სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 რამ, რაც სიმფსონებმა იწინასწარმეტყველეს

Cinemania ავტორი Cinemania
10 სექტემბერი, 2018
რუბრიკა საინტერესო
0
10 რამ, რაც სიმფსონებმა იწინასწარმეტყველეს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

როგორც არაერთხელ დამტკიცდა, ლეგენდარული ანიმაციური სერიალი სიმფსონები არა მხოლოდ ასახავდა თანამედროვე ამერიკის რეალობას, არამედ მომავალსაც კი წინასწარმეტყველებდა.

ვფიქრობთ, შეუძლებელია ეს ყოველივე უბრალოდ დამთხვევას მივაწეროთ და ამაში თქვენც დაგვეთანხმებით მას შემდეგ, რაც შოუს ყველაზე ზუსტ წინასწარმეტყველებებსა და ახდენილ მაგალითებს საკუთარი თვალით იხილავთ:

1. დისნეისა და FOX-ის გაერთიანება

1998 წელს, სიმფსონების მეათე სეზონში ტელეეკრანებზე გამოჩნდა წარწერა – “მე-20 საუკუნე FOX, უოლტ დისნეის კომპანიის განყოფილება”. გავიდა თითქმის 20 წელი და დისნეიმ 21-ს საუკუნის FOX მართლაც შეიძინა.

ესეც დასტური

2. ლედი გაგას პერფორმანსი სუპერბოულზე

2017 წელს ლედი გაგამ სუპერ ბოულზე დაუვიწყარი შოუ დადგა, თუმცა სიმფსონების მაყურებლისათვის ეს მოულოდნელობა სულაც არ ყოფილა, რადგან მათ 5 წლით ადრე უკვე ნანახი ჰქონდათ მსგავსი პერფორმანსი სახელწოდებით “Lisa Goes Gaga”

3. ტრამპი პრეზიდენტად

ჯერ კიდევ 2000 წელს, სიმფსონების მეთერთმეტე სეზონში ბარტმა ამერიკის მომავალში იმოგზაურა. სადაც მისი და, ლიზა, ამერიკის პირველ ქალ პრეზიდენტად მოევლინა და ისიც გაარკვია, რომ მანამდე ქვეყნის სათავეში დონალდ ტრამპი იყო, რომელმაც ეკონომიკური სიტუაცია თავდაყირა დააყენა. ალბათ, ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ სერიის გასვლიდან 16 წლის შემდეგ, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი მართლაც დონალდ ტრამპი გახდა.

4. საბერძნეთის ეკონომიკური კოლაფსი

2013 წლის ეპიზოდში, სადაც ჰომერი პოლიტიკურ თოქშოუს სტუმრობს, ტელეეკრანზე გადის მორბენალი სტრიქონი წარწერით “ევროპა საბერძნეთს Ebay-ზე ათავსებს”. 2 წლის შემდეგ საბერძნეთის ეკონომიკა მართლაც გადატრიალდა და მიუხედავად იმისა, რომ ის იბეიზე არ გაყიდულა, ევროპელმა კრედიტორებმა ნაკლები დღე სულაც არ დააყენეს.

5. ებოლას ვირუსი

გახსოვთ 2004 წელი, როდესაც დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსი მძვინვარებდა და იყო საშიშროება, რომ მას საზღვრები გადაეკვეთა? როგორც ჩანს, ეს ფაქტი სიმფსონებში ჯერ კიდევ 1997 წელს იცოდნენ – მაშინ, როდესაც მარჯი ყურადღებით ეცნობოდა ცნობისმოყვარე ჯორჯისა და ებოლას ვირუსის შესახებ გამოცემულ წიგნს.

6. კომპიუტერული არჩევნები

2008 წლის ჰელოუინის სპეციალურ ეპიზოდში, ჰომერი ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემას ბარაკ ობამასათვის ცდილობს, თუმცა კომპიუტერი მისი ნების წინააღმდეგ ჯონ მაკკეინს ირჩევს. 2012 წელს, პენსილვანიის შტატში მართლაც დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა, როდესაც ობამას ხმები მით რომნის მიეწერებოდა.

7. ფიფას სკანდალი

2015 წელს FBI-მ კორუფციის ბრალდებით ფიფას 14 თანამშრომელი დააკავა. სულ რაღაც 1 წლით ადრე კი, სიმფსონებში პოლიციამ კორუფციისათვის ფიფას ვიცეპრეზიდენტი დააპატიმრა. უცნაური დამთხვევები ამით არ დასრულებულა – შოუში მსოფლიო თასი გერმანიის ნაკრებმა მოიგო… დიახ, 1 წლის შემდეგ კი, უკვე რეალურ სამყაროშიც, თასი გერმანიის ნაკრებს გადაეცა.

8. ნობელის პრემიის მფლობელი

2011 წლის ერთ-ერთ ეპიზოდში, ლიზამ და მისმა მეგობრებმა ნობელის პრემიის მფლობელების წინასწარ გამოცნობა სცადეს, მას შემდეგ კი, რაც გამარჯვებულები დაასახელეს, აღმოჩნდა, რომ მილჰაუზს ეკონომიკის სექციაში ბენგტ ჰოლმსტრომი სწორად ჰყავდა დასახელებული. 2016 წელს ჰოლმსტრომმა მართლაც მიიღო ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ოლივერ ჰარტთან ერთად მათი საერთო “კონტაქტის თეორიისათვის”.

9. ეფლის საათი და ფეისთაიმი

1995 წლის ეპიზოდში ჩვენ ვხვდებით 23 წლის ლიზასა და მის საქმროს 2010 წლიდან. ერთ-ერთ სცენაში კი ის საკუთარ საათს ელაპარაკება. ეპიზოდის გასვლიდან 20 წლის შემდეგ (ანუ გამოგონილი მოვლენებიდან 5 წლის დაგვიანებით) ეფლმა საზოგადოებას Apple Watch წარუდგინა.

ამავე სერიაში, ლიზა და მარჯი ტელეფონის ეკრანზე ერთმანეთის ვიდეოგამოსახულებას ხედავენ . ამ შემთხვევაში სიმფსონებმა წელიც ზუსტად გამოიცნეს – 2010 წელს ბაზარზე ეფლის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი, ფეისთაიმი გამოჩნდა.

10. ბითლზის თაყვანისმცემლები

1991 წლის ეპიზოდში მარჯი ბითლზის ყოფილ დრამერს, რინგო სტარს საკუთარი ხელით შექმნილ პორტრეტს უგზავნის. მუსიკოსს ძალიან სურს, რომ უპასუხოდ არცერთი თაყვანისმცემელი არ დატოვოს, ამიტომ მარჯთან მისი მადლობა მხოლოდ 1 წლის დაგვიანებით აღწევს. დაახლოებით მსგავსი და კიდევ უფრო სახალისო რამ შეემთხვა, ბითლზის კიდევ ერთ ყოფილ წევრს, პოლ მაკარტნის, რომელმაც 2013 წელს სამადლობელო წერილი თაყვანისმცემლებს 50 წლის დაგვიანებით გაუგზავნა…

10 საინტერესო ფაქტი20th Century Fox21st Century Foxდისნეიდონალდ ტრამპიეს საინტერესოალედი გაგასახალისოსიმფსონებიუოლტ დისნეიწინასწარმეტყველება
Previous Post

15 მსოფლიო პრემიერა ტორონტოს კინოფესტივალზე

Next Post

Friendship Goals - ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი

Next Post
Friendship Goals – ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი

Friendship Goals - ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი

ახალი ამბები

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ავტორი Cinemania
17 მაისი, 2022
0

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ავტორი Cinemania
16 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ბოლოს დამატებული

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ავტორი Cinemania
17 მაისი, 2022
0

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ავტორი Cinemania
16 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020