დამზადებაში არიან დაოსტატებულები, რითაც ადვილად ავხსნით ვილი ვონკას ტკბილეულის მაგიურობის საიდუმლოს.

ბონუსი: ფრედი და ჯორჯი თვით ბნელ ბატონს დაესხნენ თავს

პირველ წიგნში “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” ვკითხულობთ, რომ ტყუპი უისლები დასაჯეს – იმის გამო, რომ მათ პროფესორ ქვირელს თავში თოვლის გუნდები დააყარეს. ფანები მხოლოდ პირველი ნაწილის დასასრულს მიხვდნენ, რომ სინამდვილეში ფრედმა და ჯორჯმა ლორდ ვოლდემორზე მიიტანეს იერიში – ქვირელი ხომ ჩალმით ვოლდემორის თავის ნაწილს მალავდა!

 

ავადა კედავრაალბუს დამბლდორიდამბლდორის არმიადოლორეს ამბრიჯივილი ვონკანაიარევიპოტერიადაპოტერომანებიპროფესორი ტრელოუნიპროფესორი ქვირელისევერუს სნეიპისირიუს ბლექიფენიქსის ორდენიფრედ და ჯორჯ უისლებიჰარი პოტერიჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
Previous Post

ნახეთ კანის წითელი ხალიჩის 12 ყველაზე კარგად ჩაცმული ვარსკვლავი

Next Post

რა არ მოეწონა GOT-ის ახალ სეზონში ჯორჯ რ. რ. მარტინს

Next Post
რა არ მოეწონა GOT-ის ახალ სეზონში ჯორჯ რ. რ. მარტინს

რა არ მოეწონა GOT-ის ახალ სეზონში ჯორჯ რ. რ. მარტინს

Please login to join discussion

ახალი ამბები

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ავტორი Cinemania
17 მაისი, 2022
0

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ავტორი Cinemania
16 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ბოლოს დამატებული

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ავტორი Cinemania
17 მაისი, 2022
0

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ავტორი Cinemania
16 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020