სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

დღე III – თავისუფლების ცეკვის მოლოდინში

Cinemania ავტორი Cinemania
17 მაისი, 2019
რუბრიკა კანის კინოფესტივალი, ფესტივალები
697
დღე III – თავისუფლების ცეკვის მოლოდინში
146
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ახლა, როდესაც კანის მესამე საფესტივალო დღის ამბებს ვწერ, 17 მაისი თენდება. დღე, როდესაც მთელი მსოფლიო ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ადამიანების დევნა მათი რაიმე ფორმით განსხვავებულობის გამო, სამწუხაროდ, უცხო არ არის საქართველოსთვის. მოკლული და დამწვარი ტრანსგენდერი ქალები, ნაცემი გეი და ქვიარ ადამიანები, სახლიდან თუ სამსახურიდან გამოგდებული ლგბტქ+ თემის წევრები — ამ ადამიანებს განაჩენი მხოლოდ იმიტომ გამოუტანეს, რომ საკუთარი თავი ისეთად მიიღეს და შეიყვარეს, როგორებიც არიან.

როდესაც გონებაში დალექილი ასობით შემზარავი ისტორია გახსენდება და იცი, რომ ამას დასასრული არ უჩანს, აღარ შეგიძლია მოყვე, როგორი კარგია ლაჟვარდოვან სანაპიროზე სეირნობა. დღევანდელი ამბები იმ ადამიანებს ეძღვნება, ვინც მთელი ცხოვრება იბრძვის და ცდილობს, თავისუფლების ცეკვა შეასრულოს.

სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოში ადამიანებს სიცოცხლის, სიყვარულისა და ბედნიერების უფლებას მათი ორიენტაციის გამო ართმევენ, კანში ლევან აკინის ფილმს And Then We Danced მაყურებელი 5-წუთიანი უწყვეტი ოვაციით შეხვდა.

სურათი კომპლექსურად და საინტერესოდ გვიჩვენებს იმ ყოფას, რომელში ცხოვრებაც ლგბტქ+ ადამიანებს უწევთ. გარდაუვალი აგრესიის მოლოდინში ცხოვრების ფონზე კი ჯერ საკუთარი თავის აღიარება და შეყვარება, შემდეგ კი ამის საჯაროდ თქმა უსასრულოდ იწელება.

ლევან გელბახიანისა და ბაჩი ვალიშვილის პერსონაჟები, მერაბი და ირაკლი ნაბიჯ-ნაბიჯ გადიან ყველა იმ პრობლემას, რომელსაც გეი ადამიანები რეალურ ცხოვრებაში აწყდებიან.

ორი მოცეკვავე ბიჭის ვნებიანი და დიდი სიყვარულის ისტორიას ჩვენამდე მოსასვლელად დიდი დრო დასჭირდა. გადაღების პროცესში შექმნილმა დაბრკოლებებმა თითქოს ის გზა გაიმეორა, რომელსაც თქვენი გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი თუ ტრანსგენდერი შვილები, დები, ძმები, მეგობრები თუ მეზობლები ყოველდღიურად გადიან, თანაც ისე, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ.

ფილმს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის შესანიშნავი ქორეოგრაფია, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, ცეკვის ქორეოგრაფმა, რომელმაც ქართული გეი დრამისთვის მსახიობებს ცეკვა ასწავლა, ანონიმად დარჩენა ამჯობინა.

პირველი ქართული გეი ფილმი არ არის ამბავი მხოლოდ ორი ბიჭის სიყვარულზე. ეს არის ისტორია ოცნებაზე, ერთ დღეს გაიღვიძო და შეგეძლოს ბოლომდე იყო ის, ვინც ხარ. ოცნებაზე, რომ აღარ მოგიწიოს დამალო სიყვარული და საკუთარ ოთახშიც კი ვეღარ იგრძნო თავი უსაფრთხოდ.

დიდი სიყვარულის ისტორიის ფონზე, რეჟისორი არც სოციალური პრობლემების ჩვენებას ერიდება და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართულ კულტურად შერაცხული ფსევდო ტრადიციები ყოველდღიურ მარწუხებში გვაქცევენ. გვეუბნება, რომ თუ იმ ჩაკეტილ წრეს არ გავარღვევთ, რომელში ცხოვრებაც გვიწევს, საბოლოოდ ჩავიხარშებით რუტინად ქცეულ სიძულვილში.

რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ მიზანი, რომელსაც თავისუფლების ცეკვა ჰქვია, ამ ბრძოლად ღირს.

And Then We Danced რეჟისორმა 2013 წლის 17 მაისის იმ საზარელი მოვლენების ინსპირაციით გადაიღო. ეკლესიისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლებმა ბოროტებასთან ბრძოლის დღეს საკუთარი მოქალაქეები სასიკვდილოდ გაიმეტეს და შეეცადნენ, მათთვის არსებობის უფლება წაერთმია.

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, ქართველმა LGBTQI ადამიანებმა მიმართვა გაავრცელეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს ყველას, რომ საჯარო სივრცე ყველას ეკუთვნის და მათი სივრცე არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ სახლში რაც უნდათ ის აკეთონ. გვითხრეს, რომ ეს სივრცე მოიცავს თავისუფლებას, იყვნენ საჯარო, იყვნენ ისინი ვინც არიან და უნდათ, რომ მშვიდობიან, არაძალადობრივ, შემდგარ საზოგადოებაში იცხოვრონ, რომელშიც ყველა დაცულია.

ფილმის ყურების დროს, თვალწინ მედგა ყვითელი ავტობუსის ფანჯრის მიღმა დანახული სასოწარკვეთილი სახეები. მახსენდებოდა, როგორ მისდევდნენ მოსაკლავად ჩემს მეგობრებს, როგორ აფურთხებდნენ და ლანძღავდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ სიყვარულის უფლებას ითხოვენ. ეს კადრები სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში და კიდევ ერთ მიზეზს მომცემს იმისთვის, რომ ცხოვრება სიძულვილთან ბრძოლას მივუძღვნა.

ამ ბრძოლას აუცილებლად ექნება შედეგი. თავისუფლების ცეკვას მალე შევასრულებთ!

And Then We Dancedკანის კინოფესტივალიკანის კინოფესტივალი 2019ლგბტლგბტქ+ლევან აკინიჰომოფობია
Previous Post

ლგბტ კინოს მოკლე ისტორია

Next Post

რატომ არის მუსიკალური გაფორმება უმნიშვნელოვანესი ფილმებისა და სერიალებისათვის

Next Post
რატომ არის მუსიკალური გაფორმება უმნიშვნელოვანესი ფილმებისა და სერიალებისათვის

რატომ არის მუსიკალური გაფორმება უმნიშვნელოვანესი ფილმებისა და სერიალებისათვის

Please login to join discussion

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020